შალვა პაპუაშვილი: პეტერ ფიშერი ჩვენს კომპეტენციაში ხომ ჩაერია, მმართველობა, არჩევნები, ყველაფერი გადაგვიწყვიტა, ყველაფერში ჩაერია, ახლა ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში ერევა

 

მგონი, ნელ-ნელა უნდა შევეშვათ პეტერ ფიშერის განცხადებების კომენტირებას, ვინაიდან ის არ ეშვება საქართველოს კომენტირებას და ახლა, საერთოდ ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში ერევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა პაპუაშვილის კითხვა დაუსვა გერმანიის ელჩის განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მიღებული კანონებით საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველო და რომ დეკემბრის დასაწყისში ევროპული საბჭო მოიწონებს ევროკომისიის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მიმართ გაფართოების ფაილი დახურულია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განმარტება საქართველოში ევროკავშირის წევრი არცერთი ქვეყნის ელჩს არ გაუკეთებია პეტერ ფიშერის გარდა.

„ჩვენ კომპეტენციაში ხომ ჩაერია - სასამართლო გადაგვიწყვიტა, ვის რა უნდა მივუსაჯოთ, ვის არა. კანონები გადაგვიწყვიტა ჩვენ ნაცვლად, ქართველი ხალხის ნაცვლად. მმართველობა, არჩევნები ყველაფერი გადაგვიწყვიტა და ყველაფერში ჩაერია. ახლა ერევა ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში. ვერ გავიგე, ბატონი ჰერჩინსკი ვერ ართმევს თავის ფუნქციებს თავს, რომ განმარტოს, რა იყო გაფართოების ანგარიშში და რა არ იყო.

ბრიფინგი ჩაატარა ადამიანმა, ჟურნალისტები დაპატიჟა, ყავა დაალევინა და მოკლედ მთელი ლაივშოუ იყო მოწყობილი გაფართოების ანგარიშზე. ვერ განმარტავს ევროკავშირის ელჩი? აბა, რისთვის ჰყავს ევროკავშირს ელჩი, რომ გერმანიის ელჩი განგვიმარტავს ევროკავშირის ფუნქციებს.

27 ქვეყანა არის, უმეტესობას საქართველოში საელჩო აქვს - ბულგარეთის ელჩი არ განმარტავს, საფრანგეთის ელჩი არ განმარტავს, ესტონეთის ელჩიც კი არ განმარტავს, არავინ არ განმარტავს და რატომ ფიქრობს ბატონი ფიშერი, რომ მას აქვს უფლებამოსილება, კომპეტენცია, ვალდებულება და საერთოდ, რატომ უნდა იყოს ინტერესში, რომ მისი განმარტება მოვისმინოთ, როდესაც ევროკავშირის ელჩი არსებობს",- აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი: პეტერ ფიშერი ჩვენს კომპეტენციაში ხომ ჩაერია, მმართველობა, არჩევნები, ყველაფერი გადაგვიწყვიტა, ყველაფერში ჩაერია, ახლა ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში ერევა
შალვა პაპუაშვილი - როგორ შეიძლება, როგორ გავბედეთ ქართველებმა და შევკადრეთ ევროკავშირს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფულს რომ ხარჯავ, გვაჩვენე, რაში ხარჯავ, არა, თქვენ ეს არ გეხებათ, ვინ გეკითხებათ - ეს არის დამოკიდებულება
,,შიმშილობა რომ შევწყვიტოთ, ჩვენს წრეშიც შესაბამისი არგუმენტაცია გვჭირდება - შემოთავაზებაზე მყისიერად ვერ ვპასუხობთ''- გედევან ფოფხაძე
„რეჟიმი გადადგება მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი სხვა გზას არ დაუტოვებს“- თამარ ჩერგოლეიშვილი
Prime Time - მა მოიპოვა ეგრეთ წოდებული "მანიფესტი", რომელიც, წყაროს ცნობით, ბრიუსელთან შეთანხმდა და რომელსაც ოპოზიცია დღეს, აქციაზე წაიკითხავს
,,ვაგროვებთ იმ ადამიანების ხელმოწერებს, რომლებიც ლუსტრაციის კანონის მიღებას მხარს უჭერენ''- ლევან ცუცქირიძე
თბილისში აქცია იმართება
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის მხრიდან ვიდრე ჩვენი ეროვნული ინტერესების პატივისცემა არ დაიწყება, ასეთ ხალხთან ურთიერთობა გაგვიჭირდება
,,ყველა ქვეყანა ზრუნავს იმაზე, რომ გამჭვირვალე იყოს ფინანსები''- ირაკლი ფავლენიშვილი
,,კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრიუსელის მხრიდან მოსამართლეების არჩევის კრიტიკა იყო ყალბი'' - შალვა პაპუაშვილი
,,როდესაც ელჩი აცხადებს, რომ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნის გამო გადაიდო შეხვედრა, ეს ტყუილია''- შალვა პაპუაშვილი
როგორც ჩანს, თარიღები ერევა ვიღაცას, პროტესტი დაიწყო 2024 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ და რამდენიმე ელჩმა გაიგეს, რომ ქართველ ხალხთან დამარცხდნენ - შალვა პაპუაშვილი
გიორგი გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა, ღალატის თესლიდან აღმოცენებულ პარტიას მომავალი არ აქვს -შალვა პაპუაშვილი
არავის მიეცემა შესაძლებლობა, ძალადობა აქციონ ქართული კულტურის ნაწილად, დაიტოვონ ძალადობა პარიზში, ბერლინში, თავიანთ დედაქალაქებში -შალვა პაპუაშვილი
საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით ვეღარ მიიღებენ
საქართველო და ქართველი ხალხი ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის წინაშე მათხოვრობას არ დაიწყებს-შალვა პაპუაშვილი
ბრიუსელი სხვას ედავება იმას, რასაც თავად აკეთებს, ჩვენი კანონმდებლობაც ლობიზმის გამჭვირვალობას ითვალისწინებს, კეთილი ინებოს ბრიუსელმა და ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილოს -შალვა პაპუაშვილი
მამაცი ქართველები ყოველდღე აგრძელებენ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოყენებას, გავაგრძელებთ დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას -შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი „მაიდნისა“ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა, დღემდე არ გამიჯვნიან ამ განცხადებას, ძალადობის არდაგმობა ძალადობის წაქეზებაა -შალვა პაპუაშვილი
პეტერ ფიშერი ისევ გააქტიურდა, საზოგადოება კარგად იაზრებს ყველა ქმედებას, რომელსაც არა მარტო ელჩების, არამედ მათი უფროსების მხრიდან ვხედავთ -გიორგი გაბუნია