გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბენზინმზიდში მოწყობილ სამალავში დიდი ოდენობით ფიცარი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მესტიიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ბენზინმზიდი დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში გააჩერეს. სამართალდამრღვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაზე, ცისტერნაში სპეციალურად მოწყობილ სამალავში, სვანეთში უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული წიწვოვანი სახეობის 16 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული. ბენზინმზიდი დაილუქა, შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

„ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. მიმდინარე წელს დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1024 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბენზინმზიდში მოწყობილ სამალავში დიდი ოდენობით ფიცარი გამოავლინა
საზოგადოება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით "თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი" გაიმართება
ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა
დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება
27 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა, - საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება
,,არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ, ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას''- ირაკლი კობახიძე
ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოპერაციების კოორდინატორი, მასტერ სერჟანტი დევიდ სკოტ ტემპლტონი ესტუმრნენ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა
26 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
დედაქალაქში ელექტრომობილების სწრაფი დამტენების მონტაჟი გრძელდება
GM PHARMA-ს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ახალი ეპოქა წარმოებაში!
25 ნოემბრის ამინდის პროგნოზი