"მზად არიან თუ არა საფრანგეთის არმიის ჯარისკაცები მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებისთვის?"-Le Journal du Dimanche

"მზად არიან თუ არა საფრანგეთის არმიის ჯარისკაცები მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებისთვის?" - ასეთი სათაური აქვს ფრანგულ ყოველკვირეულ გაზეთ „ლე ჟუღნალ დი დიმანშში“ (Le Journal du Dimanche) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც საფრანგეთის არმიის ნაწილების უკრაინაში სავარაუდო გაგზავნას ეხება. პუბლიკაციის ავტორები - ანტუან ჟოფრეი და ნიკოლა კიუკო - წერენ, რომ ზოგიერთ ფრანგულ ქვედანაყოფებში ისეთი სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს, რომლებიც მაქსიმალურად უახლოვდება რუსეთ-უკრაინის ომის ეპიზოდებს, საწვრთნელი ადგილის ლანდშაფტი დონბასს ჰგავს და ა.შ.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

სავალდებულო ვაქცინაცია, წვრთნები ისეთ პირობებში, რომელიც სტეპურ რელიეფს ჰგავს და ხმები საარმიო ქვედანაყოფების უკრაინაში გადასროლის თაობაზე: საფრანგეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებისათვის არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა უკრაინის ომში გაგზავნის პერსპექტივა. ახალგაზრდა ოფიცრებს არცთუ სასიამოვნო წინათგრძნობა აქვთ.

"თუ ჩვენ იქ გაგვგზავნიან, ხორცსაკეპში მოვხვდებით..."

ალექსანდრემ სულ ორიოდე წლის წინ დაამთავრა საფრანგეთის ცნობილი და პრესტიჟული სამხედრო აკადემია, რომელიც პარიზის კვარტალ სენ-სირში მდებარეობს. გასულ კვირაში ქვეითი სახმელეთო ჯარების ახალგაზრდა ლეიტენანტს ტკიპური ენცეფალიტის აცრა გაუკეთეს - ეს ის ვაქცინაა, რომლითაც უკრაინასთან ახლოს, რუმინეთში მდებარე ფრანგულ სამხედრო ბაზებზე მომსახურე ჯარისკაცებს ცრიან. მართალია, იმ პოლკის მეთაურობა, რომელშიც ალექსანდრე ირიცხება, არაფერს არ ამბობს უკრაინაში გადასროლაზე, მაგრამ... თვითონ ლეიტენანტი სხვანაირად ფიქრობს:
„ჩვენი ქვედანაყოფის ოფიცრები ვთვლით, რომ აცრების ჩატარება და წვრთნების სპეციფიკური ხასიათი სწორედ იმის აშკარა ნიშნებია, რომ შეიძლება უკრაინაში წაგვიყვანონ. არ ვიცით, კონკრეტულად სად და რომელ ფრონტზე, როგორი მისიით, მაგრამ ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ თუ მართლაც იქ გაგვგზავნიან, დანაკარგები ძალიან დიდი იქნება“, - ამბობს 24 წლის ალექსანდრე.


"მე ჯარისკაცი ვარ და როცა მიბრძანებენ, ვიბრძოლებ..."
რამდენიმე კვირა გავიდა იმ დღიდან, როცა ერთი მხრივ, ემანუელ მაკრონს, ფრიდრიხ მერცს და კირ სტარმერს, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის ხელმძღვანელობას შორის მკვეთრი განცხადებების გაცვლა მოხდა რუსეთ-უკრაინის ომში ნატოელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის თაობაზე. შესაბამისად, ფრანგი ჯარისკაცების გონებაში სულ უფრო მკაფიოდ იხატება სამხედრო ჩარევის შესაძლებლობა.


რესპუბლიკის პრეზიდენტმა მონ-ვალერონში „მსურველთა კოალიციის“ შტაბი დააფუძნა, ანუ იმ სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების ალიანსი, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, უკრაინის არმიის მხარდამჭერ ოპერაციებს განახორციელებენ - ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის გარანტორების როლს შეასრულებენ (რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება).


კოლექტიური ძალების ასეთი პერსპექტივა კაპრალ ლუისათვის დამამშვიდებელია - მას სამი წელი დარჩა თადარიგში გასვლამდე: „რა თქმა უნდა, თუ ფრანგი ჯარისკაცები სხვა ქვეყნების სამხედროებთან იქნებიან გაერთიანებულები, ეს უფრო უკეთესია. აბა, სად მარტო ბრძოლა და სად ყველასთან ერთად“, - აცხადებს ლუი. თუმცა იგი შიშობს, რომ საფრანგეთი არმიის ქვედანაყოფები მხოლოდ მას შემდეგ გაიგზავნებიან უკრაინაში, როცა „რუსები ფრონტს საბოლოოდ გაარღვევენ“. მართალია, ლუი წესით მალე სამხედრო კარიერას დაამთავრებს, მაგრამ თუ მას უბრძანებენ, „სიცოცხლეს გარისკავს“: „მე ჯარისკაცი ვარ და კონტრაქტს ხელი მოვაწერე. თუ საჭირო გახდება ამის გაკეთება, უკან არ დავიხევ".


"რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა? მე ამაზე ხელი არ მომიწერია..."


უკვე რამდენიმე თვეა, რაც ფრანგი სამხედროები უკრაინის ფრონტის მსგავს პირობებში იმყოფებიან. სანგრები, დრონები, რადიოელექტრონული ბრძოლა, შეტევების იმიტაცია... წვრთნების პოლიგონზე ხშირად არიან უკრაინელებიც, რომლებიც ფრანგებს გამოცდილებას უზიარებენ. „ჩვენ თავდაპირველად ძალიან გაგვიკვირდა ქერათმიანი ბიჭების გამოჩენა, რომლებმაც ფრანგულად ერთი სიტყვის თქმაც კი არ შეეძლოთ“, - ამბობს შარლ-ანრი, ფრანგი საზღვაო ქვეითი, რომელიც შერბურის სამხედრო-საზღვაო ბაზაში მსახურობს.


თუმცა ბევრს ეჭვი ეპარება, რომ ფრანგები მზად არიან უმაღლესი დონის აქტიურობის მქონე კონფლიქტში მონაწილეობისათვის. „ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ფრონტული მოვლენების ვიდეოჩანაწერებს, როცა დრონები ცას ფარავენ, როცა ლოჯისტიკური დერეფნები ყოველთვის ცეცხლშია გახვეული და განუწყვეტლივ იბომბებიან. ცხადია, ჩვენი არმია „სირცხვილით არ გაწითლდება“, არც ჩვვენ არ გვაკლია გაბედულება, მაგრამ თანამედროვე ომში... მე დარწმუნებული არა ვარ, რომ ბოლომდე მზად ვართ იმისათვის, რაც წინ გველოდება“, - განმარტავს საზღვაო ქვეითი.

 


ევროპული სამხედრო კონტინგენტის უკრაინაში განთავსება, საერთო აზრით, პარიზს და ბრიუსელს ძალიან ძვირი დაუჯდებათ, ცოცხალი ძალის მსხვერპლის გათვალისწინებით. გარდა ამისა, ბევრს კითხვა ებადება კონფლიქტში ჩარევის მოტივებს შესახებ: „მშვიდობის დაცვა „ცისფერჩაფხუტიანების“ მსგავსად? კი, ბატონო, რატომაც არა... მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა? ღმერთო, დაგვიფარე... მე ამაზე ხელი ნამდვილად არ მომიწერია“, - აცხადებს ალექსანდრე.

წყარო: 





მსგავსი სიახლეები
"კრემლთან მოლაპარაკება ჩიხში შევიდა: ტრამპს შეუძლია უარი თქვას უკრაინასთან და რუსეთთან შუამავლობაზე?"-The Daily Telegraph
"მოლაპარაკების შემდეგ ომის დასასრული არ მოახლოებულა"-BBC
"მზად არიან თუ არა საფრანგეთის არმიის ჯარისკაცები მაღალი ინტენსივობის კონფლიქტებისთვის?"-Le Journal du Dimanche
"დონალდ ტრამპი შესაძლოა ზოგადად ინტერვენციის წინააღმდეგია,მაგრამ ლათინური ამერიკაში მისთვის მონროს დოქტრინა ძალაში რჩება"-The Daily Telegraph
"ტრამპი პაციფისტია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის იგი საშიში:ამერიკის პრეზიდენტი უკრაინას თავს ახვევს ქვეყნისთვის საზიანო სამშვიდობო გეგმას"- The Daily Telegraph
"რატომ სჭირდება ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ პუტინმა ტრამპის სამშვიდობო გეგმა უარყოს"-The Daily Telegraph
"დონალდ ტრამპის ძალისხმევა უკრაინის მიმართ ფუჭი და უშედეგოა - ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არ არის"-The Daily Telegraph
"უვიზო რეჟიმი და პირდაპირი ავია ფრენები საქართველოში ქუვეითელ ტურისტთა რაოდენობას ზრდის"-Arab Times
"წაუგებელი ვარიანტი კრემლისათვის-პუტინს ორივე სიტუაცია აწყობს-ომის შეწყვეტაც და ომის გაგრძელებაც"- The New York Times
"შეუძლია თუ არა ევროპას იმის გააზრება, რომ დონალდ ტრამპს არ უნდა დაეყრდნოს და მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს?"-Politico
"ტრამპმა პუტინის დამახინჯებული ფსიქოლოგია ვერ გაიგო. დადგა მომენტი, რომ ევროპელმა ლიდერებმა თავიანთი ნება გამოხატონ"-The Daily Telegraph
"რით განსხვავდება ევროპული სამშვიდობო გეგმა ამერიკულისაგან"-The Daily Telegraph
კიევის რეჟიმი კოლაფსის და სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას -The Spectator
"უკრაინა შიშობს, რომ აშშ-ის ზეწოლით იძულებული გახდება პრორუსული სამშვიდობო გეგმა მიიღოს: დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინის წინაშე სერიოზული დათმობებისაკენ უბიძგებს"-Financial Times
"ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინისათვის ახალი სამშვიდობო გეგმა მოამზადეს, რომელიც კიევისაგან მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს"-Financial Times
"ევროკომისია წევრ-ქვეყნებს აფრთხილებს: თუ უკრაინისათვის რუსულ აქტივებს არ გამოიყენებთ, მაშინ ფულის დახარჯვა საკუთარი ჯიბიდან მოგიწევთ"-Financial Times
"ვინ ვინ არის კარიბის ზღვის აუზში: აშშ-სა და ვენესუელის მოკავშირეები" -El Tiempo
"უკრაინას ფინანსური კრახი ელოდება - ევროპას დრო არ ჰყოფნის თანხების მოსაძებნად"-Handelsblatt
"რუსებმა უკრაინის სამხრეთში ახალი ტერიტორიები მას შემდეგ დაიპყრეს, რაც კიევმა ჯარები ჩრდილოეთისაკენ, პოკროვსკში გადაისროლა: ზაპოროჟიეს ოლქის მნიშვნელოვანი ქალაქები ალყის საფრთხის წინაშე დგანან"- The Daily Telegraph
"როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს ნიკოლას მადუროს დამხობა: ვენესუელის ხელისუფლების შეცვლის ვარიანტები"-The Daily Telegraph