დავით მათიკაშვილი: შუბებით, არბალეტებით და მშვილდ – ისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ?

 

"გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო," - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.

მმართველი პარტია წერს, რომ მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად, არ არის წარმოდგენილი არანაირი ფაქტი და ყველა ვარაუდი დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ BBC-იმ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხი, თუმცა არც ერთი მათგანი არ გამოაქვეყნა.

საკითხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმაც.

"ეს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერების გამოყენება რომ დააფიქსირეს, რატომ ვერ შეამჩნიეს, რომ მაგ დროს შუბებით, არბალეტებით და მშვილდ - ისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, ან ლოდმტყორცნებს რომ იყენებდნენ ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლები, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ.

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მთავარია ის, ვინ მიაწოდა მათ ეს აბსურდი, ყოველგვარ ზღვარს გადასული მსჯელობა. არ გააჩნია არანაირი ლოგიკური, ადამიანური ახსნა, გარდა ერთისა - იმ გებელსისეული მეთოდებით ისეთი ტყუილი დააბრალონ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომ შემდეგ საკუთარი ნეგატიური ინტერესის განხორციელება გაუადვილდეთ. სხვათა შორის, ეს ის ტელეკომპანიაა, რომლის დირექტორიც და მთავარი ამბის ხელმძღვანელიც გადადგა, თუ არ ვცდები, რადგან ტრამპის მიმართ ტყუილის შემცველი ინფორმაცია გაავრცელა," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
შვიდი ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს
„ლელო“ აპირებს, თუ არა გარიცხოს ალეკო ელისაშვილი? - მაინტერესებს „ალდეს“ ტერორისტები უნდა ჰყავდეს რიგებში და მერე რამეს გველაპარაკებოდეს ევროპული პარტია?''- შალვა პაპუაშვილი
,,უნგრელები ყოველთვის მხარს დავუჭერთ ქართველებს, კარგად ვიცით დინების საწინააღმდეგო ცურვის შეგრძნება''- პიტერ სიიარტო
,,ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, ამ შემთხვევაში იარაღადაა გამოყენებული BBC-ის სიუჟეტი,''- შალვა პაპუაშვილი
დავით მათიკაშვილი: შუბებით, არბალეტებით და მშვილდ – ისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ?
,,ვნახეთ ცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, ეს თუ დადასტურდა, მიუღებელი იქნება''- ანიტა ჰიპერი
,, ევროპული ღირებულება არის არა ომი, უსამართლობა და შანტაჟი, არამედ ღირსება, სამართლიანობა, საკუთარი და სხვისი კულტურის პატივისცემა და მშვიდობისთვის ბრძოლა''- კახა კალაძე
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ -კახა კალაძე
"მინდა, მადლობა გადავუხადო უნგრულ მხარეს თბილი მიღებისთვის" - ბუდაპეშტში კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას - გია ვოლსკი BBC-ის მასალაზე
არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, რომ ქვეყანაში დავრჩით კაცები -ალეკო ელისაშვილი
ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი, ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს-პრემიერი
განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ განათლების რეფორმას, არასაკმარისად განათლებულ საზოგადოებაში იოლია ბოლშევიზმის, ფაშიზმის და ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელება -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა რომ ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, ჯეიმს ო'ბრაიენისთვისაც მაქვს ნათქვამი, ვერ მოვისმინე ახსნა, რა პირით უნდა მოითხოვო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ამხელა რისკზე წასვლა-შალვა პაპუაშვილი
უკრაინის ომის დაწყებისას სახელისუფლებო კაბინეტებში უცხოეთის მაამებლები რომ მსხდარიყვნენ, დღევანდელი საფიქრალი ჩვენი ქვეყნის ნანგრევებიდან ამოყვანა იქნებოდა-შალვა პაპუაშვილი
როდესაც სიმდიდრის მოხვეჭა ხდება ცხოვრების თვითმიზანი, ეს არასწორია, ღმერთში ვმდიდრდებოდეთ - ამისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი - მეუფე შიო
არ შეიძლება ამას ბოდვა ეწოდოს, რადგან ეს არის პროვოკაცია საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
ლევან მაჭავარიანი ბრიუსელთან შეთანხმებულ ოპოზიციის მანიფესტზე: რადგან გამომჟღავნდა, რომ ეს ინფორმაცია უკვე გაჟონილი იყო, თავი აარიდეს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენას და მანიფესტი საერთოდ აღარ წაიკითხეს
თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტს ეწვევა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს