,,ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, ამ შემთხვევაში იარაღადაა გამოყენებული BBC-ის სიუჟეტი,''- შალვა პაპუაშვილი

 

ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, ერთი მხრივ, გარე დავალებების მიმცემები და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით აგენტები როგორ ერთიანად, ორკესტრირებულად ამუშავდნენ ცრუ ნარატივის გასავრცელებლად, - განუცხადა ჟურნალისტებს BBC-ს სტატიასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ვიზიტისას.

მისივე თქმით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება.

„ვფიქრობ, ერთ სიუჟეტზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რა გამოჩნდა ამ სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ. პირდაპირ დავინახეთ ჩვენ სქემა - როგორ ორკესტრირდება ცრუ ნარატივების გავრცელება.

ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, ერთი მხრივ, გარე დავალებების მიმცემები და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით აგენტები როგორ ერთიანად, ორკესტრირებულად ამუშავდნენ ცრუ ნარატივის გასავრცელებლად, რაც საერთო ჯამში სასარგებლო პროცესიცაა, რადგან ბოლომდე იშიფრება ყველა - აგენტიც და მისთვის დავალებების მიმცემები. დღეს ზუსტად დავინახეთ სახელებითა და გვარებით და სახეებით ვიხილეთ ვინც არიან ისინი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ.

ამან აჩვენა, რომ ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება და მათ შორის, ზუსტად ეს სიუჟეტი და ის სიყალბე, რომელიც ამ სიუჟეტით იყო აწყობილი, სწორედ ამას ემსახურება. სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, ამ შემთხვევაში იარაღადაა გამოყენებული BBC-ის ეს სიუჟეტი, თუმცა დამკვეთები და მათი მიზნები ძალიან კარგად გამოჩნდა იმ გამოხმაურებებითა და გარშემო არსებული ვითარებით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ამ სიუჟეტის შემდეგ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
შვიდი ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს
„ლელო“ აპირებს, თუ არა გარიცხოს ალეკო ელისაშვილი? - მაინტერესებს „ალდეს“ ტერორისტები უნდა ჰყავდეს რიგებში და მერე რამეს გველაპარაკებოდეს ევროპული პარტია?''- შალვა პაპუაშვილი
,,უნგრელები ყოველთვის მხარს დავუჭერთ ქართველებს, კარგად ვიცით დინების საწინააღმდეგო ცურვის შეგრძნება''- პიტერ სიიარტო
,,ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, ამ შემთხვევაში იარაღადაა გამოყენებული BBC-ის სიუჟეტი,''- შალვა პაპუაშვილი
დავით მათიკაშვილი: შუბებით, არბალეტებით და მშვილდ – ისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ?
,,ვნახეთ ცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, ეს თუ დადასტურდა, მიუღებელი იქნება''- ანიტა ჰიპერი
,, ევროპული ღირებულება არის არა ომი, უსამართლობა და შანტაჟი, არამედ ღირსება, სამართლიანობა, საკუთარი და სხვისი კულტურის პატივისცემა და მშვიდობისთვის ბრძოლა''- კახა კალაძე
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ -კახა კალაძე
"მინდა, მადლობა გადავუხადო უნგრულ მხარეს თბილი მიღებისთვის" - ბუდაპეშტში კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას - გია ვოლსკი BBC-ის მასალაზე
არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, რომ ქვეყანაში დავრჩით კაცები -ალეკო ელისაშვილი
ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი, ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს-პრემიერი
განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ განათლების რეფორმას, არასაკმარისად განათლებულ საზოგადოებაში იოლია ბოლშევიზმის, ფაშიზმის და ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელება -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა რომ ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, ჯეიმს ო'ბრაიენისთვისაც მაქვს ნათქვამი, ვერ მოვისმინე ახსნა, რა პირით უნდა მოითხოვო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ამხელა რისკზე წასვლა-შალვა პაპუაშვილი
უკრაინის ომის დაწყებისას სახელისუფლებო კაბინეტებში უცხოეთის მაამებლები რომ მსხდარიყვნენ, დღევანდელი საფიქრალი ჩვენი ქვეყნის ნანგრევებიდან ამოყვანა იქნებოდა-შალვა პაპუაშვილი
როდესაც სიმდიდრის მოხვეჭა ხდება ცხოვრების თვითმიზანი, ეს არასწორია, ღმერთში ვმდიდრდებოდეთ - ამისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი - მეუფე შიო
არ შეიძლება ამას ბოდვა ეწოდოს, რადგან ეს არის პროვოკაცია საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
ლევან მაჭავარიანი ბრიუსელთან შეთანხმებულ ოპოზიციის მანიფესტზე: რადგან გამომჟღავნდა, რომ ეს ინფორმაცია უკვე გაჟონილი იყო, თავი აარიდეს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენას და მანიფესტი საერთოდ აღარ წაიკითხეს
თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტს ეწვევა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ავრცელებს