შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია - მთავარია გჯეროდეს!
ახლის დაწყება ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შენამდე არავის გაუკეთებია. სხვისი იმედების გაცრუების, წარუმატებლობის და შენს თავთან დამარცხების შიში დიდია, მაგრამ, თუ გჯერა შენი მიზნების და შრომისმოყვარეობასთან ერთად გამბედაობასაც გამოიჩენ, შედეგი დაგანახებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!
თიბისის ახალი ვიდეორგოლი, რომელიც ქართველი არტისტის, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტის გიორგი ფოცხიშვილი ისტორიას გადმოგვცემს, სწორედ რთულ არჩევანზე, გამბედაობაზე, მხარდაჭერასა და თვითრწმენაზე გვიამბობს.
ცეკვის სამყაროში აღზრდა გიორგის მემკვიდრეობით ერგო. მამა ქართულის, ხოლო დედა კი ბალეტის მოცეკვავეები იყვნენ. მისთვის ბავშვობიდანვე ყოველდღიურობა იყო ცეკვის ის ჯადოსნური სამყარო, რასაც ჩვენ მხოლოდ სცენაზე ვუცქერთ.
ცეკვა ქართულით დაიწყო, მალე ბალეტსაც გაეცნო და აქ დაიწყო მისი, როგორც მოცეკვავის გაორება - არჩევანი ქართულ ცეკვასა და ბალეტს შორის უნდა გაეკეთებინა. რთულმა არჩევანმა და ორივესადმი სიყვარულმა გიორგის გადააწყვეტინა, რომ მისი ხელწერა ამ ორი მიმართულების სინთეზი იქნებოდა. იგი იქნებოდა პირველი, ვინც ქართული ცეკვის სიძლიერესა და ბალეტის ელეგანტურობას გაერთიანებდა.
გიორგის არჩევანს თან ახლდა შიში და კითხვები - გამოვა თუ არა, სწორია თუ არა, მაგრამ მშობლები, რომლებიც ხედავდნენ თუ როგორ მიჰყვებოდა თავიანთი შვილი ორივეს კვალს და სჯეროდათ მისი, მუდამ ეუბნებოდნენ: რაც არავის გაუკეთებია, არ ნიშნავს, რომ ვერც ვერავინ შეძლებს.
„ბევრი მიმეორებდა, რომ ორი განსხვავებული სტილის შეთავსებას ვერ შევძლებდი. არადა, მე ორივე მიტაცებდა, ორივე მომწონდა და მინდოდა - ქართული ცეკვის სიძლიერისა და ბალეტის ელეგანტურობის, ჩემებური სინთეზი შემექმნა. ჩემი მიზნის დავიჯერე და გზა ჯიუტად, საბალეტო სცენაზე გავაგრძელე. დღეს, ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემს ყოველ მოძრაობაში ქართულ ცეკვასა და ბალეტს ვაერთიანებ. მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი ისტორიაა, რომელიც ამ სიტყვების შთაგონებით გახდება შესაძლებელი: შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია - მთავარია, გჯეროდეს!“- ამბობს გიორგი.
რთულ არჩევანში გიორგის მთავარი მხარდამჭერი ოჯახი იყო. დედა და მამა მუდამ უმეორებდა, რომ რაც არავის გაუკეთებია, არ ნიშნავს, რომ ვერც ვერავინ შეძლებს. სწორედ ამ სიტყვების და თავისი თავის დაჯერებით მოვიდა გიორგი დიდ სცენებამდე და დღეს მის არტისტიზმს მსოფლიო ბალეტის წამყვან სცენებზე ვხედავთ.
თიბისი თავისი გზავნილით „მთავარია გჯეროდეს“ შთააგონებს ადამიანებს, აძლევს მათ თვითრწმენის და გამბედაობის მოტივაციას, რათა უფრო თავდაჯერებულად მიჰყვნენ დასახულ მიზნებს და ირწმუნონ, რომ შეძლებენ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია - მთავარია გჯეროდეს!
(R)
მსგავსი სიახლეები
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა "დეზინფორმაციის რეესტრი" შექმნა
შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია - მთავარია გჯეროდეს!
2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
ინტენსიური თოვის გამო, გზის მელე-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდულია
თეატრ "სახელოსნო 42"-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი
საერთაშორისო ვებინარი თემაზე - “ამომრჩეველთა რეგისტრაცია და მისი სამომავლო პერსპექტივა“
მთავრობა ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს
1 - ლი დეკემბრის ამინდის პოგნოზი
1-ელი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ჰაერში მტვრის ნაწილაკების მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ''- გარემოს ეროვნული სააგენტო
30 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
რა უნდა გავითვალისწინოთ ანტიბიოტიკოთერაპიის დროს? – მიკრობიოტას დაცვა და დიარეის პრევენცია
გამოცხადდა 2025 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში