BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ -კახა კალაძე

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოზე მიმდინარეობს შეტევა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტყუილით გაჯერებული ინფორმაციები გაავრცელონ.

„ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. ხედავთ, როგორ მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე - თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა გაავრცელონ ინფორმაციები, რომელიც მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული. არ ვიცი, საერთოდ ღირს თუ არა სერიოზული პასუხის გაცემა ამ ტიპის სისულელეებზე", - აღნიშნა კახა კალაძემ.

BBC გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: BBC-ის მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს". კერძოდ, BBC პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. ამასთან, BBC-ის ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ".

პარტია „ქართულმა ოცნებამ" დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

„გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო", - ნათქვამია „ქართული ოცნების" განცხადებაში.

 





მსგავსი სიახლეები
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ -კახა კალაძე
"მინდა, მადლობა გადავუხადო უნგრულ მხარეს თბილი მიღებისთვის" - ბუდაპეშტში კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას - გია ვოლსკი BBC-ის მასალაზე
არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, რომ ქვეყანაში დავრჩით კაცები -ალეკო ელისაშვილი
ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი, ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს-პრემიერი
განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ განათლების რეფორმას, არასაკმარისად განათლებულ საზოგადოებაში იოლია ბოლშევიზმის, ფაშიზმის და ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელება -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა რომ ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, ჯეიმს ო'ბრაიენისთვისაც მაქვს ნათქვამი, ვერ მოვისმინე ახსნა, რა პირით უნდა მოითხოვო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ამხელა რისკზე წასვლა-შალვა პაპუაშვილი
უკრაინის ომის დაწყებისას სახელისუფლებო კაბინეტებში უცხოეთის მაამებლები რომ მსხდარიყვნენ, დღევანდელი საფიქრალი ჩვენი ქვეყნის ნანგრევებიდან ამოყვანა იქნებოდა-შალვა პაპუაშვილი
როდესაც სიმდიდრის მოხვეჭა ხდება ცხოვრების თვითმიზანი, ეს არასწორია, ღმერთში ვმდიდრდებოდეთ - ამისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი - მეუფე შიო
არ შეიძლება ამას ბოდვა ეწოდოს, რადგან ეს არის პროვოკაცია საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
ლევან მაჭავარიანი ბრიუსელთან შეთანხმებულ ოპოზიციის მანიფესტზე: რადგან გამომჟღავნდა, რომ ეს ინფორმაცია უკვე გაჟონილი იყო, თავი აარიდეს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენას და მანიფესტი საერთოდ აღარ წაიკითხეს
თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტს ეწვევა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს
„ძალიან საინტერესოა, თუ ვისი მითითებით მოქმედებდა ბატონი ელისაშვილი, რომელიც ჩვეულებრივი აგენტია“- ლევან მაჭავარიანი
„ლელო - ძლიერი საქართველო“ - ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია
,,ალეკო ელისაშვილის შემთხვევა პოლიტიკასთან კავშირში არ არის, პირიქით, პოლიტიკის მოკვლასთან არის კავშირში''- იაგო ხვიჩია
ვემიჯნები სახელმწიფო ინსტიტუტებზე ნებისმიერი სახის ძალადობას, თავდასხმას და პროვოკაციის მცდელობას -სალომე ზურაბიშვილი
ალეკო ელისაშვილს ალბათ ეგონა, გუშინდელი აქცია ხელისუფლებას გადააყენებდა, ჩავარდა სასოწარკვეთილებაში, ნახა სიზმარი და მერე ამისი ასრულება მოინდომა -გურამ მაჭარაშვილი
"არა მგონია, ელისაშვილი სასარგებლო იდიოტი იყოს და საინტერესოა, რამ აიძულა იმ ნაბიჯის გადადგმა"-ლევან მაჭავარიანი
"ალდეს" წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ტერორისტული აქტის განხორციელება სცადა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღირებულებებით სავსე ევროკავშირში-შალვა პაპუაშვილი