,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრიუსელის მხრიდან მოსამართლეების არჩევის კრიტიკა იყო ყალბი'' - შალვა პაპუაშვილი
"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრიუსელის მხრიდან მოსამართლეების არჩევის კრიტიკა იყო ცრუ და ყალბი", - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს პოზიცია.
კერძოდ, როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მოსამართლეების დანიშვნის თემაზე კრიტიკა, რომელიც ისმოდა ელჩებისა თუ ევროპარლამენტარების მხრიდან, იყო ტყუილი.
"ეს გადაწყვეტილება უნდა ჩავდოთ კონვერტში და გავუგზავნოთ ბრიუსელს და ევროკავშირის საელჩოს. გახსოვთ, ვეტინგს, მოსამართლეების გადამოწმებას რატომ გვთხოვდნენ. ნამდვილი მიზეზი რაც არის, ძალიან კარგად ვხედავთ - მათ შორის, უკრაინაში "ნაბუ" და სხვები რასაც აკეთებენ, კარგად აჩვენებს, რომ რეალური მიზეზი, რატომაც უნდოდათ ჩვენს სხვადასხვა სისტემაში ფეხის ჩადგმა, იყო ის, რომ კონტროლი მოეპოვებინათ მათ შორის სასამართლო სისტემაზე.
თუმცა, ფორმალურად მაინც ამბობდნენ, რომ თითქოს, მოსამართლეების არჩევის თუ დანიშვნის სისტემა არ იყო გამართული. მთელი ეს პროცედურა - მოსამართლეების დანიშვნისა და განსაკუთრებით უზენაეს სასამართლოში - სტრასბურგის სასამართლომ სასამართლო კონტროლში გაატარა.
ყველაფერზე, რაც მანამდე ზოგიერთი ელჩისგან, ევროპარლამენტარებისგან მოსმენილი გვქონდა, [სტრასბურგის სასამართლომ] თქვა, რომ იყო ტყუილი და რომ მოსამართლის გამწესების ქართული სისტემა, ამ შემთხვევაში უზენაეს სასამართლოშიც და ზოგადად, იყო აბსოლუტურად გამართული, არანაირი ვეტინგები და გამოგონილი რაღაც ხელოვნური ინსტრუმენტები ამას არ სჭირდება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული სამართლებრივი პოზიცია და საჩივრები საქმეზე "ფირცხალავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", ასევე, "გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" დაუშვებლად გამოაცხადა.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - როგორ შეიძლება, როგორ გავბედეთ ქართველებმა და შევკადრეთ ევროკავშირს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფულს რომ ხარჯავ, გვაჩვენე, რაში ხარჯავ, არა, თქვენ ეს არ გეხებათ, ვინ გეკითხებათ - ეს არის დამოკიდებულება
,,შიმშილობა რომ შევწყვიტოთ, ჩვენს წრეშიც შესაბამისი არგუმენტაცია გვჭირდება - შემოთავაზებაზე მყისიერად ვერ ვპასუხობთ''- გედევან ფოფხაძე
„რეჟიმი გადადგება მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი სხვა გზას არ დაუტოვებს“- თამარ ჩერგოლეიშვილი
Prime Time - მა მოიპოვა ეგრეთ წოდებული "მანიფესტი", რომელიც, წყაროს ცნობით, ბრიუსელთან შეთანხმდა და რომელსაც ოპოზიცია დღეს, აქციაზე წაიკითხავს
,,ვაგროვებთ იმ ადამიანების ხელმოწერებს, რომლებიც ლუსტრაციის კანონის მიღებას მხარს უჭერენ''- ლევან ცუცქირიძე
თბილისში აქცია იმართება
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის მხრიდან ვიდრე ჩვენი ეროვნული ინტერესების პატივისცემა არ დაიწყება, ასეთ ხალხთან ურთიერთობა გაგვიჭირდება
,,ყველა ქვეყანა ზრუნავს იმაზე, რომ გამჭვირვალე იყოს ფინანსები''- ირაკლი ფავლენიშვილი
,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრიუსელის მხრიდან მოსამართლეების არჩევის კრიტიკა იყო ყალბი'' - შალვა პაპუაშვილი
,,როდესაც ელჩი აცხადებს, რომ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნის გამო გადაიდო შეხვედრა, ეს ტყუილია''- შალვა პაპუაშვილი
როგორც ჩანს, თარიღები ერევა ვიღაცას, პროტესტი დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ და რამდენიმე ელჩმა გაიგეს, რომ ქართველ ხალხთან დამარცხდნენ - შალვა პაპუაშვილი
გიორგი გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა, ღალატის თესლიდან აღმოცენებულ პარტიას მომავალი არ აქვს -შალვა პაპუაშვილი
არავის მიეცემა შესაძლებლობა, ძალადობა აქციონ ქართული კულტურის ნაწილად, დაიტოვონ ძალადობა პარიზში, ბერლინში, თავიანთ დედაქალაქებში -შალვა პაპუაშვილი
საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით ვეღარ მიიღებენ
საქართველო და ქართველი ხალხი ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის წინაშე მათხოვრობას არ დაიწყებს-შალვა პაპუაშვილი
ბრიუსელი სხვას ედავება იმას, რასაც თავად აკეთებს, ჩვენი კანონმდებლობაც ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს, კეთილი ინებოს ბრიუსელმა და ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილოს -შალვა პაპუაშვილი
მამაცი ქართველები ყოველდღე აგრძელებენ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოყენებას, გავაგრძელებთ დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი „მაიდნისა“ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა, დღემდე არ გამიჯვნიან ამ განცხადებას, ძალადობის არდაგმობა ძალადობის წაქეზებაა -შალვა პაპუაშვილი
პეტერ ფიშერი ისევ გააქტიურდა, საზოგადოება კარგად იაზრებს ყველა ქმედებას, რომელსაც არა მარტო ელჩების, არამედ მათი უფროსების მხრიდან ვხედავთ -გიორგი გაბუნია
ზაზა თავაძემ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დატოვა