ქობულეთში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლის პირობებში ამშობიარა ახალგაზრდა ქალი, რომლის ჰოსპიტალიზაციაც ვერ ესწრებოდა

ქობულეთში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლის პირობებში ამშობიარა ახალგაზრდა ქალი, რომლის ჰოსპიტალიზაციაც ვერ ესწრებოდა. დედა და ჩვილი თავს კარგად გრძნობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს.

"ქობულეთის რაიონული სამსახურის მე-3 ბრიგადას განსაკუთრებული გამოძახება ჰქონდა მშობიარობა. ახალგაზრდა ქალი მეოთხე ბავშვზე იყო ორსულად.

ექიმი ელეონორა ცაცანიდი: "გამოძახების ადგილზე მისულებს, საცხოვრებელ კორპუსთან აღელვებული სამეზობლო დაგვხვდა. პაციენტის მდგომარეობის შეფასებისას აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალს დაწყებული ჰქონდა მშობიარობა და მის ჰოსპიტალიზაციას ვეღარ მოვასწრებდით."

ბრიგადის წევრები მაშინვე მობილიზდნენ და ადგილზე მშობიარისთვის უსაფრთხო გარემო შექმნეს.

ყველა ერთდროულად და პროფესიონალურად მოქმედებდა და იმ პატარა სივრცეში, ხალხის სითბოსა და ბრიგადის სისწრაფეს შორის, დაიბადა ჯანმრთელი გოგონა.

ექთანი დედას უტარებდა საჭირო სამედიცინო მანიპულაციას, ექიმი ბავშვს და პროტოკოლით გათვალისწინებული დახმარების შემდეგ დედა და ახალშობილი ქობულეთის ერთ-ერთ სამშობიაროში იქნენ გადაყვანილნი.

მოგვიანებით ექიმმა კიდევ ერთხელ მოიკითხა მისი პაციენტები - ორივე თავს კარგად გრძნობენ და უკვე სახლში იმყოფებიან.
ექიმი ელეონორა ცაცანიდი მე-8 წელია რაც სასწრაფო დახმარების ექიმია, მისთვის ეს მშობიარობის მიღების პირველი შემთხვევა გახლავთ და როგორც თავად ამბობს: "ასეთი მომენტები გვახსენებს, რატომ აქვს სიცოცხლეს ყველაზე დიდი ხმა," - წერს გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" სოციალურ ქსელში.

 





მსგავსი სიახლეები
პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს,გრიპთან ბრძოლის სასარგებლო რჩევებს უზიარებს
ვაცხადებ კონკურსს ფოტოებზე, რომლებზეც ასახული იქნება 90-იანი წლების და დღევანდელი ქუჩის ბირჟები საქართველოში, საუკეთესო სამი გზავნილის ავტორი დაჯილდოვდება ჩემი წიგნით -მიხეილ სააკაშვილი
თვითონვე ამბობენ ავტორები და ვეთანხმები, კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად -პიმენ ყურაშვილი BBC-ის ფილმზე
ეს ფილმი განაჩენია თქვენი და განსაკუთრებით შავფორმიანების უკან მდგომი პოლიტიკოსებისთვის-დიმიტრი ცქიტიშვილი
ჩვენი სათქმელი თეთრმა სახლმა გააიოლა ერთი პოსტერით - BBC ყალბი ინფორმაციების სამჭედლოა!!! -ზაალ მიქელაძე
"34 წლის წინ, პარლამენტის შენობას ზარბაზნები ესროლეს, ახლა ეს მანქურთები აგრძელებენ"-გიორგი გამსახურდია
ქობულეთში, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლის პირობებში ამშობიარა ახალგაზრდა ქალი, რომლის ჰოსპიტალიზაციაც ვერ ესწრებოდა
მალაიზიაში მაჰატირმა და ანვარმა შეძლეს გაერთიანება, ჩვენ რაღა დაგვემართა, თუ მართლა რაღაც წყევლა გვაქვს?-მიხეილ სააკაშვილი
სწორედ დღეს წყდება "მტრედებისა" და "ქორების" სამომავლო სახელისუფლებო ამბიციები - ვინ ჩაანაცვლებს საკუთარ ქვეყნებში თუნდაც იმავე ტრამპს თუ - პუტინს-დავით ქართველიშვილი
"ახლა ჩვენი ამოცანა უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერა და ქუჩაში ბრძოლის გაგრძელება, რომ გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს"-ელენე ხოშტარია
ერთ ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით საპყრობილის მესამე სართულზე და შეგვეძლო, გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა-მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას მიმართავს
როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ - "მე არც "ნაცი" ვარ და არც "ქოცი", სჯობს დაამატონ: "მე ვარ იდიოტი" - ეს ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების მთავარი ლოზუნგია-სააკაშვილი
23 ნოემბერს სააკაშვილის ციხესთან 20 "ნაცი"იდგა, ილუზიებში აცხოვრებენ იმ უბედურს, ატყუებდნენ, რომ 100 ათასი ქართველი ხმალს იშიშვლებს მის გამო-თამარ ჩერგოლეიშვილი
დღეს არა იმდენად "არაბულ", არამედ, უკვე "კოსმოპოლიტურ"სოფლებს ებრძვიან -დავით ქართველიშვილი
ბოლო დღეების დინამიკა აჩვენებს, რომ სამხრეთკავკასიური სივრცე შევიდა ინფრასტრუქტურული და გეოეკონომიკური გადანაწილებების ახალ ფაზაში-დავით ქართველიშვილი
ნაძირალაა ყველა, ვინც კონკრეტული სპეცსამსახურების დავალებით, ყოველდღიურად ცდილობს ერი სულ უფრო ახალი ფობიებით გახლიჩოს-დავით ქართველიშვილი
დასავლეთი "ინახავს" უმეროვს, როგორც პოლიტიკურ რესურსს უკრაინის მომავალი ტრანსფორმაციისთვის, რაც გარდაუვალი გახდება მოლაპარაკებების ფაზის დაწყების შემდეგ -დავით ქართველიშვილი
მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში შეიყვანოს
გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში -მიხეილ სააკაშვილი
ყველაზე კარგად სიტყვა "ბანძობა" აღწერს ოპოზიციის ისტერიკას არაბულ ინვესტიციაზე, მაგ სიბანძეშიც ლუზერები არიან -თამარ ჩერგოლეიშვილი