შალვა პაპუაშვილი კონსტანტინე ჩახუნაშვილზე: უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პედიატრი არის ძალადობრივი აქციების მონაწილე. გასაკვირი არ არის, რომ ის ჩართული იყო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში
უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პედიატრი, რომელსაც სუს-ში მისვლა ეშინია, არის რადიკალური, ძალადობრივი აქციების მონაწილე. გასაკვირი არ არის, რომ ის ჩართული იყო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პედიატრ, კონსტანტინე ჩახუნაშვილზე საუბრისას, რომელიც BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით სუს-ში დაიბარეს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, BBC-ის სტატიის ცილისწამების წინააღმდეგ სამართლებრივადაც იმოქმედებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ BBC-ი უკვე რამდენჯერმე არის მხილებული ცილისწამებაში.
„ვნახეთ ჭორიკანა ქართველების მონათხრობზე აწყობილი სიუჟეტი. როგორც კი საქმე საქმეზე მიდგა ყველამ სიმხდალე გამოიჩინა და დაიწყო გადათქმა თავისი კომენტარებისა და ჩვენების. უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილ პედიატრასაც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვს. როდესაც ადამიანებს ჩააგდებ ასეთ მდგომარეობაში, რომ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებენ და მერე მიატოვეებენ, ცდილობენ გამოსავლის პოვნას", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი სუსში დაიბარეს.
მსგავსი სიახლეები
მეუფე შიო მუჯირი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს შეხვდა
,,საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე - ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა''- ბითაძე
ევროპული დიპლომატიის ყოფილი უფროსი ფედერიკა მოგერინი თაღლითობის საქმეზე დააკავეს
შალვა პაპუაშვილი კონსტანტინე ჩახუნაშვილზე: უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პედიატრი არის ძალადობრივი აქციების მონაწილე. გასაკვირი არ არის, რომ ის ჩართული იყო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ, რომ კორუფცია არ იყოს
ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები მოაწყონ საქართველოს მონაწილეობის გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ -შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
BBC-სთვის შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც მიმართული იყო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
სანქციები არსებობს, მათ შორის, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან -ირაკლი კობახიძე
BBC-იმ იმოქმედა, როგორც ფეიკ ტელევიზიამ -ირაკლი კობახიძე
"ალდე" იმაზე უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თბილისის ცენტრში ტერაქტს აწყობდა -ირაკლი კობახიძე
თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა -ირაკლი კობახიძე
ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე -პრემიერი
განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას, რომელიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში-პრემიერი
ვფიქრობ, ინდოეთში ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო დააახლოებს -შალვა პაპუაშვილი
"მე არ მაქვს საფუძველი, რაიმე ეჭვი შევიტანო რაც თქვა ვახტანგ გომელაურმა. მაგრამ, რეალურად, ამის გამოყენების რაიმე ნიშანი ხომ უნდა არსებობდეს?" - გიორგი ვოლსკი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე
"ვსაუბრობთ რაღაც საშუალებაზე, რომელიც 20-30-იანი წლების შემდეგ არავის გამოუყენებია და არავის კითხვა არ გასჩენია, ამათ საიდან მოიტანეს" - იაგო ხვიჩია BBC-ის საგამოძიებო მასალაზე
კახა კალაძე: მინდა, უნგრეთს და მის ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის
ტრიქლორეთილენი კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში , მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება... წყალში! - ირაკლი ალადაშვილი BBC-ის სტატიას ეხმაურება
,,ეს ნივთიერებები, რაზეც ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე'' - ვახტანგ გომელაური