საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობებისთვის არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც პროცესს დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს ქვეყნების მხრიდან -მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობებისთვის არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლდა და დღესაც აკლია, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხდა.

მინისტრის თქმით, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში კონტრიბუციაზეა როდესაც არის საუბარი, საქართველომ ბევრად მეტი კონტრიბუცია გააკეთა, ვიდრე მიიღო.

„დღეს ჩვენ ვაკვირდებით ძალიან ბევრ მოვლენას, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება, რომელმაც შეიძლება, განსაზღვროს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურა. ჩვენს ხელში რაც არის, ყველაფერი კეთდება და ყველაფერი გაკეთდა. საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობებში არაფერი დაუკლია. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა, რომ მომზადებული ყოფილიყო ნატო-ს წევრობისთვის და ამ ქვეყნისთვის დაეხურა ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა. ყველაფერი გავაკეთეთ, მაქსიმუმია გაკეთებული. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლდა და დღესაც აკლია, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ერთადერთი, რაც 2008 წელს აკლდა საქართველოს, ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა რომ არ მიეცა, ეს იყო ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა თუ არ არსებობა, თუ შეიძლება, არასაკმარისი ნება, მოდით, ასე ვთქვათ, საქართველოს ჰქონოდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ეს იყო ერთადერთი და ასე გაგრძელდა. ერთადერთი, რაც ამ პროცესში გვაკლია, ეს არის ნატო-ს მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებები და შესაბამისი პოლიტიკური ნების გამოვლინება. ეს გამოვლენილი იქნება თუ არ იქნება, ამაზე, სამწუხაროდ ძალიან დიდი გავლენის მოხდენა დღეს არ შეგვიძლია. საქართველოს მაქსიმუმი აქვს გაკეთებული, რომ ეს პოლიტიკური ნება საქართველოს სასარგებლოდ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში. ამდენი არავის არ გაუკეთებია. როდესაც კონტრიბუციაზე ვსაუბრობთ დღეს, საქართველომ ბევრად უფრო მეტი კონტრიბუცია გააკეთა ევრო ატლანტიკურ უსაფრთხოებაში ვიდრე ჩვენ მივიღეთ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობებისთვის არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც პროცესს დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს ქვეყნების მხრიდან -მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოზე, ეს არის ორმხრივი
,,4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა''- პაატა ბურჭულაძე
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება
„პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა''- პრეიმერი
,,მელია ეტყობა, ბოლომდე ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაზე, მათ თვითდაპატიმრებას მიჰყვეს ხელი''- თენგიზ შარმანაშვილი
პრემიერი: განათლების რეფორმა ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა
,,დღეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის კადრების დეფიციტი - შრომის ბაზარზე არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც მიწოდება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას''- პრემიერი
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
,,მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი''- პრემიერი
„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი
,,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით''- პრემიერი
,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი
,, 3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას''- პრემიერი
,,რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის''- ირაკლი კობახიძე
,,არასდროს განხორციელებულა უნივერსიტეტებზე ადგილების გადანაწილება შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე''- პრემიერი
,, ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა ''- პრემიერი
,, სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა''- პრემიერი
,, დღეს არის ერთი წამყვანი კერა - თბილისი და გვინდა, ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით ''- ირაკლი კობახიძე
,,ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი უმაღლესი განათლების სისტემაში,''- ირაკლი კობახიძე