საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა "დეზინფორმაციის რეესტრი" შექმნა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა.
ცესკოს ინფორმაციით, პლატფორმა საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოებაში ნდობის განმტკიცების ხელშეწყობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. რეესტრის საშუალებით ცესკო დაინტერესებულ პირებს აწვდის გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.
თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მზარდ გამოწვევად რჩება, რომელიც აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს და საარჩევნო გარემოზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას. ეს გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისთვისაც ერთნაირად აქტუალურია. შესაბამისად, ცესკო მუდმივად ეძებს და ნერგავს ინოვაციურ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას, სანდო ინფორმაციის ეფექტიან მიწოდებასა და დეზინფორმაციის ზემოქმედების შემცირებას. ,,დეზინფორმაციის რეესტრის’’ შექმნაც სწორედ ამ პროცესის ნაწილია – ნაბიჯი, რომელიც ემსახურება გამჭვირვალობის გაძლიერებას და ამომრჩევლების ინფორმაციისადმი მდგრადობის ზრდას.
ახალი ვებგვერდი disinfo.cec.gov.ge პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას და უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე. რეესტრში თავმოყრილია ყველა ის დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებაც ემსახურება საზოგადოებაში არასწორი აღქმების გაჩენას და აზიანებს საარჩევნო პროცესს. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციასთან ერთად პლატფორმაზე ასახულია შესაბამისი, გადამოწმებული და ფაქტებზე დამყარებული ზუსტი ინფორმაცია.
პლატფორმაზე განთავსებულია ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის შედეგად შერჩეული დეზინფორმაციული მასალა. „დეზინფორმაციის რეესტრი“ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს რეესტრში განთავსებულ ინფორმაციას გაეცნონ დინამიკაში და გაფილტრონ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა თემების, წლებისა თუ არჩევნების მიხედვით.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმის შექმნის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მიიღო, რაც ხაზს უსვამს ცესკოს მზადყოფნას თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. ცესკო, როგორც არჩევნების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, გააგრძელებს ოპერატიულ რეაგირებას ყველა იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც აზიანებს საარჩევნო პროცესს და მოუწოდებს მოქალაქეებს ყოველთვის გადაამოწმონ და ენდონ ოფიციალურ, სანდო და დაზუსტებულ ინფორმაციასა და წყაროებს.
მსგავსი სიახლეები
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა "დეზინფორმაციის რეესტრი" შექმნა
შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია - მთავარია გჯეროდეს!
2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
ინტენსიური თოვის გამო, გზის მელე-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდულია
თეატრ "სახელოსნო 42"-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი
საერთაშორისო ვებინარი თემაზე - “ამომრჩეველთა რეგისტრაცია და მისი სამომავლო პერსპექტივა“
მთავრობა ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს
1 - ლი დეკემბრის ამინდის პოგნოზი
1-ელი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ჰაერში მტვრის ნაწილაკების მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ''- გარემოს ეროვნული სააგენტო
30 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
რა უნდა გავითვალისწინოთ ანტიბიოტიკოთერაპიის დროს? – მიკრობიოტას დაცვა და დიარეის პრევენცია
გამოცხადდა 2025 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში