არავის მიეცემა შესაძლებლობა, ძალადობა აქციონ ქართული კულტურის ნაწილად, დაიტოვონ ძალადობა პარიზში, ბერლინში, თავიანთ დედაქალაქებში -შალვა პაპუაშვილი
შარშან ვიხილეთ გარედან მხარდაჭერილი, წაქეზებული ძალადობა სახელმწიფო დაწესებულებების, ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შარშან, ნოემბერში ჩამოსული იყო შვიდი ქვეყნის კომიტეტების თავმჯდომარეები, მათ შორის შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ხალხს „მაიდნისკენ" მოუწოდა, რამდენიმე დღეში კი რადიკალურმა ოპოზიციამ ეს მოწოდება შეუსრულა, გამოვიდნენ და პარლამენტს ცეცხლს უკიდებდნენ.
„შარშან პარლამენტის შენობაში დაიწვა რამდენიმე ოთახი, შენობაზე ჩამტვრეული იყო ყველა შუშა, პიროტექნიკის გამოყენება იყო, ასზე მეტი პოლიციელი დაშავდა, წვავდნენ პოლიციის ტექნიკას. ამ ყველაფერს უყურებდა ბრიუსელი და ტაშს უკრავდა. ტაში დაუკრეს ძალადობას. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს, არც სხვა რომელიმე ხმამაღლა მოსაუბრე ელჩს, არც ევროკომისიას, ევროპარლამენტს, რომელიმე ხმამაღლა მოსაუბრე ევროპელს, დღემდე არ დაუგმიათ ის ძალადობა, რომელიც მათი დაფინანსებული „ენეჯეოებისგან", პოლიტიკოსებისგან ვიხილეთ. სოფიაში გვახსოვს, აქციის მონაწილეებმა ცეცხლი დაანთეს პარლამენტის ოფისთან, ამაზე ევროკავშირში ამბავი ჰქონდათ ატეხილი, ეს როგორ მოხდაო და აქ მათი დაფინანსებული ადამიანები წვავდნენ პარლამენტის შენობას და არათუ არ დაგმეს, ფული დაუმატეს. ეს ძალადობა იყო ბრიუსელის ბიუროკრატებისგან წაქეზებული, რამაც შემდეგი ძალადობები მოგვიტანა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ძალადობას სჭირდებოდა პასუხი.
„გახსოვთ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები აღმოჩნდა პარტიების ოფისებში, მაგალითად, „დროას", მათ შორის ქალბატონი ხოშტარიას განცხადებები იყო, რომ დიახ, ყიდულობდა მაშხალებს. გახსოვთ, როგორ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული, რომ ჯარიმები გადაეხადათ. მახსოვს „ისფედის" დღევანდელმა ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ევროკავშირის ფულით ყიდულობდნენ აღჭურვილობას და აქციის მონაწილეებს აძლევდნენ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, აირწინაღებს ყიდულობდნენ და სხვა. დასკვნა, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, რომ შარშან ძალადობრივი აქციების მონაწილეების არცერთი ქმედება არ დაუგმია ევროკავშირს და ბრიუსელს, არათუ დაგმეს მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების" მხრიდან წამოსული ძალადობა, არამედ ფული დაუმატეს. ბრიუსელმა მოიწონა, წაახალისა, ტაში დაუკრა მოძალადეებს და ფული დაუმატა. ეს ხდებოდა პირდაპირ გარედან, ბრიუსელიდან ზეპირი და სიტყვიერი მხარდაჭერით. გვესმოდა განცხადებები: მიდით, ქართველებო, თქვენს გვერდში ვართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ძალადობას სჭირდებოდა გამკლავება და მოძალადეების დაშოშმინება.
„ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არის ექსცესები, როდესაც შეიძლება, მოხდეს ძალის გადაჭარბება ან გარკვეული დაზიანებები, ამ ექსცესებს სჭირდება გამოძიება. ერთი წელი გავიდა, რაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ და ევროკავშირის ელჩს დღემდე ერთი სიტყვა არ უთქვამს, როდესაც მისი დაფინანსებული ადამიანები აირწინაღებით დარბოდნენ პოლიციის წინააღმდეგ, მისი დაფინანსებული ადამიანები ყელყელაობენ, რომ პოლიციელებს შაშხანებს ესროდნენ. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ძალადობა აქციონ ქართული კულტურის ნაწილად. ყველამ დაიტოვოს ეს ძალადობა ბერლინში, პარიზში, თავის დედაქალაქში. ქართული კულტურის ნაწილად ძალადობრივი პროტესტი არ იქცევა. ეს არის ის ევროპა, რომელიც ზოგიერთს უნდა, რომ შემოიტანოს, თავისთვის დაიტოვონ კარგი რაღაცები და ჩვენ ეს ყველაფერი ევროპად შემოგვასაღონ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
როგორც ჩანს, თარიღები ერევა ვიღაცას, პროტესტი დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ და რამდენიმე ელჩმა გაიგეს, რომ ქართველ ხალხთან დამარცხდნენ - შალვა პაპუაშვილი
გიორგი გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა, ღალატის თესლიდან აღმოცენებულ პარტიას მომავალი არ აქვს -შალვა პაპუაშვილი
არავის მიეცემა შესაძლებლობა, ძალადობა აქციონ ქართული კულტურის ნაწილად, დაიტოვონ ძალადობა პარიზში, ბერლინში, თავიანთ დედაქალაქებში -შალვა პაპუაშვილი
საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით ვეღარ მიიღებენ
საქართველო და ქართველი ხალხი ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის წინაშე მათხოვრობას არ დაიწყებს-შალვა პაპუაშვილი
ბრიუსელი სხვას ედავება იმას, რასაც თავად აკეთებს, ჩვენი კანონმდებლობაც ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს, კეთილი ინებოს ბრიუსელმა და ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილოს -შალვა პაპუაშვილი
მამაცი ქართველები ყოველდღე აგრძელებენ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოყენებას, გავაგრძელებთ დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი „მაიდნისა“ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა, დღემდე არ გამიჯვნიან ამ განცხადებას, ძალადობის არდაგმობა ძალადობის წაქეზებაა -შალვა პაპუაშვილი
პეტერ ფიშერი ისევ გააქტიურდა, საზოგადოება კარგად იაზრებს ყველა ქმედებას, რომელსაც არა მარტო ელჩების, არამედ მათი უფროსების მხრიდან ვხედავთ -გიორგი გაბუნია
ზაზა თავაძემ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დატოვა
ბატონი ფიშერი არის ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითი -კახა კალაძე
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართული სასამართლო არის მოწოდების სიმაღლეზე-კახა კალაძე
ბოლო ერთი წლის მანძილზე დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს-კახა კალაძე
ევროპარლამენტის მიერ "გამჭვირვალობის კანონის" გამკაცრება ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია -კახა კალაძე
სტრასბურგის გადაწყვეტილებებში კიდევ ერთხელ ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლის შემდეგ მართლმსაჯულების სისტემაში წარმატებულ რეფორმებზე-ბექა ძამაშვილი
ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობებისთვის არაფერი დაუკლია, ძალიან ბევრი გააკეთა, ერთადერთი, რაც პროცესს დღესაც აკლია, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატო-ს ქვეყნების მხრიდან -მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანება ვერ იქნება პროცესი, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოზე, ეს არის ორმხრივი
,,4 ოქტომბერს შედგა მშვიდობიანი დამხობა''- პაატა ბურჭულაძე
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება