შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა მიიღო ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის სტატუსი -დავით მირცხულავა

ევროკომისიის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის „ორმხრივი ინტერესის პროექტის" სტატუსის მინიჭებას საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ეხმაურება.

მირცხულავას თქმით, ქართული პროექტისა და იდეისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება ქვეყნის დიდი გამარჯვებაა.

„დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ენერგეტიკოსს, ქართულმა პროექტმა და იდეამ: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტმა დღეს მიიღო ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის (Project of Mutual Interest (PMI)) სტატუსი!!!", - წერს დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს (BSSC), რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის" (PMI) სტატუსი მიანიჭა. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, აღნიშნული სტატუსის მქონე პროექტები ევროკავშირის დაფინანსების მიღებას შეძლებენ და დაჩქარებული ნებართვის გაცემისა და დაჩქარებული მარეგულირებელი პროცედურებით ისარგებლებენ, რაც მათ რეალიზაციასა და დროულ მიწოდებას შეუწყობს ხელს.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თანახმად, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

 





მსგავსი სიახლეები
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა მიიღო ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის სტატუსი -დავით მირცხულავა
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 1-ელი დეკემბრიდან დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება - მერია
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
,,თუ უკრაინაში ომი დასრულდა, ევროკავშირში შიდა ბრძოლა დაიწყება''- The Economist
ნაცი რუსთაველზეც ნაცია, სტადიონზეც და სპორტის სასახლეშიც -შალვა პაპუაშვილი
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა
28 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან სასოწარკვეთილი რადიკალები-ნინო წილოსანი
დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხში ვარაშავას არაფერს დააკისრებს
,,დაფინანსების სისტემა არის დასახვეწი''- პრემიერი
ჯეი დი ვენსი: მედია იტყუება, რათა პრეზიდენტის გეგმები ჩაშალოს
მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე - არსებობს განსახილველად მგრძნობიარე საკითხები - ზელენსკი
საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი ნატო-ს წევრობისთვის, ბურთი არის სრულად ალიანსის ტერიტორიაზე, კითხვების დასმა უნდა დასრულდეს -შალვა პაპუაშვილი
მარკ რუტე - საქართველოსთან თანამშრომლობა გვაქვს, შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება და ეს ვაცნობეთ ქართველებს
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის ევროპული ვარიანტი არაკონსტრუქციულია და მოსკოვისთვის მიუღებელი - იური უშაკოვი
,,ძალიან კარგია, რომ სიმართლე დადგინდა Credit Suisse-ის საქმესთან დაკავშირებით''-პრემიერი
ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ "კრედიტ სუისს" სასამართლო დავა მოუგო
2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება-გივი მიქანაძე
მოხარული ვართ, რომ საქართველო PABSEC-ის ოჯახის თავმჯდომარე ხდება- სოფია ვულდეფსი
„ვარდების რევოლუციის“ დროს სიკეთემ და სინათლემ გაიმარჯვა წარსულზე, სიბნელეზე, მაგრამ ეს ბრძოლა და ჯვარი ბოლომდე გვაქვს მისატანი''- თინა ბოკუჩავა
„პოლიტიკო“ - ევროპელები აღშფოთებული არიან აშშ-ის „სამშვიდობო გეგმით” და აცხადებენ, რომ სტივ უიტკოფს ფსიქიატრი სჭირდება