ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა
ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილების, საავტომობილო მოძრაობის მოწესრიგებისა და განტვირთვის მიზნით დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი გამოიყოფა.
კახა კალაძის თქმით, საავტომობილო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩება.
„სამუშაოები გიორგი სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. კერძოდ, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. ასევე, უსაფრთხო საფეხმავლო გადაადგილებისთვის მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. მნიშვნელოვანია, რომ სამანქანო ზოლების რაოდენობა დარჩება უცვლელი. გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება", - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, სამუშაოები 28 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიწყება და, დაახლოებით, ორი კვირის ვადაში დასრულდება.
„პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ერთობლივად განახორციელებენ. ეს საკმაოდ დატვირთული მონაკვეთია, უამრავი ავტომანქანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება დღის განმავლობაში. შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობის ინტენსივობიდან გამომდინარე, დაგეგმილი სამუშაოები მხოლოდ ღამის საათებში ჩატარდება, რომ გადაადგილება არ შეიზღუდოს", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა
დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება
27 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა, - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება
,,არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას''- ირაკლი კობახიძე
ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოპერაციების კოორდინატორი, მასტერ სერჟანტი დევიდ სკოტ ტემპლტონი ესტუმრნენ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა
26 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
დედაქალაქში ელექტრომობილების სწრაფი დამტენების მონტაჟი გრძელდება
GM PHARMA-ს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ახალი ეპოქა წარმოებაში!
25 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საკანონმდებლო ცვლილებებით, პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება
,,სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად''- რევაზ სოხაძე
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების გავრცელების შესახებ განცხადებას ავრცელებს