"ჩვენი მიზანია, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა"-ვახტანგ ცინცაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ოქტომბრის თვეშიც შენარჩუნებულია, ზრდამ 6% შეადგინა.
რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის პერიოდს, მისი თქმით, 10 თვის საშუალო ეკონომიკური მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა.
ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური ზრდა, ისევე როგორც გასულ თვეებში, ოქტომბრის თვეშიც სექტორულ ჭრილში საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო.
„ოქტომბრის თვის ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე დამამუშავებელი მრეწველობის, ჯანდაცვის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების და სხვა სექტორებმა. რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის პერიოდს, მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები იყო, ასევე რეკორდული მაჩვენებელები გვაქვს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ოქტომბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 7.0%-ით გაიზარდა, ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ კი 6,075 ერთეული შეადგინა. ამასთან, 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ექსპორტი 6.8 %-ით გაიზარდა და 5.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გამორიცხვით) ზრდა 4.6%-ს გაუტოლდა.
„საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, ამას უზრუნველყოფს ის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც ეკონომიკური ზრდის და ამ ტემპების შენარჩუნების კუთხით საქართველოს მთავრობა ახორციელებს", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
ინფორამციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა-ფინანსთა სამინისტრო
რა ეღირება დოლარი და ევრო 29 ნოემბერს
"ჩვენი მიზანია, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რასაც უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა"-ვახტანგ ცინცაძე
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
2025 წლის მესამე კვარტალში ქართველმა ვიზიტორებმა ქვეყანაში 399.5 მლნ ლარი დახარჯეს
იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს?
რა ეღირება დოლარი და ევრო 28 ნოემბერს
"ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს"-მარიამ ქვრივიშვილი
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში - გადარიცხვების ახალი გამოცდილება
მოემზადე 28 ნოემბრისთვის - შეიძინე უფრო მეტი, ვიდრე სხვა დროს ახალი თიბისი ბარათით
თიბისი ბიზნესდაჯილდოების "საუკეთესო ფრილანსერის" ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი
ვალუტის კურსი შეიცვალა - რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს
თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
Eagle Hills-ი არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოსვლა არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვისაც, აქედან გამომდინარე, გვერდითი დადებითი ეფექტიც არაერთი ექნება ამ ინვესტორის შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში -ირაკლი კობახიძე
გერმანული სამოგზაურო გამოცემა Reisereporter მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს
„იგლ ჰილსის“ მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება''- ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 26 ნოემბერს
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში