დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება

თბილისის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე დაწყებულია.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. კალაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში.

„თბილისის მერია ემზადება შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის. ქალაქში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ილუმინაციების მონტაჟი, რომელიც საზეიმოდ 12 დეკემბერს აინთება. მინდა, წელსაც მოვუწოდო კერძო კომპანიებსა და ბიზნესსექტორს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი კომპანია ჩაერთოს საახალწლო ღონისძიებებში. იცით, რომ ყოველწლიურად გამოვყოფთ სპეციალურ ადგილებს, მათ შორის, პარკებს, სკვერებს, სადაც ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, თავიანთი საახალწლო განათებები განათავსონ. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით სასიამოვნო და საზეიმო საახალწლო განწყობას დედაქალაქში და დარწმუნებული ვარ, თქვენი თანამონაწილეობა წელსაც იქნება, რაც მისასალმებელია", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოადგილე ანდრია ბასილაიას დაავალა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან.

 





მსგავსი სიახლეები
ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა
დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება
27 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა, - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება
,,არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას''- ირაკლი კობახიძე
ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოპერაციების კოორდინატორი, მასტერ სერჟანტი დევიდ სკოტ ტემპლტონი ესტუმრნენ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა
26 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
დედაქალაქში ელექტრომობილების სწრაფი დამტენების მონტაჟი გრძელდება
GM PHARMA-ს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ახალი ეპოქა წარმოებაში!
25 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საკანონმდებლო ცვლილებებით, პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება
,,სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად''- რევაზ სოხაძე
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების გავრცელების შესახებ განცხადებას ავრცელებს