ცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა მოაწერეს, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესებში ნოვაციებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ასოციაციის წევრთა ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საარჩევნო გარემოში ტექნოლოგიური ნოვაციების სწრაფი ტემპით განვითარების ფონზე. მემორანდუმი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანამშრომლობენ ასოციაციაში გასამართი მართვის ორგანოების არჩევნების საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ორგანიზების და ჩატარების პროცესში.
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც წარმოადგენს მყარ საფუძველს ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის. თანამშრომლობის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ ტექნოლოგიურ აქტივობებში. ასევე აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უზრუნველვყოფთ გამოცდილების გაზიარებასა და სათანადო ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რათა ინსტიტუციამ შეძლოს კორპორაციული არჩევნების ეფექტიანად და მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირება", - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს ცესკოსთან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც საშუალებას მისცემს ადვოკატთა ასოციაციას, როგორც დამოუკიდებელ თვითმმართველობას, მოახლოებული კორპორაციული არჩევნები ჩავატაროთ უფრო მაღალ დონეზე, ეფექტიანად გამჭვირვალედ და სამართლიანად, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ცესკოს მხარდაჭერა, ტექნოლოგიური და ტექნიკური თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ სამაგალითო და მოდელური არჩევნები გვექნება ადვოკატთა ასოციაციის ისტორიაში", - განაცხადა დავით ასათიანმა.
მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს ცესკოში მოაწერეს.
მსგავსი სიახლეები
ცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით "თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი" გაიმართება
ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა
დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება
27 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა, - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება
,,არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას''- ირაკლი კობახიძე
ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოპერაციების კოორდინატორი, მასტერ სერჟანტი დევიდ სკოტ ტემპლტონი ესტუმრნენ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა
26 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
დედაქალაქში ელექტრომობილების სწრაფი დამტენების მონტაჟი გრძელდება
GM PHARMA-ს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ახალი ეპოქა წარმოებაში!
25 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საკანონმდებლო ცვლილებებით, პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება