არანაირ ფაქტებს არ ემყარება გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი "Midvolga 2" საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოემართებოდა -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი „Midvolga 2" არ იყო და არ არის ნომინირებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ასევე ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში (NMSW) არ იძებნება აღნიშნული გემის მოახლოების შესახებ შეტყობინება, - ამის შესახებ ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
განცახდების მიხედვით, არანაირ ფაქტებს არ ემყარება გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული გემი მოემართებოდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურში.
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ „Midvolga 2"-თან (IMO 9735139) დაკავშირებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში თავს დაესხნენ. ამავე წყაროებში გემის დანიშნულების ნავსადგურად მოხსენებულია საქართველოს ნავსადგურები. სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, აღნიშნული გემი არ იყო და არ არის ნომინირებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ასევე ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში (NMSW) არ იძებნება აღნიშნული გემის მოახლოების შესახებ არანაირი შეტყობინება. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული გემი მოემართებოდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურში, არანაირ ფაქტებს არ ემყარება", - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
ცნობისთვის, თურქულმა მხარემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა, თავდასხმა განხორციელდა.
მსგავსი სიახლეები
არანაირ ფაქტებს არ ემყარება გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი "Midvolga 2" საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოემართებოდა -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებს ისწავლიან
კახა კალაძემ ბუდაპეშტში უნგრელი ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა "დეზინფორმაციის რეესტრი" შექმნა
შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია - მთავარია გჯეროდეს!
2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
ინტენსიური თოვის გამო, გზის მელე-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდულია
თეატრ "სახელოსნო 42"-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი
საერთაშორისო ვებინარი თემაზე - “ამომრჩეველთა რეგისტრაცია და მისი სამომავლო პერსპექტივა“
მთავრობა ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს
1 - ლი დეკემბრის ამინდის პოგნოზი
1-ელი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ჰაერში მტვრის ნაწილაკების მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ''- გარემოს ეროვნული სააგენტო
30 ნოემბერის ამინდის პროგნოზი
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
29 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა