აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა რომ ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, ჯეიმს ო'ბრაიენისთვისაც მაქვს ნათქვამი, ვერ მოვისმინე ახსნა, რა პირით უნდა მოითხოვო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ამხელა რისკზე წასვლა-შალვა პაპუაშვილი

აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა რომ საქართველოს ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, არამედ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენისთვის მაქვს პირადად ნათქვამი, როდესაც ის შარშან საქართველოში იმყოფებოდა. რაიმე დამაჯერებელი ახსნა, რა პირით უნდა მოითხოვო საქართველოსგან, უსაფრთხოების გარანტიების მიცემის გარეშე, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკზე წასვლა, ვერც იმ შეხვედრაზე და ვერც სხვა დროს ვერ მოვისმინე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, „იგივე ეხება ნატო-ს ქოლგის ქვეშ დიდ გულზე მყოფ ბევრ ევროპელ პოლიტიკოსსაც".

„კარგია, რომ უკრაინაში დასასრულისკენ მიმავალი ომის ფონზე კიდევ ერთხელ წამოიწია საკითხმა, რას მოითხოვდნენ ჩვენგან ომის დაწყების პირველივე დღეებიდან. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ეძლევა შესაძლებლობა, გაიაზროს, რა მოხდებოდა, უკრაინის ომის დაწყებისას სახელისუფლებო კაბინეტებში არა ეროვნული ხელისუფლება, არამედ უცხოეთის მაამებლები რომ მსხდარიყვნენ, როგორც გადაწყვეტილების მიმღებნი. ასე რომ მომხდარიყო, ჩვენი დღევანდელი საფიქრალი ინვესტიციების სწორი დაბანდება და განათლების რეფორმა კი არა, დაღუპულების დატირება და ჩვენი ქვეყნის ნანგრევებიდან ამოყვანა იქნებოდა.

ის, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის (და, ზოგადად, დასავლეთის) სწორი ლიდერობის პირობებში უკრაინის ომი არ იქნებოდა, ამას თავად აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს. ისევე როგორც აშშ-ის ხელისუფლება ამბობს, რომ უკრაინის ომი პროქსი, ანუ მარიონეტული ომია.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე, როგორც ჩანს, ეს ომი დასასრულს მიუახლოვდა. რამდენად მძიმე პირობების მიღება-არმიღებაზე უწევს უკრაინას ფიქრი, ამას ყველა ვხედავთ. ამის ფონზე კიდევ უფრო ცხადია, რამდენად მრუდეა ის ქართველი, რომელიც დღესაც მათ თვალებს, განცხადებებსა და რეზოლუციებს შესციცინებს, ვინც გუშინ სხვის ომში მიმავალი მეწინავე რაზმის დროშას აჩეჩებდა ხელში.

ის, რასაც 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს აშშ-ის მაშინდელი ელჩი ჩემთან შეხვედრისას კატეგორიული ტონით მოითხოვდა, ბევრჯერ მაქვს აღწერილი და ამიტომ ქვემოთ კიდევ ერთხელ ვურთავ ჩემს ვრცელ პოსტს. ის, რომ აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა საქართველოს ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, არამედ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენისთვის მაქვს პირადად ნათქვამი, როდესაც ის შარშან საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა. რაიმე დამაჯერებელი ახსნა, რა პირით უნდა მოითხოვო საქართველოსგან, უსაფრთხოების გარანტიების მიცემის გარეშე, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკზე წასვლა, ვერც იმ შეხვედრაზე და ვერც სხვა დროს ვერ მოვისმინე. იგივე ეხება ნატო-ს ქოლგის ქვეშ დიდ გულზე მყოფ ბევრ ევროპელ პოლიტიკოსსაც.

ფაქტი ერთია, ზუსტად მათ, ვინც ჩვენი ომის შემდეგ რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდნენ, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი რომ ომია, ეს ჩვენივე ახლო წარსულმა ბევრჯერ დაგვანახა. ის უცხოელები კი, ვინც რუსეთთან ესკალაციას მოითხოვდნენ და ესკალაციის ბოლოს ომს არ იმჩნევდნენ, ან თავად იყვნენ გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვეგონეთ მიამიტები. მიამიტები, რომლებიც მათ გულუბრყვილობას დავიჯერებდით", - წერს შალვა პაპუაშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა რომ ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, ჯეიმს ო'ბრაიენისთვისაც მაქვს ნათქვამი, ვერ მოვისმინე ახსნა, რა პირით უნდა მოითხოვო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ამხელა რისკზე წასვლა-შალვა პაპუაშვილი
უკრაინის ომის დაწყებისას სახელისუფლებო კაბინეტებში უცხოეთის მაამებლები რომ მსხდარიყვნენ, დღევანდელი საფიქრალი ჩვენი ქვეყნის ნანგრევებიდან ამოყვანა იქნებოდა-შალვა პაპუაშვილი
როდესაც სიმდიდრის მოხვეჭა ხდება ცხოვრების თვითმიზანი, ეს არასწორია, ღმერთში ვმდიდრდებოდეთ - ამისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი - მეუფე შიო
არ შეიძლება ამას ბოდვა ეწოდოს, რადგან ეს არის პროვოკაცია საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
ლევან მაჭავარიანი ბრიუსელთან შეთანხმებულ ოპოზიციის მანიფესტზე: რადგან გამომჟღავნდა, რომ ეს ინფორმაცია უკვე გაჟონილი იყო, თავი აარიდეს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენას და მანიფესტი საერთოდ აღარ წაიკითხეს
თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტს ეწვევა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
„ძალიან საინტერესოა, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა ბატონი ელისაშვილი, რომელიც ჩვეულებრივი აგენტია“- ლევან მაჭავარიანი
„ლელო - ძლიერი საქართველო“ - ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია
,,ალეკო ელისაშვილის შემთხვევა პოლიტიკასთან კავშირში არ არის, პირიქით, პოლიტიკის მოკვლასთან არის კავშირში''- იაგო ხვიჩია
ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას -სალომე ზურაბიშვილი
ალეკო ელისაშვილს ალბათ ეგონა, გუშინდელი აქცია ხელისუფლებას გადააყენებდა, ჩავარდა სასოწარკვეთილებაში, ნახა სიზმარი და მერე ამისი ასრულება მოინდომა -გურამ მაჭარაშვილი
"არა მგონია, ელისაშვილი სასარგებლო იდიოტი იყოს და საინტერესოა, რამ აიძულა იმ ნაბიჯის გადადგმა"-ლევან მაჭავარიანი
"ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში-შალვა პაპუაშვილი
ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შალვა პაპუაშვილი: პეტერ ფიშერი ჩვენს კომპეტენციაში ხომ ჩაერია, მმართველობა, არჩევნები, ყველაფერი გადაგვიწყვიტა, ყველაფერში ჩაერია, ახლა ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში ერევა
შალვა პაპუაშვილი - როგორ შეიძლება, როგორ გავბედეთ ქართველებმა და შევკადრეთ ევროკავშირს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფულს რომ ხარჯავ, გვაჩვენე, რაში ხარჯავ, არა, თქვენ ეს არ გეხებათ, ვინ გეკითხებათ - ეს არის დამოკიდებულება
,,შიმშილობა რომ შევწყვიტოთ, ჩვენს წრეშიც შესაბამისი არგუმენტაცია გვჭირდება - შემოთავაზებაზე მყისიერად ვერ ვპასუხობთ''- გედევან ფოფხაძე
„რეჟიმი გადადგება მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი სხვა გზას არ დაუტოვებს“- თამარ ჩერგოლეიშვილი
Prime Time - მა მოიპოვა ეგრეთ წოდებული "მანიფესტი", რომელიც, წყაროს ცნობით, ბრიუსელთან შეთანხმდა და რომელსაც ოპოზიცია დღეს, აქციაზე წაიკითხავს