თბილისში აქცია იმართება

 

თბილისში აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

თავდაპირველად ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და კოსტავას ქუჩაზე შეიკრიბნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქცია უკავშირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

ამასთან, აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ქართველი ხალხი აუცილებლად გააგრძელებს ევროინტეგრაციის გზას და საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს.

„ზუსტად ერთი წლის წინ ივანიშვილმა ცხადად თქვა ის, რაც მე პირადად 2012 წლიდან ვიცოდი, რომ მისი რეჟიმის პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არ ექნებოდა. ღიად გაწყვიტა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, რაც არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობის ისტორიული არჩევანი. ამ გზას აუცილებლად გააგრძელებს ქართველი ხალხი და მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის ღირსეული წევრი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამაზე მეტყველებს, მათ შორის, ის, რომ ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ შეეგუა, არ დანებდა ივანიშვილის მოცემულობას, რაც არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ევროპული მომავალი, არ აქვს მომავალი თავისუფალ, ცივილიზებულ სამყაროში, არამედ არის რუსეთის გავლენის ქვეშ, რუსეთის უკანა ეზო, წარუმატებელი, არშემდგარი ქვეყანა, მართავს კრიმინალთა ბანდა და მხოლოდ საკუთარი სიმდიდრის მოხვეჭით არის დაკავებული", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - როგორ შეიძლება, როგორ გავბედეთ ქართველებმა და შევკადრეთ ევროკავშირს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფულს რომ ხარჯავ, გვაჩვენე, რაში ხარჯავ, არა, თქვენ ეს არ გეხებათ, ვინ გეკითხებათ - ეს არის დამოკიდებულება
,,შიმშილობა რომ შევწყვიტოთ, ჩვენს წრეშიც შესაბამისი არგუმენტაცია გვჭირდება - შემოთავაზებაზე მყისიერად ვერ ვპასუხობთ''- გედევან ფოფხაძე
„რეჟიმი გადადგება მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი სხვა გზას არ დაუტოვებს“- თამარ ჩერგოლეიშვილი
Prime Time - მა მოიპოვა ეგრეთ წოდებული "მანიფესტი", რომელიც, წყაროს ცნობით, ბრიუსელთან შეთანხმდა და რომელსაც ოპოზიცია დღეს, აქციაზე წაიკითხავს
,,ვაგროვებთ იმ ადამიანების ხელმოწერებს, რომლებიც ლუსტრაციის კანონის მიღებას მხარს უჭერენ''- ლევან ცუცქირიძე
თბილისში აქცია იმართება
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის მხრიდან ვიდრე ჩვენი ეროვნული ინტერესების პატივისცემა არ დაიწყება, ასეთ ხალხთან ურთიერთობა გაგვიჭირდება
,,ყველა ქვეყანა ზრუნავს იმაზე, რომ გამჭვირვალე იყოს ფინანსები''- ირაკლი ფავლენიშვილი
,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრიუსელის მხრიდან მოსამართლეების არჩევის კრიტიკა იყო ყალბი'' - შალვა პაპუაშვილი
,,როდესაც ელჩი აცხადებს, რომ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნის გამო გადაიდო შეხვედრა, ეს ტყუილია''- შალვა პაპუაშვილი
როგორც ჩანს, თარიღები ერევა ვიღაცას, პროტესტი დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ და რამდენიმე ელჩმა გაიგეს, რომ ქართველ ხალხთან დამარცხდნენ - შალვა პაპუაშვილი
გიორგი გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა, ღალატის თესლიდან აღმოცენებულ პარტიას მომავალი არ აქვს -შალვა პაპუაშვილი
არავის მიეცემა შესაძლებლობა, ძალადობა აქციონ ქართული კულტურის ნაწილად, დაიტოვონ ძალადობა პარიზში, ბერლინში, თავიანთ დედაქალაქებში -შალვა პაპუაშვილი
საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით ვეღარ მიიღებენ
საქართველო და ქართველი ხალხი ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის წინაშე მათხოვრობას არ დაიწყებს-შალვა პაპუაშვილი
ბრიუსელი სხვას ედავება იმას, რასაც თავად აკეთებს, ჩვენი კანონმდებლობაც ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს, კეთილი ინებოს ბრიუსელმა და ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილოს -შალვა პაპუაშვილი
მამაცი ქართველები ყოველდღე აგრძელებენ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოყენებას, გავაგრძელებთ დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი „მაიდნისა“ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა, დღემდე არ გამიჯვნიან ამ განცხადებას, ძალადობის არდაგმობა ძალადობის წაქეზებაა -შალვა პაპუაშვილი
პეტერ ფიშერი ისევ გააქტიურდა, საზოგადოება კარგად იაზრებს ყველა ქმედებას, რომელსაც არა მარტო ელჩების, არამედ მათი უფროსების მხრიდან ვხედავთ -გიორგი გაბუნია
ზაზა თავაძემ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დატოვა