სტრასბურგის გადაწყვეტილებებში კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში წარმატებულ რეფორმებზე-ბექა ძამაშვილი
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებთან დაკავშირებით.
„გადაწყვეტილებები შეეხება სამ საჩივარს, სადაც მომჩივნები დავობდნენ, თითქოს მათ მიმართ წარმოებულ საქმეებში უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე არ იყო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. თუმცა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტები და სამივე საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა. ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მოსამართლეების უვადო წესით განწესება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური და ფუნქციონალური გაძლიერება, მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურების დახვეწა და კონსტიტუციური ცვლილება, რომლის მეშვეობითაც უფრო გამჭვირვალე და თანამედროვე გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე განწესების წესი. ერთ-ერთი საჩივარი, „ფირცხალავა საქართველოს წინააღმდეგ", შეეხებოდა საზოგადოებისთვის ცნობილ საქმეს, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეს. ამ საქმეში მომჩივანი დავობდა, თითქოს მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე იყო მის მიმართ უსამართლო, რადგან მას არ მიეცა შესაძლებლობა, დაეკითხა მოწმეები. თუმცა ამ საკითხზეც ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და მიიჩნია, რომ ეს პრეტენზია იყო იმდენად დაუსაბუთებელი, რომ არსებით განხილვას არც კი საჭიროებდა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
სტრასბურგის გადაწყვეტილებებში კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში წარმატებულ რეფორმებზე-ბექა ძამაშვილი
ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობებისთვის არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც პროცესს დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს ქვეყნების მხრიდან -მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოზე, ეს არის ორმხრივი
,,4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა''- პაატა ბურჭულაძე
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება
„პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა''- პრეიმერი
,,მელია ეტყობა, ბოლომდე ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაზე, მათ თვითდაპატიმრებას მიჰყვეს ხელი''- თენგიზ შარმანაშვილი
პრემიერი: განათლების რეფორმა ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა
,,დღეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის კადრების დეფიციტი - შრომის ბაზარზე არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც მიწოდება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას''- პრემიერი
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
,,მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი''- პრემიერი
„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი
,,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით''- პრემიერი
,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი
,, 3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას''- პრემიერი
,,რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის''- ირაკლი კობახიძე
,,არასდროს განხორციელებულა უნივერსიტეტებზე ადგილების გადანაწილება შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე''- პრემიერი
,, ყველა მიმართულებით, ყველა ძირითად საგანში არის შესაძლებელი თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელოების შექმნა ''- პრემიერი
,, სამედიცინო უნივერსიტეტის გამოწვევაა, რომ იღებენ ჭარბად უცხოელ სტუდენტებს, ვფიქრობთ, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი - ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა''- პრემიერი