2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ეს დღე სულიერ სიმშვიდეს და გრძნობების განახლებას გპირდებათ. დროა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ და ექიმს მიაკითხოთ. სიახლე, რომელიც ამ დღეს გელით, ოჯახის ყველა წევრისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იქნება. საღამოს ოჯახის რომელიღაც წევრის მოქმედება ძალიან გაგაღიზიანებთ.
კურო
ფრთხილად იყავით, რომ მუშაობის დროს შეცდომა არ დაუშვათ. პლანეტების ამჟამინდელი განლაგება თქვენი ფინანსური კეთილდღეობის გარანტია. ერიდეთ კატეგორიულობას და ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. გამორიცხული არ არის, რომ ხელფასი მოგიმატონ.
ტყუპები
შესაძლოა, ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს. ეცადეთ დამქანცველი სამუშაოს შემდეგ, საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. უფრთხილდით მბრძანებლობის სურვილს და ადამიანების ნაკლოვანებებზე საუბარს, თორემ შეიძლება მარტო დარჩეთ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური ზეიმისთვის. თავი შეიკავეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან, რაც წყენისა და გაღიზიანების გარდა არაფერს მოგიტანთ. სამთავრობო უწყებებში ვიზიტის დროს ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
ლომი
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას - შეიძლება მუცლის არეში ტკივილი იგრძნოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალი იდეებით შთაგაგონებთ და წარმატებას მოგიტანთ. გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო შეიძლება გეგმები შეცვალოთ.
ქალწული
რთული და დაძაბული დღეა. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ველი ვალის დაბრუნება მოგთხოვოთ ან საკუთარი ვალდებულებები შეგახსენოთ. ხელსაყრელი დღეა ცვლილებების, რემონტის დაწყების და ავეჯის შეძენისთვის. საღამოს ეცადეთ სპორტდარბაზში წასვლის დრო გამონახოთ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობების აღდგენისთვის. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, მშვიდად და უემოციოდ მიიღოთ. ამ დღეს შესაძლოა, ჯილდო ან სასჯელი მიიღოთ - ყველაფერი წარსულში თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული.
მორიელი
სავარაუდოდ, ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ გირჩევთ მაშინვე არ დაეთანხმოთ, რადგან შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. შესაძლოა, მეგობრებმა თეატრში ან კინოში მიგიწვიონ და უარი არ თქვათ. ბევრი მორიელი იპოვის იმას, რასაც ეძებდა.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა ხელოვნებისთვის, მაგრამ არა საქმისთვის. ბიზნესში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ელემენტარულმა შეცდომამ შეიძლება დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. თავი შეიკავეთ აქტიურობისგან - ეს დღე რადიკალური ცვლილებებისთვის ყველაზე ხელსაყრელია.
თხის რქა
ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელობებით დაგამახსოვრდებათ. გახსოვდეთ, რომ ტყუილით მხოლოდ საკუთარ თავს დაიზიანებთ, საყვარელ ადამიანთან ბოლომდე გულწრფელი უნდა იყოთ. ახალი საქმის დაწყების მცდელობა უშედეგო იქნება. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. გირჩევთ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
მერწყული
სავარაუდოდ, ეს დღე თქვენს მომავალ ქმედებებს განსაზღვრავს. გამორიცხული არ არის უსიამოვნო ამბავი ან გარემოებათა არახელსაყრელი დამთხვევა. სურვილის მიუხედავად, უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდი - დიდი შესყიდვებისთვის. მამაკაცები საზოგადოებას რაინდული საქმეებით გააოცებენ. სავარაუდოდ, პარტნიორთან მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმებას მიაღწევთ და სულიერ სიმშვიდეს დაიბრუნებთ.
მსგავსი სიახლეები
2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
ინტენსიური თოვის გამო, გზის მელე-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდულია
თეატრ "სახელოსნო 42"-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი
საერთაშორისო ვებინარი თემაზე - “ამომრჩეველთა რეგისტრაცია და მისი სამომავლო პერსპექტივა“
მთავრობა ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს
1 - ლი დეკემბრის ამინდის პოგნოზი
1-ელი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ჰაერში მტვრის ნაწილაკების მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ''- გარემოს ეროვნული სააგენტო
30 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
რა უნდა გავითვალისწინოთ ანტიბიოტიკოთერაპიის დროს? – მიკრობიოტას დაცვა და დიარეის პრევენცია
გამოცხადდა 2025 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბენზინმზიდში მოწყობილ სამალავში დიდი ოდენობით ფიცარი გამოავლინა