„ლელო“ აპირებს, თუ არა გარიცხოს ალეკო ელისაშვილი? - მაინტერესებს „ალდეს“ ტერორისტები უნდა ჰყავდეს რიგებში და მერე რამეს გველაპარაკებოდეს ევროპული პარტია?''- შალვა პაპუაშვილი
ადამიანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი და ამას აღიარებს, ახლა არის მარტივი კითხვა, აპირებს თუ არა „ლელო" გარიცხოს ალეკო ელისაშვილი საკუთარი რიგებიდან, თუ უნდა დარჩეს ტერორისტი მათ რიგებში?, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ალეკო ელისაშვილის მიერ მოწყობილი „ტერორისტული აქტი" არის სრულად შედეგი იმისა, რომ ბრიუსელმა რამდენჯერმე თვალი დახუჭა მათზე, ვინც მოძალადეები იყვნენ.
„თავადაც აღიარებს, რომ ჩაიდინა ტერორისტული აქტი. სასამართლო დაადგენს მოტივაციის საკითხებს და სხვა საკითხებს. მაგრამ ფაქტია, რომ თავად აღიარებს, რომ დაგეგმა, მოამზადა და ცივსისხლიანად განახორციელა ტერორისტული აქტი. ასე რომ ყველაფერი გასაგებია. გაუგებარია ის, რომ „ლელოს" განცხადება ვნახე, ისინი გმობენ. დაგმობა, მაშინ უნდა ყოფილიყო, ვიღაც ცუდ განცხადებას თუ გააკეთებდა. ადამიანმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი და ამას აღიარებს, ახლა არის მარტივი კითხვა, აპირებს თუ არა „ლელო" გარიცხოს ალეკო ელისაშვილი საკუთარი რიგებიდან, თუ უნდა დარჩეს ტერორისტი მათ რიგებში?
გამოხმაურება ვნახეთ „ალდესგან", რომლის წევრიც არის „ლელო" და მისი ლიდერები ელისაშვილის ჩათვლით. მაინტერესებს ტერორისტები უნდა ჰყავდეთ რიგებში და ამის მერე რამეს უნდა გველაპარაკებოდეს ეს ევროპული პარტია? სხვა დროის წუთი არ გავა და „ალდეს" სხვადასხვა ლიდერები „ტვიტერს" აიკლებენ ხოლმე სხვადასხვა ტექსტებით, სად არის ამ საკითხზე გამოხმაურება. მათი წევრი პარტიის ლიდერმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი და არც გმობენ, არც ემიჯნებიან, არც რიცხავენ, ნული რეაქცია. ეს არის სწორედ იმ ტვინის გამორეცხვის შედეგი, რასაც გარედან ვხედავთ. შეგახსენებთ ზარს, რომელიც ერთ-ერთმა ევროკომისარმა განახორციელა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და იმ მინიშნებას, რაც ამ ზარში მიცა. ეს არის სწორედ, ამაზე მიანიშნებდა, რომ იმდენად ტვინს გამოურეცხავენ ადამიანებს, წავლენ დანაშაულზე. ეს არის შედეგი იმის, რომ მათ, ვისი კერპიც ამ ადამიანებს აღმართული აქვთ და ვისზეც ლოცულობენ, არ დაუგმიათ 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა, პირიქით იხუტებენ იმ ადამიანებს. როდესაც არ დაგმობ ძალადობას, მიიღებ ექსტრემიზმს, როდესაც არ დაგმობ ექსტრემიზმს, მიიღებ ტერორიზმს. ეს ტერორისტული აქტი არის სრულად შედეგი იმისა, რომ თვალი დაუხუჭა ბრიუსელმა და მისმა ელჩებმა, პოლიტიკოსებმა და უფრო მეტიც, კიდევ უფრო მეტად ჩაიხუტეს ისინი, ვინც მოძალადეები იყვნენ. ეს არის ევროპული სტილის ძალადობა საქართველოში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
,,უკანონო მიგრაცია საქართველოში უნდა შეჩერდეს''- შალვა პაპუაშვილი
შვიდი ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს
„ლელო“ აპირებს, თუ არა გარიცხოს ალეკო ელისაშვილი? - მაინტერესებს „ალდეს“ ტერორისტები უნდა ჰყავდეს რიგებში და მერე რამეს გველაპარაკებოდეს ევროპული პარტია?''- შალვა პაპუაშვილი
,,უნგრელები ყოველთვის მხარს დავუჭერთ ქართველებს, კარგად ვიცით დინების საწინააღმდეგო ცურვის შეგრძნება''- პიტერ სიიარტო
,,ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, ამ შემთხვევაში იარაღადაა გამოყენებული BBC-ის სიუჟეტი,''- შალვა პაპუაშვილი
დავით მათიკაშვილი: შუბებით, არბალეტებით და მშვილდ – ისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ?
,,ვნახეთ ცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, ეს თუ დადასტურდა, მიუღებელი იქნება''- ანიტა ჰიპერი
,, ევროპული ღირებულება არის არა ომი, უსამართლობა და შანტაჟი, არამედ ღირსება, სამართლიანობა, საკუთარი და სხვისი კულტურის პატივისცემა და მშვიდობისთვის ბრძოლა''- კახა კალაძე
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ -კახა კალაძე
"მინდა, მადლობა გადავუხადო უნგრულ მხარეს თბილი მიღებისთვის" - ბუდაპეშტში კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას - გია ვოლსკი BBC-ის მასალაზე
არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, რომ ქვეყანაში დავრჩით კაცები -ალეკო ელისაშვილი
ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი, ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს-პრემიერი
განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ განათლების რეფორმას, არასაკმარისად განათლებულ საზოგადოებაში იოლია ბოლშევიზმის, ფაშიზმის და ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელება -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა რომ ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, ჯეიმს ო'ბრაიენისთვისაც მაქვს ნათქვამი, ვერ მოვისმინე ახსნა, რა პირით უნდა მოითხოვო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ამხელა რისკზე წასვლა-შალვა პაპუაშვილი
უკრაინის ომის დაწყებისას სახელისუფლებო კაბინეტებში უცხოეთის მაამებლები რომ მსხდარიყვნენ, დღევანდელი საფიქრალი ჩვენი ქვეყნის ნანგრევებიდან ამოყვანა იქნებოდა-შალვა პაპუაშვილი
როდესაც სიმდიდრის მოხვეჭა ხდება ცხოვრების თვითმიზანი, ეს არასწორია, ღმერთში ვმდიდრდებოდეთ - ამისკენ მოგვიწოდებს მაცხოვარი - მეუფე შიო
არ შეიძლება ამას ბოდვა ეწოდოს, რადგან ეს არის პროვოკაცია საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
ლევან მაჭავარიანი ბრიუსელთან შეთანხმებულ ოპოზიციის მანიფესტზე: რადგან გამომჟღავნდა, რომ ეს ინფორმაცია უკვე გაჟონილი იყო, თავი აარიდეს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენას და მანიფესტი საერთოდ აღარ წაიკითხეს
თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტს ეწვევა