არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, რომ ქვეყანაში დავრჩით კაცები -ალეკო ელისაშვილი

ვინმეს დაზიანება რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან არავინ იქნებოდა ცოცხალი, კაბურაში მედო დაუმუხტავი იარაღი, ეს განცხადება სასამართლო სხდომაზე ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსმა, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა კოალიცია "ძლიერი საქართველო – ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

 ელისაშვილმა ისაუბრა, თუ რატომ მიიღო სასამართლოს ადმინისტრაციული შენობის დაწვის გადაწყვეტილება და როგორც აღნიშნა, ვეღარ უძლებს იმ უსამართლობის ყურებას, რაც სასამართლოში ხდება.

ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, –  ელისაშვილმა. 

ელისაშვილის განცხადებით, უნდოდა, „ცეცხლი წაეკიდებინა ძალადობისთვის, რომელიც ქვეყანაშია“.

„რაღაც სისულელეს მაბრალებთ. ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან ცოცხალი არავინ იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღს. აღტაცებული ვარ იმ მანდატურის გამბედაობით, პატარა ჩია კაცი იყო, მაგრამ ვენაცვალე კაცობაში, თავისი საქმე გააკეთა. მოვიგერიე, მოვერიე. ერთადერთი ის მინდოდა, რომ მისგან თავი დამეღწია, ჩამაფრინდა და ვერ მოვიშორე. ყოჩაღ მას. გიკვირთ ამის თქმა ჩემგან, მაგრამ მე ჯერ ადამიანი ვარ, მერე – კაცი და მერე ვარ ტერორისტი. უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება. ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი. ყველაფერი წინასწარ მოვამზადე, გეგმა მქონდა, რომ პროტესტი გამომეხატა. ვერ ვითმენდი, როგორ დაათრევენ კატებივით პატარა ბავშვებს თუნდაც ეს მანდატურები. ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ართუ შენობის დაწვა არ მიცდია, ერთი საათი ვამტვრევდი შუშას. ოპერატიულად რომ მემოქმედა, მივაღწევდი მიზანს. ვიჯექი ღობესთან და ვფიქრობდი, გადავიდე თუ არა, შემდეგ ჩემს თავზე გავბრაზდი, უკან როგორ უნდა დავიხიო-მეთქი.

 

შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, რომ ქვეყანაში დავრჩით კაცები და არ შევეგუებით იმას, რაც ხდება. მე იარაღის ტარების უფლება მქონდა. ისეთი მარშრუტი გავიარე, იქნებ ტურებს შევეჭამე გზაში, იმიტომ წამოვიღე ეს იარაღი. ვინმეზე თავდასხმა რომ მდომოდა, ცოცხალი არ დარჩებოდა არცერთი. იარაღი ჯაჯგურში ამომივარდა. ჩემი პატივისცემა მანდატურებს. თავისი საქმე გააკეთა და ის თავის ტერიტორიას იცავდა. ჩემებს, მინდა, ბოდიში მოვუხადო. ერთი წელია, გადაგრიეთ. მინდა, ირაკლი კუპრაძეს ვუთხრა, რომ ეს არის ბრაზი და ბოღმა. ბოდიში მას, თუ თვლის, რომ საერთო საქმე დავაზიანე. ეგ განზრახვა არ მქონია. ერთი საათი მეუბნებოდა პოლიციელი, რომ ხაზარაძემ ტონა ფული მოგცაო. ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და კუპრაძემ იციან ძალიან კარგად, რომ მე ერთი თეთრი ფული არ მითხოვია არავისთვის. მიაწექით ბოლომდე, ვინც გარეთ რჩებით, ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას - გია ვოლსკი BBC-ის მასალაზე
არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, რომ ქვეყანაში დავრჩით კაცები -ალეკო ელისაშვილი
ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი, ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს-პრემიერი
განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ განათლების რეფორმას, არასაკმარისად განათლებულ საზოგადოებაში იოლია ბოლშევიზმის, ფაშიზმის და ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელება -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა რომ ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, ჯეიმს ო'ბრაიენისთვისაც მაქვს ნათქვამი, ვერ მოვისმინე ახსნა, რა პირით უნდა მოითხოვო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ამხელა რისკზე წასვლა-შალვა პაპუაშვილი
უკრაინის ომის დაწყებისას სახელისუფლებო კაბინეტებში უცხოეთის მაამებლები რომ მსხდარიყვნენ, დღევანდელი საფიქრალი ჩვენი ქვეყნის ნანგრევებიდან ამოყვანა იქნებოდა-შალვა პაპუაშვილი
როდესაც სიმდიდრის მოხვეჭა ხდება ცხოვრების თვითმიზანი, ეს არასწორია, ღმერთში ვმდიდრდებოდეთ - ამისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი - მეუფე შიო
არ შეიძლება ამას ბოდვა ეწოდოს, რადგან ეს არის პროვოკაცია საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
ლევან მაჭავარიანი ბრიუსელთან შეთანხმებულ ოპოზიციის მანიფესტზე: რადგან გამომჟღავნდა, რომ ეს ინფორმაცია უკვე გაჟონილი იყო, თავი აარიდეს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენას და მანიფესტი საერთოდ აღარ წაიკითხეს
თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტს ეწვევა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
„ძალიან საინტერესოა, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა ბატონი ელისაშვილი, რომელიც ჩვეულებრივი აგენტია“- ლევან მაჭავარიანი
„ლელო - ძლიერი საქართველო“ - ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია
,,ალეკო ელისაშვილის შემთხვევა პოლიტიკასთან კავშირში არ არის, პირიქით, პოლიტიკის მოკვლასთან არის კავშირში''- იაგო ხვიჩია
ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას -სალომე ზურაბიშვილი
ალეკო ელისაშვილს ალბათ ეგონა, გუშინდელი აქცია ხელისუფლებას გადააყენებდა, ჩავარდა სასოწარკვეთილებაში, ნახა სიზმარი და მერე ამისი ასრულება მოინდომა -გურამ მაჭარაშვილი
"არა მგონია, ელისაშვილი სასარგებლო იდიოტი იყოს და საინტერესოა, რამ აიძულა იმ ნაბიჯის გადადგმა"-ლევან მაჭავარიანი
"ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში-შალვა პაპუაშვილი
ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შალვა პაპუაშვილი: პეტერ ფიშერი ჩვენს კომპეტენციაში ხომ ჩაერია, მმართველობა, არჩევნები, ყველაფერი გადაგვიწყვიტა, ყველაფერში ჩაერია, ახლა ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში ერევა