საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებს ისწავლიან
განათლების რეფორმის მიხედვით, საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება.
როგორც განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-11 კლასში ისწავლონ მხოლოდ იმ საგნები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
„მნიშვნელოვანია, რომ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ეს ასახავს იმ მიზანს, რომელიც უკავშირდება, პირველ რიგში, იმას, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი, ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ წნეხი, რაც ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადების კუთხით ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული. მე-11 კლასში შემოგვაქვს ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმი, როდესაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე. ეს იქნება ინტენსიური, ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თიოთოეულ მოსწავლეს, მაქსიმალურად ჩაერთოს. მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით, სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მსგავსი სიახლეები
არანაირ ფაქტებს არ ემყარება გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი "Midvolga 2" საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოემართებოდა -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებს ისწავლიან
კახა კალაძემ ბუდაპეშტში უნგრელი ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა "დეზინფორმაციის რეესტრი" შექმნა
შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია - მთავარია გჯეროდეს!
2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
ინტენსიური თოვის გამო, გზის მელე-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდულია
თეატრ "სახელოსნო 42"-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი
საერთაშორისო ვებინარი თემაზე - “ამომრჩეველთა რეგისტრაცია და მისი სამომავლო პერსპექტივა“
მთავრობა ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს
1 - ლი დეკემბრის ამინდის პოგნოზი
1-ელი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ჰაერში მტვრის ნაწილაკების მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ''- გარემოს ეროვნული სააგენტო
30 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა