"ალდე" იმაზე უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თბილისის ცენტრში ტერაქტს აწყობდა -ირაკლი კობახიძე

„ალდე" იმაზე უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ალდეს" აქვს ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც ერთ-ერთი ფეიკ ტელევიზიის მხრიდან გავრცელდა.

„კოორდინირებული სქემაა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, მარტივი სიყალბე გაავრცელეს. „ალდე" იმაზე უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში. ამ დროს აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი ფეიკ ტელევიზიის მხრიდან. გაირკვა, რომ ფეიკ ტელევიზიამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია. „ალდე" ცდილობს სიყალბეზე დაყრდნობით გადაიტანოს აქცენტები, რაც მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც ამ ევროპულ პარტიაშია შექმნილი, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებენ „სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხისმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება".

ოპოზიციური პარტიების განცხადებას „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის" (ALDE) გამოეხმაურა. მათი განცხადებით: „ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულნი არიან „ბიბისის" გამოძიებით, მხარს ვუჭერთ ჩვენი წევრი პარტიების მოთხოვნას დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ".

 





მსგავსი სიახლეები
BBC-იმ იმოქმედა, როგორც ფეიკ ტელევიზიამ -ირაკლი კობახიძე
"ალდე" იმაზე უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თბილისის ცენტრში ტერაქტს აწყობდა -ირაკლი კობახიძე
თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა -ირაკლი კობახიძე
ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე -პრემიერი
განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას, რომელიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში-პრემიერი
ვფიქრობ, ინდოეთში ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო დააახლოებს -შალვა პაპუაშვილი
"მე არ მაქვს საფუძველი, რაიმე ეჭვი შევიტანო რაც თქვა ვახტანგ გომელაურმა. მაგრამ, რეალურად, ამის გამოყენების რაიმე ნიშანი ხომ უნდა არსებობდეს?" - გიორგი ვოლსკი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე
"ვსაუბრობთ რაღაც საშუალებაზე, რომელიც 20-30-იანი წლების შემდეგ არავის გამოუყენებია და არავის კითხვა არ გასჩენია, ამათ საიდან მოიტანეს" - იაგო ხვიჩია BBC-ის საგამოძიებო მასალაზე
კახა კალაძე: მინდა, უნგრეთს და მის ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის
ტრიქლორეთილენი კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში , მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება... წყალში! - ირაკლი ალადაშვილი BBC-ის სტატიას ეხმაურება
,,ეს ნივთიერებები, რაზეც ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე'' - ვახტანგ გომელაური
,,უკანონო მიგრაცია საქართველოში უნდა შეჩერდეს''- შალვა პაპუაშვილი
შვიდი ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს
„ლელო“ აპირებს, თუ არა გარიცხოს ალეკო ელისაშვილი? - მაინტერესებს „ალდეს“ ტერორისტები უნდა ჰყავდეს რიგებში და მერე რამეს გველაპარაკებოდეს ევროპული პარტია?''- შალვა პაპუაშვილი
,,უნგრელები ყოველთვის მხარს დავუჭერთ ქართველებს, კარგად ვიცით დინების საწინააღმდეგო ცურვის შეგრძნება''- პიტერ სიიარტო
,,ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, ამ შემთხვევაში იარაღადაა გამოყენებული BBC-ის სიუჟეტი,''- შალვა პაპუაშვილი
დავით მათიკაშვილი: შუბებით, არბალეტებით და მშვილდ – ისრებით შეიარაღებული სპეცსამსახურის თანამშრომლები დასდევდნენ და ანადგურებდნენ მომიტინგეებს, რატომ ვერ შეამჩნია BBC-იმ?
,,ვნახეთ ცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, ეს თუ დადასტურდა, მიუღებელი იქნება''- ანიტა ჰიპერი
,, ევროპული ღირებულება არის არა ომი, უსამართლობა და შანტაჟი, არამედ ღირსება, სამართლიანობა, საკუთარი და სხვისი კულტურის პატივისცემა და მშვიდობისთვის ბრძოლა''- კახა კალაძე
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ -კახა კალაძე