ევროპარლამენტის მიერ "გამჭვირვალობის კანონის" გამკაცრება ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის" გამკაცრების განკარგულების მიღება ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია.

როგორც მერმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ევროპელ ბიუროკრატებს საქართველოსთან მიმართებაში თავიანთი ინტერესები გააჩნიათ.

„ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. არ უნდა მივაქციოთ იმ განცხადებებს ყურადღება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მოდის ევროპული ბიუროკრატიიდან და რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუითაა გაჯერებული. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არა საჩვენო. ჩვენ ამ ყველაფერს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს, უსაფრთხოებას, მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ევროპარლამენტი აკეთებს იმავეს, რასაც საქართველოში აკრიტიკებენ.

„ჩვენ რასაც გვიშლიდნენ და გვეუბნებოდნენ, როგორ შეიძლება, აღნიშნული კანონების მიღებაო, დღეს თვითონ იღებენ და ამკაცრებენ კანონს, რათა გამჭვირვალე იყოს ყველაფერი. ჩვენც იმავეს ვაკეთებთ. გვინდა, რომ გამჭვირვალე იყოს პროცესები. ზოგიერთი ევროპარლამენტარი რომ გამოდის და ამბობს, სხვა გზებს ვეძებთ და შავ ხვრელებს, როგორ შემოვიტანოთ ფული საქართველოშიო, ეს არ გვინდა ზუსტად. შენ დალოცვილო, თუ კარგ საქმეს აკეთებ, რა გაქვს დასამალი? ხომ უნდა იყოს გამჭვირვალე ყველაფერი? მეორე იყო ოჯახური ღირებულებების თემა. ესეც ხომ მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის? თუ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რა გამოდის? - ოჯახური ღირებულებების საკითხიც არ არის მისაღები მათთვის და უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გვეუბნებიან. ეს უკვე ჩვენთვის არაა მისაღები", - აღნიშნა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს. ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი წესები მიზნად ისახავს ლობირების საერთაშორისო ხასიათისა და დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას.

 





მსგავსი სიახლეები
ზაზა თავაძემ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დატოვა
ბატონი ფიშერი არის ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითი -კახა კალაძე
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული სასამართლო არის მოწოდების სიმაღლეზე-კახა კალაძე
ბოლო ერთი წლის მანძილზე დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს-კახა კალაძე
ევროპარლამენტის მიერ "გამჭვირვალობის კანონის" გამკაცრება ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია -კახა კალაძე
სტრასბურგის გადაწყვეტილებებში კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში წარმატებულ რეფორმებზე-ბექა ძამაშვილი
ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობებისთვის არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც პროცესს დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს ქვეყნების მხრიდან -მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოზე, ეს არის ორმხრივი
,,4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა''- პაატა ბურჭულაძე
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება
„პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა''- პრეიმერი
,,მელია ეტყობა, ბოლომდე ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაზე, მათ თვითდაპატიმრებას მიჰყვეს ხელი''- თენგიზ შარმანაშვილი
პრემიერი: განათლების რეფორმა ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა
,,დღეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის კადრების დეფიციტი - შრომის ბაზარზე არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც მიწოდება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას''- პრემიერი
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
,,მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი''- პრემიერი
„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი
,,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით''- პრემიერი
,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი