ადვოკატი - ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ტერორიზმს ედავებიან

 

ადვოკატის ინფორმაციით, „ძლიერი საქართველო-ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და მას ტერორიზმს ედავებიან. შესაბამისი განცხადება ადვოკატმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ გააკეთა.

გიორგი რეხვიაშვილის თქმით, ბრალი ითვალისწინებს 10-დან 15-წლამდე პატიმრობას.

„მოგვეცა საშუალება, რომ გავცნობოდეთ ბრალის დადგენილებას. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ალექსანდრე ელისაშვილს ედავებიან ტერორიზმს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. 19- 323 პირველი ნაწილი, რაც ითვალისწინებს 10-დან 15-წლამდე პატიმრობას",- განაცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი "არ აღიარებს ბრალს, აღიარებს ქმედებას", ადვოკატის შეფასებით, ბრალი აბსურდულია.

"თქმა უნდა, ალექსანდრე ელისაშვილი არ აღიარებს ბრალს, აღიარებს ქმედებას, არა თუ დანაშაულს. სისხლის სამართლის დანაშაული მას არ აქვს ჩადენილი. ეს იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა. რაც შეეხება ტერორიზმს, არის აბსურდული.

მანამდე იყო დაწყებული 188-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რომელიც ითვალისწინებდა პატიმრობას 3-დან 6-წლამდე, თუმცა როგორც ჩანს, არ ეყოთ სანქცია და გადაუკვალიფიცირეს ტერორიზმის მუხლით", - აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, "ძლიერი საქართველო-ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პოლიციამ 29 ნოემბერს დააკავა. შსს-ს ცნობით, გამთენიისას, ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.

შსს-ს თანახმად, მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს.

დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც

 

 





მსგავსი სიახლეები
დავით ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს, სუს-ში დაიბარეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შსს-მ ქვეყნიდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა, ალბათ სამ-ოთხ წელიწადში სრულად აღმოიფხვრება არალეგალური მიგრაციის პრობლემა-ირაკლი კობახიძე
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე ერთი პირის მკვლელობისა და ორის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
ადვოკატი - ალეკო ელისაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ტერორიზმს ედავებიან
ალეკო ელისაშვილის ადვოკატი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს
,,ალეკო ელისაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ''- ადვოკატი
იტალიაში 13 ქართველი ქალი დააკავეს
გერმანიაში ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ქართველ კაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
ალეკო ელისაშვილი ერთადერთს ნანობს, რომ საქმის ბოლომდე მისაყვანად რამდენიმე წამი დააკლდა- გიორგი რეხვიაშვილი
დასჭირდათ ახალი საქმე, რომ ალეკო ელისაშვილი რაღაცა გზით გააჩერონ, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური დევნა, არანაირ დანაშაულს ადგილი არ აქვს - გიორგი რეხვიაშვილი
ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა -შსს
ალეკო ელისაშვილი დააკავეს
პოლიციამ 18 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“, დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის დანიშვნის კანონმდებლობა აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს-დიმიტრი გვრიტიშვილი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა -შსს