სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი პოზიცია და საჩივრები საქმეზე „ფირცხალავა და Y საქართველოს წინააღმდეგ", ასევე, „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" დაუშვებლად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ხსენებული საჩივრების ფარგლებში მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში მათი საქმეების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო მიკერძოებული.
„ამასთან, ფირცხალავას და Y-ის შეფასებით, მოსამართლე შ.თ. კანონის შესაბამისად არ იყო დანიშნული. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტები და სამივე საჩივარი მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით დაუშვებლად გამოაცხადა. გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლომ მიმოიხილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების მიზნით გატარებული რეფორმები. კერძოდ, სხვებს შორის, ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: მოსამართლეთა უვადო დანიშვნა; მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურების დახვეწა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის გაძლიერება; კონსტიტუციური ცვლილება, რომლის მიხედვითაც, უფრო მეტად დაიხვეწა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურები. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ფირცხალავას მიმართ მიმდინარე სამართალწარმოება უკავშირდებოდა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს. ირაკლი ფირცხალავა დამატებით ამტკიცებდა, რომ მისი სისხლის სამართლის პროცესი არასამართლიანად წარიმართა, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა, დაეკითხა ყოფილი თანაბრალდებულები და სხვა მოწმეები, ეფექტიანად გაებათილებინა მტკიცებულებები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაადგინა, რომ მომჩივნის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევის ნიშნებიც კი არ გამოვლენილა. შესაბამისად, ირაკლი ფირცხალავას დამატებითი საჩივრები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა", - აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა
28 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები-ნინო წილოსანი
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხში ვარაშავას არაფერს დააკისრებს
,,დაფინანსების სისტემა არის დასახვეწი''- პრემიერი
ჯეი დი ვენსი: მედია იტყუება, რათა პრეზიდენტის გეგმები ჩაშალოს
მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე - არსებობს განსახილველად მგრძნობიარე საკითხები - ზელენსკი
საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი ნატო-ს წევრობისთვის, ბურთი არის სრულად ალიანსის ტერიტორიაზე, კითხვების დასმა უნდა დასრულდეს -შალვა პაპუაშვილი
მარკ რუტე - საქართველოსთან თანამშრომლობა გვაქვს, შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება და ეს ვაცნობეთ ქართველებს
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის ევროპული ვარიანტი არაკონსტრუქციულია და მოსკოვისთვის მიუღებელი - იური უშაკოვი
,,ძალიან კარგია, რომ სიმართლე დადგინდა Credit Suisse-ის საქმესთან დაკავშირებით''-პრემიერი
ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ "კრედიტ სუისს" სასამართლო დავა მოუგო
2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება-გივი მიქანაძე
მოხარული ვართ, რომ საქართველო PABSEC-ის ოჯახის თავმჯდომარე ხდება- სოფია ვულდეფსი
„ვარდების რევოლუციის“ დროს სიკეთემ და სინათლემ გაიმარჯვა წარსულზე, სიბნელეზე, მაგრამ ეს ბრძოლა და ჯვარი ბოლომდე გვაქვს მისატანი''- თინა ბოკუჩავა
„პოლიტიკო“ - ევროპელები აღშფოთებული არიან აშშ-ის „სამშვიდობო გეგმით” და აცხადებენ, რომ სტივ უიტკოფს ფსიქიატრი სჭირდება
,,ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ, მთავარი,''- პრემიერი
,,უკრაინელი ჯარისკაცი აცხადებს, რომ დონეცკის ქალაქი პოკროვსკი სრულად დაკარგულია''-უნიანი
,,სამშვიდობო შეთანხმებისკენ იძულების მიზნით, აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციისა და იარაღის შეწყვეტით ემუქრება''-როიტერი
"ხაბეიშვილი, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყო, ვერ შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადგან ინგლისური არ იცოდა და შემოგვტენეს, რომ აი ასეთია ქართველი" - ოთარ კახიძე
,, ტრამპის გეგმა რუსეთის პირობებს ასახავს, და ის ვერ განხორციელდება''- ანდრეი სიბიგა