იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა

2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის იანვარი-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6%-ით განისაზღვრა.

2025 წლის ოქტომბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 7.0%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,075 ერთეულს გაუტოლდა.

2025 წლის ოქტომბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაცია და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ჯანდაცვის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობებისა და ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორებმა. იანვარ-ოქტომბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა.

2025 წლის იანვარი - ოქტომბერში ექსპორტი 6.8 %-ით გაიზარდა და 5.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით) ზრდა 10 თვეში 4.6%-ს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 3.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.

2025 წლის ნოემბერში სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ. სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5.4%-ს შეადგენს.

 

 





მსგავსი სიახლეები
2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა-ფინანსთა სამინისტრო
რა ეღირება დოლარი და ევრო 29 ნოემბერს
"ჩვენი მიზანია, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა"-ვახტანგ ცინცაძე
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
2025 წლის მესამე კვარტალში ქართველმა ვიზიტორებმა ქვეყანაში 399.5 მლნ ლარი დახარჯეს
იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს?
რა ეღირება დოლარი და ევრო 28 ნოემბერს
"ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს"-მარიამ ქვრივიშვილი
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში - გადარიცხვების ახალი გამოცდილება
მოემზადე 28 ნოემბრისთვის - შეიძინე უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს ახალი თიბისი ბარათით
თიბისი ბიზნესდაჯილდოების "საუკეთესო ფრილანსერის" ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს
თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში -ირაკლი კობახიძე
გერმანული სამოგზაურო გამოცემა Reisereporter მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
„იგლ ჰილსის“ მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება''- ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 26 ნოემბერს
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში