ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს (BSSC), რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, „საერთო ინტერესის პროექტებისა“ (PCI) და „ორმხრივი ინტერესის პროექტების“ (PMI) სტატუსი ევროკომისიამ სულ 235 საზღვრისპირა ენერგეტიკულ პროექტს მიანიჭა. როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, ამ 235 საზღვრისპირა პროექტის მხარდაჭერით, ევროკომისია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ ენერგეტიკულ კავშირს აძლიერებს.
შერჩეული პროექტები ევროკავშირის დაფინანსების მიღებას შეძლებენ და დაჩქარებული ნებართვის გაცემისა და დაჩქარებული მარეგულირებელი პროცედურებით ისარგებლებენ, რაც მათ რეალიზაციასა და დროულ მიწოდებას შეუწყობს ხელს.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეს პროექტები გააძლიერებს ენერგეტიკულ კავშირს მთელ ევროპის კონტინენტზე და მნიშვნელოვნად დააახლოებს ენერგოკავშირის სრულფასოვან შექმნასთან.
„ევროკომისიის მიერ მიღებული PCI და PMI სია წარედგინება ევროპარლამენტსა და საბჭოს დელეგირებული აქტის სახით განსახილველად, როგორც ამას TEN-E რეგულაცია მოითხოვს. ორივე თანაკანონმდებელს აქვს ორი თვე, რათა მიიღოს ან უარყოს სრული სია. მათ დოკუმენტში ცვლილებების შეტანის უფლება არ აქვთ.
ეს პროცესი შეიძლება, გაგრძელდეს ორი თვით, თანაკანონმდებლების მოთხოვნით. სიის დამტკიცების შემდეგ, კომისია გააძლიერებს თანამშრომლობას პროექტის ინიციატორებთან და წევრ სახელმწიფოებთან, რათა უზრუნველყოს შერჩეული პროექტების ყველაზე ეფექტური და სწრაფი განხორციელება“, – აღნიშნულია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსის (PMI) მოსაპოვებლად, ევროკომისიამ PCI (Projects of Common Interest)/PMI (Projects of Mutual Interest) პროექტების მიღების კონკურსი 2024 წელს გამოაცხადა, სადაც, სხვა ქვეყნების მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, წარდგენილი იქნა „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უკვე განახორციელა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ პროექტი პერსპექტიული და ტექნიკურ-ეკონომიკურად განხორციელებადია.
პროექტის თანახმად, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.
მსგავსი სიახლეები
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
საქართველოში Starbucks შემოდის - როდის და სად გაიხსნება პირველი ობიექტი?
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი აშშ-ში 15-მდე საინვესტიციო კომპანიას შეხვდნენ
თიბისის მხარდაჭერით, ლისის ტბაზე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი - The Lake - აშენდება
თიბისი x ილია თოფურია - მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
დემო დღე 2025 თიბისიში - მოტივაცია, გამჭვირვალეობა, სიახლეებისკენ სწრაფვა
სცადე, რას კარგავ? - თიბისის მობაილბანკში ინვესტირების დაწყება კიდევ უფრო გამარტივდა
პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ
რა ეღირება დოლარი და ევრო 4 დეკემბერს
გიორგი თხელიძე Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე სპიკერის რანგში წარდგა
თიბისის კიდევ ერთი სტუდენტური შეთავაზება დეკემბერში
უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება
რა ეღირება დოლარი და ევრო 3 დეკემბერს
ქართველი მეზღვაურების კვალიფიკაციის ზრდა და ღირსეული დასაქმება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტია -თამარ იოსელიანი
თიბისი საერთაშორისო ფორუმის - Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 - სპონსორი იყო
თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება
მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით -პრემიერი
თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა
ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა
რა ეღირება დოლარი და ევრო 2 დეკემბერს