სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული სასამართლო არის მოწოდების სიმაღლეზე-კახა კალაძე
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული სასამართლო არის მოწოდების სიმაღლეზე და განაჩენი, რომელიც იქნა გამოტანილი, იყო აბსოლუტურად სწორი, ის პოლიტიკური სპეკულაციები კი, რასაც ვისმენდით აღნიშნულ და სხვა საქმეებთან დაკავშირებით, იყო ფარსი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
კალაძემ კომენტარი გააკეთა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან, ცდილობენ, მანიპულირებით გარკვეულ სტატუსს ამოეფარონ.
„ეს არ არის პირველი საქმე, რომელიც არ მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, თუნდაც მიღებული რომ ჰქონდეს, რჩება ხოლმე ძალაში ის განაჩენი, რომელსაც ქართული სასამართლო იღებს. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ასეთი ფაქტი გვახსოვს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი, რომელიც ჩადის დანაშაულს, ხშირ შემთხვევაში ახდენს ხოლმე მანიპულირებას თავისი პოლიტიკური სტატუსის მეშვეობით ან, შესაძლოა, ვინმე ჟურნალისტი იყოს და ა.შ. ყოველთვის ცდილობენ, რაღაც სტატუსს ამოეფარონ, მაგრამ კანონი ყველასთვის ერთია და პასუხი უნდა ვაგოთ კანონის წინაშე", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, შესაძლოა, ქართული სასამართლო არ არის საუკეთესო, თუმცა როგორც ცა და დედამიწა, ისეთი სხვაობაა იმასთან შედარებით, რაც 2012 წლამდე იყო.
„რეფორმები გრძელდება, რა თქმა უნდა, არავის მოსწონდა სასამართლო, როგორიც იყო 2012 წლამდე. ნახეთ სტატისტიკა, რა იყო მიღებული შედეგები, ამის ამოღება ძალიან მარტივია. დღეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სასამართლო. შესაძლოა, საუკეთესო არ იყოს ქართული სასამართლო, თუმცა, როგორც ცა და დედამიწა, ისეთი სხვაობაა, რაც იყო 2012 წლამდე და რა ვითარებაც დღეს გვაქვს. შესაბამისად, ჩვენ მივისწრაფვით, რეფორმებს ვახორციელებთ ყველა მიმართულებით, მათ შორის სასამართლოც ყველაფერს აკეთებს, რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
ზაზა თავაძემ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დატოვა
ბატონი ფიშერი არის ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითი -კახა კალაძე
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული სასამართლო არის მოწოდების სიმაღლეზე-კახა კალაძე
ბოლო ერთი წლის მანძილზე დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს-კახა კალაძე
ევროპარლამენტის მიერ "გამჭვირვალობის კანონის" გამკაცრება ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია -კახა კალაძე
სტრასბურგის გადაწყვეტილებებში კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში წარმატებულ რეფორმებზე-ბექა ძამაშვილი
ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობებისთვის არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც პროცესს დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს ქვეყნების მხრიდან -მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოზე, ეს არის ორმხრივი
,,4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა''- პაატა ბურჭულაძე
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება
„პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა''- პრეიმერი
,,მელია ეტყობა, ბოლომდე ვერ აღიქვამს, რა ხდება ქვეყანაზე, მათ თვითდაპატიმრებას მიჰყვეს ხელი''- თენგიზ შარმანაშვილი
პრემიერი: განათლების რეფორმა ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა
,,დღეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის კადრების დეფიციტი - შრომის ბაზარზე არის ძალიან ბევრი სფერო, სადაც მიწოდება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას''- პრემიერი
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
,,მაქსიმუმს აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ მაღაროები არ დაიხუროს და შევინარჩუნოთ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი''- პრემიერი
„ქართულმა ოცნებამ" განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა''- სოფო ხორგუანი
,,სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით''- პრემიერი
,,უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით დღეს ოპონენტებისგან არც ერთი შენიშვნა არ მომისმენია''- პრემიერი