"უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ავია ფრენები საქართველოში ქუვეითელ ტურისტთა რაოდენობას ზრდის"-Arab Times

ქუვეითის ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთ „არაბ თაიმსში“ (Arab Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით: "უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ავია ფრენები საქართველოში ქუვეითელ ტურისტთა რაოდენობას ზრდის“, რომელიც რედაქციის მიერ არის მომზადებული. პუბლიკაციაში განხილულია საქართველოს ტურისტული პოტენციალი და დარგის განვითარების პერსპექტივა, განსაკუთრებით არაბული ქვეყნების გათვალისწინებით. არაბი ჟურნალისტები ესაუბრებიან საქართველოს ელჩს ქუვეითში ნოშრევან ლომთათიძეს და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელს ელენ გოგელიას.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:


[ქუვეითის დედაქალაქში] სასტუმრო „ქორთიართ მარიოტში“ ჩატარდა ფორუმი, რომელზეც საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხები იქნა განხილული. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა და მათმა ქუვეითელმა კოლეგებმა.. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს მდიდარი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და ამ დარგში ინვესტიციების დაბანდების შესაძლებლობები.

ფორუმზე სიტყვით გამოსული ქართველი ელჩის ნოშრევან ლომთათიძის თქმით, ბოლო დროს ქუვეითელ ტურისტთა მკვეთრი მატება შეიმჩნევა: გასულ წელს მათი რიცხვი 38%-ით გაიზარდა. ქართველმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ღონისძიების მიზანია საქართველოს ტურისტული ინტერესების გაფართოება ქუვეითის ბაზარზე. „საქართველო ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქუვეითელ ტურისტებს მასპინძლობს, თავისი მიმზიდველი ლანდშაფტის, ზომიერი კლიმატის, გეოგრაფიული სიახლოვისა და მოგზაურობის გაიოლებული წესების წყალობით“, - თქვა ელჩმა.

ქუვეითის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მოსვლა 365 დღის განმავლობაში შეუძლიათ, ხოლო ყოფნა 90 დღემდე.

ელჩმა ხაზი გაუსვა ქუვეითიდან საქართველოში პირდაპირი ავია ფრენების დიდ მნიშვნელობას, რომელსაც თბილისსა და ბათუმში ავიაკომპანიები Jazeera Airways და Kuwait Airways ასრულებენ. მათი მეშვეობით ტურისტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. გასულ ზაფხულს დღეში ორი რეისი სრულდებოდა.
საქართველო გეგმავს თანამშრომლობის გაფართოებას აღნიშნულ ავიაკომპანიებთან, მარშრუტებისა და რეისების რაოდენობის გაზრდის მიზნით. ამასთან, ბათუმი მთავარი მიმართულება გახდება იმ ქუვეითელებისათვის, რომლებსაც შავი ზღვის ნაპირზე დასვენება სურთ.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლის ელენე გოგელიას თქმით, 2025 წლის პირველი სამი თვის მონაცემების თანახმად, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული ტურისტთა რაოდენობით ქუვეითს მეორე ადგილი უკავია, საუდის არაბეთის შემდეგ. მან ისაუბრა იმ სარეკლამო ტურის შესახებ, რომელიც მოიცავდა დუბაის, ერ-რიადს და ქუვეითში დასრულდა. ტურის დროს ფართოდ იქნა დემონსტრირებული საქართველოს ტურისტული პოტენციალი.
ელენე გოგელიამ განაცხადა, რომ საქართველომ წინა წელს უკვე მიიღო 6 მილიონამდე ტურისტი, რითაც კოვიდეპიდემიამდე პერიოდის რაოდენობას ბევრად გადააჭარბა: „ჩვენ 2026 წლისათვის 11 მილიონი ტურისტის მიღებას ვგეგმავთ ავიაკომპანიებისა მხარდაჭერით, პირდაპირი რეისების შენარჩუნებით“, - თქვა მან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მასპინძლებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე სამარკეტინგო კამპანია გააცნო, რომელიც მოიცავს რეკლამას, ციფრული მედიის ინიციატივებს, გამოფენებს, ფორუმების და სემინარების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ქართული ტურიზმის განვითარებისაკენ.

სარეკლამო პრეზენტაციის დროს ელენე გოგელიამ ხაზი გაუსვა საქართველოს ბუნებრივ, კულტურულ და კულინარულ მრავალფეროვნებას. „საქართველო ევროპაში მდებარეობს, ევროპულ ქვეყანას წარმოადგენს. ჩვენ ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია ქუვეითელი მოგზაურობის მოყვარულებისათვის - ბუნების სილამაზიდან დაწყებული, უძველესი კულტურისა და ისტორიის, საოცარი პეიზაჟებისა და გამორჩეული კულინარიის ჩათვლით“, - აღნიშნა მან. ელენე გოგელიამ მასპინძლებს გააცნო საქართველოს დედაქალაქის თბილისის ტურისტული პოტენციალი, რომელშიც ერთმანეთს არის შერწყმული უძველესი და თანამედროვე ტრადიციები, ძველი და ახალი არქიტექტურა, ასევე ღირსშესანიშნაობები - გოგირდის ცხელი აბანოებისა და ძველი ციხე-სიმაგრეების ჩათვლით. მან ისაუბრა აგრეთვე ბათუმის შესახებ, რომელიც „შავი ზღვის მარგალიტის“ სახელით არის ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს შავი ზღვის ნაპირზე 13 კურორტი მოქმედებს, მათ შორის მაგნიტური ქვიშით, ქვიანი პლაჟით და მთიანი ლანდშაფტით.

სარეკლამო მასალებით დემონსტრირებული იქნა აგრეთვე საქართველოში წელიწადის დროების მრავალფეროვნებაც: გაზაფხული - აყვავებული მინდვრები და ჩანჩქერები; ზაფხული - შავი ზღვის მზიური ნაპირები და მთიანი სოფლები; შემოდგომა - საჭმელების დღესასწაულები და რთველი - ყურძნის კრეფის ტრადიციული ზეიმი; ზამთარი - თოვლიანი კურორტები გუდაური და ბაკურიანი, აგრეთვე თბილისური სადღესასწაულო ღონისძიებები.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ღონისძიებები ახლო აღმოსავლელი მოგზაურობის მოყვარულებს დააინტერესებს“, - აღნიშნა ელენე გოგელიამ.

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ავია ფრენები საქართველოში ქუვეითელ ტურისტთა რაოდენობას ზრდის"-Arab Times
"წაუგებელი ვარიანტი კრემლისათვის-პუტინს ორივე სიტუაცია აწყობს-ომის შეწყვეტაც და ომის გაგრძელებაც"- The New York Times
"შეუძლია თუ არა ევროპას იმის გააზრება, რომ დონალდ ტრამპს არ უნდა დაეყრდნოს და მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს?"-Politico
"ტრამპმა პუტინის დამახინჯებული ფსიქოლოგია ვერ გაიგო. დადგა მომენტი, რომ ევროპელმა ლიდერებმა თავიანთი ნება გამოხატონ"-The Daily Telegraph
"რით განსხვავდება ევროპული სამშვიდობო გეგმა ამერიკულისაგან"-The Daily Telegraph
კიევის რეჟიმი კოლაფსის და სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას -The Spectator
"უკრაინა შიშობს, რომ აშშ-ის ზეწოლით იძულებული გახდება პრორუსული სამშვიდობო გეგმა მიიღოს: დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინის წინაშე სერიოზული დათმობებისაკენ უბიძგებს"-Financial Times
"ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინისათვის ახალი სამშვიდობო გეგმა მოამზადეს, რომელიც კიევისაგან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს"-Financial Times
"ევროკომისია წევრ-ქვეყნებს აფრთხილებს: თუ უკრაინისათვის რუსულ აქტივებს არ გამოიყენებთ, მაშინ ფულის დახარჯვა საკუთარი ჯიბიდან მოგიწევთ"-Financial Times
"ვინ ვინ არის კარიბის ზღვის აუზში: აშშ-სა და ვენესუელის მოკავშირეები" -El Tiempo
"უკრაინას ფინანსური კრახი ელოდება - ევროპას დრო არ ჰყოფნის თანხების მოსაძებნად"-Handelsblatt
"რუსებმა უკრაინის სამხრეთში ახალი ტერიტორიები მას შემდეგ დაიპყრეს, რაც კიევმა ჯარები ჩრდილოეთისაკენ, პოკროვსკში გადაისროლა: ზაპოროჟიეს ოლქის მნიშვნელოვანი ქალაქები ალყის საფრთხის წინაშე დგანან"- The Daily Telegraph
"როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ნიკოლას მადუროს დამხობა: ვენესუელის ხელისუფლების შეცვლის ვარიანტები"-The Daily Telegraph
"შეუძლია თუ არა დანაწევრებულ ევროპას წარმატებული იყოს? ის, რამაც ევროპის ქვეყნები განვითარებული და აყვავებული გახადა, დღეს შეიძლება დაბრკოლებად იქცეს"-Financial Times
"სად არის სერგეი ლავროვი? ვრცელდება ხმები რუსეთის მთავარი დიპლომატის ბედთან დაკავშირებით: ლავროვს და პუტინს კონფლიქტი მოუვიდათ?"-The Daily Telegraph
„ვიზიტი "თეთრ სახლში გვერდითი კარიდან: დონალდ ტრამპი სირიის ლიდერს აჰმედ აშ-შარაას შეხვდა" -BBC
"ემანუელ მაკრონის გაჭირვება: ამბიციური პოლიტიკური ვუნდერკინდის დაცემა" -Allgemeine Zeitung
"ჩინეთი თუ შეერთებული შტატები? რომელი მოიპოვებს სტრატეგიულ და ეკონომიკურ ბატონობას მიმდინარე ასწლეულში?"-Le Monde
"რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტ ზელენსკის ხელგაშლილობა? პოპულიზმი მოქმედებაში"-The Spectator
"პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული"-Deutsche Welle