საერთაშორისო ვებინარი თემაზე - “ამომრჩეველთა რეგისტრაცია და მისი სამომავლო პერსპექტივა“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლებმა საერთაშორისო ვებინარში მიიღეს მონაწილეობა. ვებინარი, სახელწოდებით "ამომრჩეველთა რეგისტრაცია და მისი სამომავლო პერსპექტივა" საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) მიერ იყო ორგანიზებული.

ვებინარის განმავლობაში მონაწილეებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და განიხილეს ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული თემები, მათ შორის ტექნოლოგიების გამოყენება ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესში. მომხსენებლებმა ასევე დეტალურად ისაუბრეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის მოდერნიზების ეტაპებსა და მის სამომავლო პერსპექტივებზე.

ვებინარს ცესკოს ამომრჩეველთა სიების ფორმირების მენეჯერი გიორგი სეხნიაშვილი, საარჩევნო პრაქტიკისა და ანგარიშების ანალიზის მენეჯერი მაკა ბენაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების თანამშრომელი ქრისტინა თოლორდავა ესწრებოდნენ.

ვებინარი საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით 28 ნოემბერს გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტები მონაწილეობდნენ.

 





მსგავსი სიახლეები
ინტენსიური თოვის გამო, გზის მელე-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდულია
თეატრ "სახელოსნო 42"-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი
საერთაშორისო ვებინარი თემაზე - “ამომრჩეველთა რეგისტრაცია და მისი სამომავლო პერსპექტივა“
მთავრობა ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს
1 - ლი დეკემბრის ამინდის პოგნოზი
1-ელი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ჰაერში მტვრის ნაწილაკების მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ''- გარემოს ეროვნული სააგენტო
30 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
რა უნდა გავითვალისწინოთ ანტიბიოტიკოთერაპიის დროს? – მიკრობიოტას დაცვა და დიარეის პრევენცია
გამოცხადდა 2025 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბენზინმზიდში მოწყობილ სამალავში დიდი ოდენობით ფიცარი გამოავლინა
საზოგადოება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი განათლების დაფინანსების პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ცესკოსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა