პოლიციამ 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი" და დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა აღნიშნული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 1988 წელს დაბადებული პ.კ.-ს ავტომობილისა და მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. პოლიციამ პ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები 24 საათის განმავლობაში, განაგრძობენ ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათ მიმართ, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების გატარებას", - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





მსგავსი სიახლეები
დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს, სუს-ში დაიბარეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შსს-მ ქვეყნიდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა, ალბათ სამ-ოთხ წელიწადში სრულად აღმოიფხვრება არალეგალური მიგრაციის პრობლემა-ირაკლი კობახიძე
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე ერთი პირის მკვლელობისა და ორის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
ადვოკატი - ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ტერორიზმს ედავებიან
ალეკო ელისაშვილის ადვოკატი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს
,,ალეკო ელისაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ''- ადვოკატი
იტალიაში 13 ქართველი ქალი დააკავეს
გერმანიაში ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ქართველ კაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
ალეკო ელისაშვილი ერთადერთს ნანობს, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად რამდენიმე წამი დააკლდა- გიორგი რეხვიაშვილი
დასჭირდათ ახალი საქმე, რომ ალეკო ელისაშვილი რაღაცა გზით გააჩერონ, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური დევნა, არანაირ დანაშაულს ადგილი არ აქვს - გიორგი რეხვიაშვილი
ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა -შსს
ალეკო ელისაშვილი დააკავეს
პოლიციამ 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის დანიშვნის კანონმდებლობა აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს-დიმიტრი გვრიტიშვილი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა -შსს