რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს?
თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წელს ლარის მხარდამჭერ ძირითად ფაქტორებს შორისაა სავალუტო კონვერტაციები, წმინდა სავალუტო შემოდინებები და აშშ დოლარის გლობალური სისუსტე. მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში აშშ დოლარის პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე მეტნაკლებად უცვლელია, პირველი ორი ფაქტორი კვლავ ლარის სასარგებლოდ მოქმედებს.
სახელდობრ, დეპოზიტების ლარიზაცია (არარეზიდენტების გამორიცხვით), უახლესი მონაცემებით, ნოემბრის ბოლოს, სავარაუდოდ, 2024 წლის აპრილის პიკურ მაჩვენებელს გადააჭარბებს. შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები, რაც წლის დასაწყისიდან გამოიკვეთა და ოქტომბრის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით აჩქარდა, უკვე დასკვნით ფაზაში გადის, თუმცა ჯერ დასრულებული არაა.
დეპოზიტების ლარიზაციის დინამიკა მჭიდრო კავშირშია სებ-ის სავალუტო ინტერვენციებთან. კერძოდ, ლარიზაციის ბოლოდროინდელი გააქტიურება ოქტომბერსა და ნოემბერში ინტერვენციების კვლავ აჩქარებაშიც აისახა. ჩვენი შეფასებით, მარტი-ნოემბრის პერიოდში სებ-მა ჯამურად 2 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა.
ამასთან, ოქტომბერში გაიზარდა წმინდა სავალუტო შემოდინებები, რაც უცხოური ვალუტის მიწოდების ზრდის კუთხით ასევე ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. წმინდა სავალუტო შემოდინებების მატებას, ერთი მხრივ, ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და, შედარებით მოკრძალებულად, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა განაპირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, იმპორტის შენელება. ამ კუთხით, გამოვყოფთ ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკას: ბოლო ორ თვეში, იმპორტის მკვეთრი კლების ფონზე, მანქანების წმინდა ექსპორტი დადებით ნიშნულზე დაფიქსირდა, პირველად 2013 წლის შემდეგ. ეს ქვეყანაში ავტომობილების არსებული მარაგების ზრდაზე მიუთითებს.
მთლიანობაში, მართალია, ბოლო ორ თვეში წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესება, ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკის გამო, დროებითია, თუმცა ამავდროულად, წლის დასაწყისიდან, პირიქით, ავტომობილების რე-ექსპორტის გარეშე, უფრო მეტად არის გაზრდილი.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007215-macro-update-georgia
(R)
მსგავსი სიახლეები
2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა-ფინანსთა სამინისტრო
რა ეღირება დოლარი და ევრო 29 ნოემბერს
"ჩვენი მიზანია, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა"-ვახტანგ ცინცაძე
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
2025 წლის მესამე კვარტალში ქართველმა ვიზიტორებმა ქვეყანაში 399.5 მლნ ლარი დახარჯეს
იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს?
რა ეღირება დოლარი და ევრო 28 ნოემბერს
"ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს"-მარიამ ქვრივიშვილი
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში - გადარიცხვების ახალი გამოცდილება
მოემზადე 28 ნოემბრისთვის - შეიძინე უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს ახალი თიბისი ბარათით
თიბისი ბიზნესდაჯილდოების "საუკეთესო ფრილანსერის" ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს
თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში -ირაკლი კობახიძე
გერმანული სამოგზაურო გამოცემა Reisereporter მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
„იგლ ჰილსის“ მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება''- ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 26 ნოემბერს
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში