საზოგადოება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ვეტერანების შვილების აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025-2026 წლების შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობა, შემოსული განცხადებების რაოდენობისა და არსებული საბიუჯეტო რესურსიდან გამომდინარე, განისაზღვრა 300 ლარით.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაფინანსების მოსაპოვებლად სამსახურს მიმართა 2997-მა სტუდენტმა.
არსებული მდგომარეობით, უნივერსიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მიმდინარეობს თანხების გადარიცხვის პროცესი უნივერსიტეტების ანგარიშებზე, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე.
პროგრამა 2026 წლის გაზაფხულის სემესტრშიც გაგრძელდება და იმ ბენეფიციარ სტუდენტებს, რომლებმაც განცხადებები წარმოადგინეს შემოდგომის სემესტრში, სწავლის საფასური ჯამურად ორივე სემესტრში დაუფინანსდებათ არანაკლებ სწავლის წლიური საფასურის 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარისა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, კანონმდებლობის შესაბამისად, არ აქვს წვდომა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და უნივერსიტეტების მონაცემთა ბაზებთან. სწორედ ამიტომ, სტუდენტებისთვის პროცედურების მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, სასწავლო წლის დაწყებამდე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები 40-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. შედეგად, სტუდენტებს მოეთხოვათ მხოლოდ პირადი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხოლო დაფინანსებისთვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდა უშუალოდ სამსახურსა და უნივერსიტეტებს შორის. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე, უნივერსიტეტებს მიეწოდათ ინფორმაცია დაფინანსების ოდენობისა და ვადების შესახებ. თავის მხრივ უნივერსიტეტებმა გამოთქვეს მზაობა, სტუდენტებისთვის არ მოეთხოვათ სამსახურის მიერ მათთვის დაპირებული თანხის გადახდა.
პროგრამის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, სამსახური განიხილავს მომავალში დაფინანსების ოდენობის დიფერენცირებას სტუდენტთა აკადემიური მოსწრების შესაბამისად.
პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტიდან დაფინანსდა 8620 მოთხოვნა, ჯამური თანხით - 6 400 000 ლარი.
მსგავსი სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბენზინმზიდში მოწყობილ სამალავში დიდი ოდენობით ფიცარი გამოავლინა
საზოგადოება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით "თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი" გაიმართება
ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა
დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება
27 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა, - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება
,,არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას''- ირაკლი კობახიძე
ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოპერაციების კოორდინატორი, მასტერ სერჟანტი დევიდ სკოტ ტემპლტონი ესტუმრნენ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა
26 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
დედაქალაქში ელექტრომობილების სწრაფი დამტენების მონტაჟი გრძელდება
GM PHARMA-ს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ახალი ეპოქა წარმოებაში!
25 ნოემბრის ამინდის პროგნოზი