"მინდა, მადლობა გადავუხადო უნგრულ მხარეს თბილი მიღებისთვის" - ბუდაპეშტში კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში თბილისის მერის კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

კახა კალაძე დღეს, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან და მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება.

როგორც დედაქალაქის მერმა ვიზიტის დროს განაცხადა, კონფერენციაზე საუბარი ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულებას შეეხება, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კი მხარეები პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ.

„მოხარული ვარ, რომ დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები ჩვენს მეგობარ უნგრეთში. მაქვს პატივი, სიტყვით გამოვიდე ბუდაპეშტის საერთაშორისო კონფერენციაზეც, სადაც საუბარი ძირითადად შეეხება ევროპული ქალაქების ურბანული განვითარების საკითხებს. მოგვიანებით მექნება შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ბოლო წლების განმავლობაში როგორც უნგრეთი, ისე საქართველო ღიად საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელ მსოფლიოში წარმოდგენილია ფსევდოლიბერალიზმის იდეოლოგიის სახით და უდიდეს საფრთხეს, გამოწვევას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამაზეც გვექნება საუბარი. მინდა, მადლობა გადავუხადო უნგრულ მხარეს თბილი მიღებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კონფერენციას, თბილისის მერის თქმით, ქართული მხარე დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს მიმოიხილავს, მათ შორის მთავარი სასაუბრო თემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განვითარება იქნება.

„ვისაუბრებთ ზოგადად გამოწვევებზე, რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და გადაადგილების კომფორტულობას. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს დღის განმავლობაში. შესაბამისად, უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და კომფორტული. ამ მიმართულებით გვაქვს სიახლეები - შეძენილი გვაქვს მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც 2026 წლიდან დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა. გარდა ამისა, ვისაუბრებთ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით, რა მიდგომა გვაქვს, როგორია ჩვენი დამოკიდებულება. მათი მხრიდან მოვისმენთ, როგორ უპასუხეს მსგავს გამოწვევებს. ვფიქრობ, საინტერესო და კარგი მაგალითების გადმოტანა შეგვეძლება საქართველოში", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე ბუდაპეშტში, დელეგაციასთან ერთად, პირველ დეკემბერს გაემგზავრა.მასთან ერთად იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის წევრები და თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ბაგაშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ -კახა კალაძე
"მინდა, მადლობა გადავუხადო უნგრულ მხარეს თბილი მიღებისთვის" - ბუდაპეშტში კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას - გია ვოლსკი BBC-ის მასალაზე
არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, რომ ქვეყანაში დავრჩით კაცები -ალეკო ელისაშვილი
ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი, ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს-პრემიერი
განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ განათლების რეფორმას, არასაკმარისად განათლებულ საზოგადოებაში იოლია ბოლშევიზმის, ფაშიზმის და ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელება -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა რომ ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, ჯეიმს ო'ბრაიენისთვისაც მაქვს ნათქვამი, ვერ მოვისმინე ახსნა, რა პირით უნდა მოითხოვო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ამხელა რისკზე წასვლა-შალვა პაპუაშვილი
უკრაინის ომის დაწყებისას სახელისუფლებო კაბინეტებში უცხოეთის მაამებლები რომ მსხდარიყვნენ, დღევანდელი საფიქრალი ჩვენი ქვეყნის ნანგრევებიდან ამოყვანა იქნებოდა-შალვა პაპუაშვილი
როდესაც სიმდიდრის მოხვეჭა ხდება ცხოვრების თვითმიზანი, ეს არასწორია, ღმერთში ვმდიდრდებოდეთ - ამისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი - მეუფე შიო
არ შეიძლება ამას ბოდვა ეწოდოს, რადგან ეს არის პროვოკაცია საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
ლევან მაჭავარიანი ბრიუსელთან შეთანხმებულ ოპოზიციის მანიფესტზე: რადგან გამომჟღავნდა, რომ ეს ინფორმაცია უკვე გაჟონილი იყო, თავი აარიდეს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენას და მანიფესტი საერთოდ აღარ წაიკითხეს
თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტს ეწვევა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
„ძალიან საინტერესოა, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა ბატონი ელისაშვილი, რომელიც ჩვეულებრივი აგენტია“- ლევან მაჭავარიანი
„ლელო - ძლიერი საქართველო“ - ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია
,,ალეკო ელისაშვილის შემთხვევა პოლიტიკასთან კავშირში არ არის, პირიქით, პოლიტიკის მოკვლასთან არის კავშირში''- იაგო ხვიჩია
ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას -სალომე ზურაბიშვილი
ალეკო ელისაშვილს ალბათ ეგონა, გუშინდელი აქცია ხელისუფლებას გადააყენებდა, ჩავარდა სასოწარკვეთილებაში, ნახა სიზმარი და მერე ამისი ასრულება მოინდომა -გურამ მაჭარაშვილი
"არა მგონია, ელისაშვილი სასარგებლო იდიოტი იყოს და საინტერესოა, რამ აიძულა იმ ნაბიჯის გადადგმა"-ლევან მაჭავარიანი
"ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში-შალვა პაპუაშვილი