"ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს"-მარიამ ქვრივიშვილი

„ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში საქართველოს მკაფიო როლი აქვს - ჩვენი ქვეყანა ამ დერეფნის არა პასიური ბენეფიციარი, არამედ, სხვებთან ერთად, მისი წარმატებისა და ეფექტიანობის აქტიური არქიტექტორია. ყველა ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დერეფანი განვავითაროთ არამხოლოდ ტვირთების გასატარებლად, არამედ ნდობისა და ხანგრძლივი რეგიონული თანამშრომლობის შესაქმნელად" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მინისტრის შეფასებით, ევროკავშირის გლობალური კარიბჭის ინიციატივა რეგიონს სთავაზობს ძლიერ ჩარჩოს მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული კავშირის შესაქმნელად. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებისადმი ერთიან მიდგომას და ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ხედვასა და გრძელვადიან ეკონომიკურ ღირებულებაზე დაფუძნებულ პარტნიორობას.

 

„ნავსადგურების, გზებისა და რკინიგზის მოდერნიზაციით, საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციითა და სატრანსპორტო პროცესების გაციფრულებით ვამყარებთ საქართველოს პოზიციას, რომ ქვეყანამ სრულყოფილად უზრუნველყოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
რა ეღირება დოლარი და ევრო 28 ნოემბერს
"ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს"-მარიამ ქვრივიშვილი
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში - გადარიცხვების ახალი გამოცდილება
მოემზადე 28 ნოემბრისთვის - შეიძინე უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს ახალი თიბისი ბარათით
თიბისი ბიზნესდაჯილდოების "საუკეთესო ფრილანსერის" ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს
თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში -ირაკლი კობახიძე
გერმანული სამოგზაურო გამოცემა Reisereporter მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
„იგლ ჰილსის“ მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება''- ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 26 ნოემბერს
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ნუ მიატოვებ სურვილებს - აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ფუნქციონალი - დაამატე და გაყავი საერთო ხარჯები თიბისის მობაილბანკში
საბერძნეთი ჩვენი მნიშვნელოვანი და ამასთან, საიმედო პარტნიორია საზღვაო სფეროში -მარიამ ქვრივიშვილი
რა ეღირება დოლარი და ევრო 25 ნოემბერს
PABSEC-ის თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე -შალვა პაპუაშვილი
როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო