ალეკო ელისაშვილი ერთადერთს ნანობს, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად რამდენიმე წამი დააკლდა- გიორგი რეხვიაშვილი
ალეკო ელისაშვილი ერთადერთს ნანობს, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად რამდენიმე წამი დააკლდა, - ამის შესახებ ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო გააზრებული პროტესტის ფორმა და ელისაშვილი მარტო მოქმედებდა.
„დაკავებიდან 10 საათის შემდეგ მომეცა საშუალება, შევხვედროდი მას დიღმის იზოლატორში. სახეზე აღენიშნება მძიმე დაზიანებები, არის სასტიკად ნაცემი. ახლა განცხადებას ალეკო ელისაშვილის სახელით გავაკეთებ. მისი ქმედება პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იყო. პროტესტი გამოხატა უსამართლო სასამართლოს მიმართ, ცეცხლი ოლიგარქიას და ცეცხლი უსამართლო სასამართლო - ეს სიტყვები გადმომცა. ერთადერთს ნანობს, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად რამდენიმე წამი დააკლდა. ეს იყო გააზრებული პროტესტის ფორმა. მნიშვნელოვანია, რომ აირჩია შაბათი დღე, რომ დილის საათებში არავინ დაზიანებულიყო და მხოლოდ ეს ქმედება ყოფილიყო. სურდა, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ ეს სასამართლო რამდენ ადამიანს უკანონოდ და უსამართლოდ ასამართლებს, როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლოს თავისი რეჟიმის და დიქტატურის გასამყარებლად, ეს არის ალეკო ელისაშვილის განცხადება", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის იარაღის გამოყენების სურვილი არ ჰქონია.
„მნიშვნელოვანია ასევე აღვნიშნოთ ისიც, რომ გამოძიება საუბრობს, თითქოს იარაღის მუქარით შევიდა და ემუქრებოდა ვინმეს. რეალურად, იარაღი კაბურაში იყო, ზემოდან ეცვა ჰუდი, ქურთუკი და გამოყენების მცდელობაც არ ჰქონია. კადრში, სადაც იარაღის ჩანს, დაკავების შემდგომია, ამოვარდა ჯაჯგურის დროს ანუ იარაღის გამოყენების მცდელობა არ ჰქონია, არც ამის სურვილი ჰქონდა. შესვლის შემდეგ, შემოვიდა მანდატურის სამი თანამშრომელი, აგრეთვე პოლიციის თანამშრომლებიც. გააზრებული ჰქონდა ყველაფერი, მარტო მოქმედებდა, ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება რომ პროტესტის ეს ფორმა გამოეყენებინა", - აცხადებს ალეკო ელისაშვილის ადვოკატი.
კითხვაზე, აღიარებს თუ არა დანაშაულს, გიორგი რეხვიაშვილი ამბობს, რომ არ აღიარებს დანაშაულს, რადგან ჯერ არ იცის „რა წერია ბრალში".
„რაღაც მუხლი ვიცით, თუმცა დადგენილება არ ჩაგვბარებია და არ გავცნობილვარ. ბრალის წარდგენა იქნება ხვალ, ამის შემდგომ შევძლებთ, დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ბრალი არ გვინახავს. უნდა წავიკითხოთ, ვნახოთ, იქ არის საუბარი იარაღთან დაკავშირებით, მუქარასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ამას არ აღიარებს. აღიარებს იმას, რომ შენობაში შევიდა, რაც იყო პროტესტის ფორმა".
ჟურნალისტების კითხვაზე, ალეკო ელისაშვილმა სცემა თუ არა მანდატურის თანამშრომელი, ადვოკატი ამბობს, რომ „ტყუილია, მანდატური არ უცემია".
ბრალი ჩვენ არ გვინახავს რეალურად, ჩვენ უნდა წავიკითხოთ, ვნახოთ, იქ არის საუბარი იარაღთან დაკავშირებით, მუქარასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ამ კუთხით ის ამას არ აღიარებს, რეალურად ქმედებას რომ ის მართლა შევიდა შენობაში ეს მისი პროტესტის ფორმა იყო და ამას აღიარებს კი.
მსგავსი სიახლეები
დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს, სუს-ში დაიბარეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შსს-მ ქვეყნიდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა, ალბათ სამ-ოთხ წელიწადში სრულად აღმოიფხვრება არალეგალური მიგრაციის პრობლემა-ირაკლი კობახიძე
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე ერთი პირის მკვლელობისა და ორის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
ადვოკატი - ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ტერორიზმს ედავებიან
ალეკო ელისაშვილის ადვოკატი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს
,,ალეკო ელისაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ''- ადვოკატი
იტალიაში 13 ქართველი ქალი დააკავეს
გერმანიაში ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ქართველ კაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
ალეკო ელისაშვილი ერთადერთს ნანობს, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად რამდენიმე წამი დააკლდა- გიორგი რეხვიაშვილი
დასჭირდათ ახალი საქმე, რომ ალეკო ელისაშვილი რაღაცა გზით გააჩერონ, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური დევნა, არანაირ დანაშაულს ადგილი არ აქვს - გიორგი რეხვიაშვილი
ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა -შსს
ალეკო ელისაშვილი დააკავეს
პოლიციამ 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის დანიშვნის კანონმდებლობა აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს-დიმიტრი გვრიტიშვილი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა -შსს