ტრიქლორეთილენი კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში , მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება... წყალში! - ირაკლი ალადაშვილი BBC-ის სტატიას ეხმაურება

 

"რამდენად საფუძვლიანია "ბი-ბი-სის" ბრალდება, თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების თაობაზე?

ბრიტანულმა BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ საქართველოს შსს-მ ბოლო წლებში მიტინგების დაშლისას თითქოს გამოიყენა ისეთი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს ქიმიური იარაღის სახით ხმარობდნენ...
BBC-ის ცნობით, ესაუბრნენ World Service-ის ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ "მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა "კამიტი" (Camite) უწოდეს".

"კამიტი" საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, მაგრამ ითვლება, რომ მას 1930-იანი წლებიდან აღარ იყენებდნენ, ხანგრძლივი ეფექტის შესახებ არსებული შეშფოთების გამო. ის ჩაანაცვლეს CS გაზით - რომელსაც ხშირად "ცრემლსადენ გაზს" უწოდებენ", - წერს BBC-ი.

ეს ძალზე სერიოზული ბრალდებაა, რომლის დასამტკიცებლად BBC-ის საგამომძიებლო ჟურნალისტებმა სამი ძირითადი არგუმენტი მოიყვანეს:

პირველი - გამოკითხეს მომიტინგეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სხვადასხვა სიმპტომს უჩიოდნენ, მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა;

მეორე - ესაუბრნენ შსს-ს ყოფილ თანამშრომელს ლაშა შერგელაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს მას დაავალეს შეემოწმებინა წყალმტყორცნი მანქანების ავზებში კონკრეტული ქიმიური ნივთიერების შერევის შემდეგ წარმოქმნილი ეფექტი, რის შემდეგაც მან და მისმა ორ ათეულამდე კოლეგამ თავი ცუდად იგრძნო და მისი რეკომენდაცია იყო, აღარ გამოეყენებინათ ეს ნივთიერება, თუმცა მას 2022 წლამდე (ვიდრე შერგელაშვილი ჯერ კიდევ მუშაობდა შსს-ს სტრუქტურაში) მაინც ამატებდნენ იმ წყალმტყორცნი მანქანების ავზებში, რომლებიც დემონსტრანტების წყლის ჭავლის საშუალებით დაშლისას გამოიყენებოდნენ;

მესამე - გამოცემის ცნობით, მათ მოახერხეს საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქიმიასთან დაკავშირებული ინვენტარის ნუსხის ასლის მოპოვება, რომელიც 2019 წლის დეკემბრით თარიღდება.

"აღმოვაჩინეთ, რომ ის შეიცავდა ორ უსახელო ქიმიურ ნივთიერებას. ისინი უბრალოდ სიაში ეწერა, როგორც "ქიმიური სითხე UN1710" და "ქიმიური ფხვნილი UN3439", შერევის ინსტრუქციებთან ერთად. გვინდოდა გადაგვემოწმებინა, იყო თუ არა ეს სია ავთენტური, ამიტომ ის ვაჩვენეთ სპეცრაზმის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილი ჩანდა. მისი თქმით, ორი ქიმიური ნივთიერება, რომელიც დასახელებული არ არის, სავარაუდოდ, ის ქიმიური ნივთიერებები იყო, რომლებიც წყლის ჭავლში ჩაამატეს", - წერს BBC-ი.

გამოცემის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი იყო იმის გარკვევა, თუ რა იყო ეს ქიმიკატები. BBC წერს, რომ UN1710-ის იდენტიფიცირება ადვილი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი, გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს.

"UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, რომელთაგან ყველა საშიშია. აღმოვაჩინეთ, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლის აგენტად, არის ბრომბენზილციანიდი, ასევე, ცნობილი როგორც კამიტი, რომელიც მოკავშირეებმა შექმნეს პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად.

რა კომენტარის გაკეთება შეიძლება ბრიტანული BBC-ის ამ გამოძიებაზე?
პირველი - იმ არალეტალური სპეციალური საშუალებებიდან, რასაც საქართველოში 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევიდან იყენებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქიმიასთან კავშირი აქვს ე.წ. წიწაკის სპრეის ახლო მანძილზე მოქმედ ბალონებსა და ცრემლსადენი და გამაღიზიანებელი აირით (და არა „მხუთავი გაზით", როგორც ამას ხშირად შეცდომით აცხადებენ) დატუმბულ ყუმბარებს, რომლებსაც თოფიდან ისვრიან.

მათ გამოყენებას თავის უსაფრთხოების ინსტრუქცია ახლავს - არ შეიძლება აირით დატუმბული ყუმბარის ახლო მანძილზე ადამიანზე დამიზნებით სროლა, რადგან ამ შემთხვევაში დამაზიანებელ საშუალებად თავად ამ ყუმბარის კონსტრუქცია იქცევა (2007 წლის 7 ნოემბერს სწორედ ასე დაასახიჩრეს რამდენიმე დემონსტრანტი);

მეორე - წყალმტყორცნი მანქანების გამოყენება დემონსტრაციების დასაშლელად მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ის ყველაზე ნაკლებად სახიფათოდ ითვლება, იმავე ხელკეტების, „წიწაკის სპრეის", ცრემლსადენი ყუმბარების და მით უმეტეს - რეზინის ტყვიების გამოყენებასთან შედარებით;

მესამე - საქართველოს შსს, 2007 წლიდან მოყოლებული, ყოველი მიტინგის დაშლა-დარბევისას იყენებს წყალმტყორცნ მანქანებს, რომლებიც „რობოკოპების" კოლოფის შუაში დგანან და იქიდან დიდი წნევით უშვებენ წყლის ნაკადს დემოსტრანტების დასაშლელად.

ერთი წლის წინ დაწყებული დემონსტრაციების დროს, 2024 წლის დეკემბერში, შსს-მ პირველად გამოიყენა თურქეთში ნაყიდი Nurol Makina-ს EJDER TOMA® 4x4-ის ტიპის სპეციალური დანიშნულების წყალმტყორცნი, რომელიც განკუთვნილია ადამიანების ჯგუფების დასაშლელად, წყლის ჭავლის (და არა მარტო) გამოყენებით.

და არა მარტოში, იგულისხმება ის, რომ ამ ორხიდიან სპეცმანქანას ოთხი ავზი უყენია. პირველი, ყველაზე დიდი ავზი 10 ათასი ლიტრი წყლის სატარებლადაა განკუთვნილი, მეორე და მესამე - 60-60-ლიტრიან ავზებში, შესაბამისად, ცრემლსადენი აირი და საღებავია მოთავსებული, ხოლო მეოთხე, 80-ლიტრიანი ავზი კი ქაფითაა გავსებული.

მანქანის ეკიპაჟს შეუძლია, წყლის მასას შეურიოს სხვა ავზების შემადგენლობაც და მძლავრი, დისტანციურად მართვადი ბრანდსპოინტებიდან მაღალი წნევით გარშემო, ათეულ მეტრზე ისე გატყორცნოს წყლის ჭავლი, რომ ადამიანები წააქციოს...

ანუ წყალმტყორცნი მანქანის კონსტრუქციაში თავიდანვე ტექნიკურად გათვალისწინებულია დამატებითი ავზები, რომელშიც მოთავსებული ქიმიური ნივთიერებები ერევა წყალს და ისე გაიტყორცნება ბრანდსპოინტებიდან.

და ეს უკვე მათ სინდისზეა, თუ რა სახის ქიმიურ ნივთიერებებს და რა კონცენტრაციით ჩაასხამენ წყალმტყორცნი მანქანის დამატებით ავზებში...

ახლა რაც შეეხება BBC-ის მხრიდან მტკიცებას, რომ დემონსტრანტების დასაშლელად წყალმტყორცნი მანქანების ავზებში წყალთან შერეული იქნა „ქიმიური სითხე UN1710" - ტრიქლორეთილენი და „ქიმიური ფხვნილი UN3439"- ბრომბენზილციანიდი...

BBC-ის ჟურნალისტები სტატიაში წერენ, რომ ტრიქლორეთილენი არის „გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს".

ტრიქლორეთილენი - C2HCl3 მართლაც არის კარგი გამხსნელი (მას ადრე ნარკოზადაც კი გამოიყენებდნენ), ოღონდ მის ქიმიურ თვისებებში გარკვევითაა მითითებული, რომ ის კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება... წყალში!

„კამიტად" მოხსენიებული ბრომბენზილციანიდი -C6H5CHBrCN, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ანტანტის ჯარების მიერ იქნა გამოყენებული, კარგად იხსნება ბენზოლში, ეთანოლში, მაგრამ, ასევე, მცირედ იხსნება წყალში...

ამასთან, ბრომბენზილციანიდი „ჭამს" ლითონს და ამიტომაც მას მინის ან ფაიფურის ჭურჭელში თუ ინახავენ, შესაბამისად, ამ ნივთიერებას შეეძლო წყალმტყორცნი მანქანების ლითონისგან დამზადებული ავზების დაზიანებაც...

BBC-იმ დიდი მოცულობის ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, სპეციალისტების გამოკითხვის ჩათვლით და ჩვენ ვერ შევძლებთ სრული მტკიცებით კატეგორიულად დავადასტუროთ ან უარვყოთ მათ მიერ გამოტანილი დასკვნები, თუმცა ჩვენს ვარაუდს გამოვთქვამთ...
პირველი - წყალმტყორცნ მანქანებში წყალთან დამატებითი ქიმიური ნივთიერებების შერევა ჯერ კიდევ 2009 წლიდან დაუწყიათ და ეს პრაქტიკა დღემდე გრძელდება, ისევე, როგორც 2007 წლიდან დაიწყო და გრძელდება აირის შემცველი ყუმბარების, „წიწაკის სპრეისა" და აკუსტიკური იარაღის გამოყენება დემონსტრაციების დაშლისას.

ერთი ეგაა, რომ ბოლო დროს აღარ იყენებენ რეზინის ტყვიებს და რაც უფრო საშიშია, FN-303-ის პლასტიკურ ტყვიებს, რომელთა „საბრძოლო ნათლობაც" 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისას განხორციელდა (სხვათა შორის, ამ აქციის დარბევის შემდეგ ამ სტატიის ავტორი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მიიწვიეს ექსპერტის რანგში, იმის ასახსნელად, თუ რატომ იყო სახიფათო FN-303-ის 8,5-გრამიანი პლასტიკური ტყვიის 90 მ/წმ-მდე საწყისი სიჩქარით გასროლა რამდენიმე მეტრში მდგარი მომიტინგის სახისკენ - „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების მწვავე კრიტიკის შემდეგ იძულებული გავხდი, მეპასუხა - ისე არ მოხდეს, რომ ხელისუფლების ნაცვლად ქუჩის ოპოზიციაში აღმოჩნდეთ და მერე თქვენ თავზე „გამოსცადოთ" FN-303 -იდან ნასროლი პლასტიკური ტყვიების სიმწარე-მეთქი, როგორც აღმოჩნდა, ენამ მიყივლა...);

მეორე - თუკი BBC-ის მიერ დასახელებული ტრიქლორეთილენი საერთოდ არ იხსნება წყალში, ხოლო ბრომბენზილციანიდი თითქმის არ იხსნება წყალში, ტექნიკურად როგორ შეიძლება მათი შერევა წყალმტყორცნი მანქანების ავზებში წყალთან და ისე გატყორცნა ბრანდსპოინტებიდან?

ჩვენი ვერსიით, რომელსაც არ აქვს პრეტენზია, ერთადერთ სწორ ახსნაზე, წყალმტყორცნი მანქანის იმ ავზში, რომელშიც საღებავი თავსდება და გატყორცნილ წყალს ღებავს, დემონსტრანთა „მოსანიშნად", შეიძლება მაღალი კონცეტრაციის ნივთიერება ჩაასხეს, დარღვეული იქნა უსაფრთხოების წესები, რამაც გამოიწვია ის შედეგი, რასაც წყალმტყორნი მანქანიდან წყლის ჭავლგადავლებული დემონსტრანტები უჩიოდნენ...

თუმცა, სურვილის შემთხვევაში სიმართლის დადგენა რთული არ არის - წყალმტყორცნი მანქანების ავზების ქიმიური ექსპერტიზა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს...

P.S. „ქართული ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. პარტიის განცხადებით, BBC-იმ საქართველოს ხელისუფლების მიმართ მძიმე ბრალდებები გაავრცელა, რომელიც დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს," 

 

 





მსგავსი სიახლეები
"მე არ მაქვს საფუძველი, რაიმე ეჭვი შევიტანო რაც თქვა ვახტანგ გომელაურმა. მაგრამ, რეალურად, ამის გამოყენების რაიმე ნიშანი ხომ უნდა არსებობდეს?" - გიორგი ვოლსკი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე
"ვსაუბრობთ რაღაც საშუალებაზე, რომელიც 20-30-იანი წლების შემდეგ არავის გამოუყენებია და არავის კითხვა არ გასჩენია, ამათ საიდან მოიტანეს" - იაგო ხვიჩია BBC-ის საგამოძიებო მასალაზე
კახა კალაძე: მინდა, უნგრეთს და მის ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის
ტრიქლორეთილენი კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში , მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება... წყალში! - ირაკლი ალადაშვილი BBC-ის სტატიას ეხმაურება
,,ეს ნივთიერებები, რაზეც ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე'' - ვახტანგ გომელაური
,,უკანონო მიგრაცია საქართველოში უნდა შეჩერდეს''- შალვა პაპუაშვილი
შვიდი ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს
„ლელო“ აპირებს, თუ არა გარიცხოს ალეკო ელისაშვილი? - მაინტერესებს „ალდეს“ ტერორისტები უნდა ჰყავდეს რიგებში და მერე რამეს გველაპარაკებოდეს ევროპული პარტია?''- შალვა პაპუაშვილი
,,უნგრელები ყოველთვის მხარს დავუჭერთ ქართველებს, კარგად ვიცით დინების საწინააღმდეგო ცურვის შეგრძნება''- პიტერ სიიარტო
,,ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, ამ შემთხვევაში იარაღადაა გამოყენებული BBC-ის სიუჟეტი,''- შალვა პაპუაშვილი
დავით მათიკაშვილი: შუბებით, არბალეტებით და მშვილდ – ისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ?
,,ვნახეთ ცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, ეს თუ დადასტურდა, მიუღებელი იქნება''- ანიტა ჰიპერი
,, ევროპული ღირებულება არის არა ომი, უსამართლობა და შანტაჟი, არამედ ღირსება, სამართლიანობა, საკუთარი და სხვისი კულტურის პატივისცემა და მშვიდობისთვის ბრძოლა''- კახა კალაძე
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ -კახა კალაძე
"მინდა, მადლობა გადავუხადო უნგრულ მხარეს თბილი მიღებისთვის" - ბუდაპეშტში კახა კალაძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას - გია ვოლსკი BBC-ის მასალაზე
არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, რომ ქვეყანაში დავრჩით კაცები -ალეკო ელისაშვილი
ყველა პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად და უზრუნველყოფილი იქნება პროექტების მაღალი ხარისხი, ამაზე საქართველოს მთავრობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს-პრემიერი
განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ განათლების რეფორმას, არასაკმარისად განათლებულ საზოგადოებაში იოლია ბოლშევიზმის, ფაშიზმის და ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელება -ირაკლი კობახიძე
აშშ-ის ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა რომ ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, არათუ საჯაროდ, ჯეიმს ო'ბრაიენისთვისაც მაქვს ნათქვამი, ვერ მოვისმინე ახსნა, რა პირით უნდა მოითხოვო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ამხელა რისკზე წასვლა-შალვა პაპუაშვილი