დასჭირდათ ახალი საქმე, რომ ალეკო ელისაშვილი რაღაცა გზით გააჩერონ, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური დევნა, არანაირ დანაშაულს ადგილი არ აქვს - გიორგი რეხვიაშვილი
გამორიცხულია, მთაწმინდაზე მცხოვრები ადამიანი მიდიოდეს ღამის საათებში სასამართლოსთან და უკიდებდეს ცეცხლს ან ცეცხლის წაკიდების მცდელობა ჰქონდეს, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას ალეკო ელისაშვილთან საუბრის შემდეგ გაავრცელებს.
„ახლა გავიგე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრების ნახვის შემდგომ, სადაც ჩანს, რომ ელისაშვილს აქვს ფიზიკური დაზიანებები მიყენებული. ჩემთვის დილით გახდა ცნობილი, რომ ის იყო დაკავებული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე. თუმცა მე ჯერჯერობით არ მომეცა საშუალება, შევხვედროდი პირადად და გავსაუბრებოდი, მენახა მისი ფიზიკური დაზიანებები, კონკრეტულად რა მუხლს ედავებიან. ფაქტია, რომ კადრებში ჩანს იქ ბენზინი, ჩაქუჩი, სანთებელა. ეს აშკარად ჰგავს „ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ რაღაცა სპეცოპერაციას. ჩვენ არაერთი საქმე გვინახავს ალეკო ელისაშვილის მიმართ დაწყებული, გვახსოვს ალი ბაბაევის საქმეც, რომელიც ერთი წლის წინ იყო ზუსტად, თუმცა მტკიცებულებების არქონის გამო დღემდე გრძელდება, ვერ უმტკიცებენ დანაშაულს. ამიტომ ვვარაუდობ, რომ დასჭირდათ ახალი საქმე, ახალი მტკიცებულებების შეგროვება, რომ ეს აქტიური პოლიტიკოსი რაღაცა გზით გააჩერონ. ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური დევნა, არანაირ დანაშაულს აქ ადგილი არ აქვს. გამორიცხულია, მთაწმინდაზე მცხოვრები ადამიანი მიდიოდეს ღამის საათებში სასამართლოსთან და უკიდებდეს ცეცხლს ან ცეცხლის წაკიდების მცდელობა ჰქონდეს. ბევრი სახელმწიფო სტრუქტურის შენობა არსებობს მის სახლთან ახლოს, მსგავსი დანაშაულის ჩადენის სურვილი რომ ჰქონოდა, შეეძლო სახლთან ახლოს განეხორციელებინა და არა ამხელა მანძილზე. აბსურდულია ჩვენთვის, ამ შემთხვევაში დაცვის მხარისთვის, და უფრო დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით მას შემდეგ, რაც გადაიყვანენ უკვე იზოლატორში, შევხვდები, გავესაუბრები და გამოსვლის მერე მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.
არ ვიცი, რა გახდა ფიზიკური დაზიანებების მიზეზი. დაკავების მომენტში იყო ცემის ფაქტი თუ დაკავების შემდგომ, არ ვიცი. შეხვედრის შემდგომ მექნება ინფორმაცია და ამასაც გავარკვევთ. ინფორმაცია მიწოდებული გვაქვს სახალხო დამცველის აპარტშიც და მათი წარმომადგენლებიც აპირებენ შესვლას და გამოიკვლევენ. არათუ ნახვის საშუალება არ მეძლევა, ინფორმაციაც დაახლოებით ვიცით. ვვარაუდობთ, რომ დიღმის სამმართველოში იმყოფება. ზუსტად არ გვეუბნებიან, სად არის. რეალურად გამქრალია ადამიანი, ვარაუდის დონეზე ვსაუბრობთ", - განაცხადა რეხვიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს, დილით, გამთენიისას თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
მსგავსი სიახლეები
დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს, სუს-ში დაიბარეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შსს-მ ქვეყნიდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა, ალბათ სამ-ოთხ წელიწადში სრულად აღმოიფხვრება არალეგალური მიგრაციის პრობლემა-ირაკლი კობახიძე
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე ერთი პირის მკვლელობისა და ორის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
ადვოკატი - ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ტერორიზმს ედავებიან
ალეკო ელისაშვილის ადვოკატი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს
,,ალეკო ელისაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ''- ადვოკატი
იტალიაში 13 ქართველი ქალი დააკავეს
გერმანიაში ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ქართველ კაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
ალეკო ელისაშვილი ერთადერთს ნანობს, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად რამდენიმე წამი დააკლდა- გიორგი რეხვიაშვილი
დასჭირდათ ახალი საქმე, რომ ალეკო ელისაშვილი რაღაცა გზით გააჩერონ, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური დევნა, არანაირ დანაშაულს ადგილი არ აქვს - გიორგი რეხვიაშვილი
ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა -შსს
ალეკო ელისაშვილი დააკავეს
პოლიციამ 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის დანიშვნის კანონმდებლობა აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს-დიმიტრი გვრიტიშვილი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა -შსს