,,საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე - ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა''- ბითაძე
გუშინდელი დღიდან კიდევ ერთხელ მოწმე ვართ იმისა, თუ რამხელა მასშტაბის და რამხელა აბსურდული კამპანია მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს არის მიზანმიმართულად დაგეგმილი და ე.წ. ელისაშვილის საქმის გადასაფარად გამოყენებული ინსტრუმენტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი არის, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია შეილახოს და მეორე მხრივ, დამატებითი აჟიოტაჟი გამოიწვიოს ამ საკითხმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
უფრო აბსურდულად შეიძლება შეფასდეს ეს საკითხი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ევროკავშირის სპიკერიდან ვისმენთ თურმე ერთი მხრივ შეშფოთებას და მეორე მხრივ გამოძიების მოთხოვნას. ამის საპასუხოდ, ბუნებრივია ის რეაქცია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არ დაყოვნდა და გაჟღერდა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ბითაძემ.
როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე და პასუხის მოსთხოვს ინფორმაციის გამავრცელებელს ამ დიდი, რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის.
„ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა, სადაც საქართველო შეეცდება საკუთარი ინტერესები დაიცვას. არ შეიძლება ასეთი ბრალდების გაჟღერება ასეთი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო დაფარვით და ამაზე ახალი დღის წესრიგის აგება", - დასძინა ბითაძემ.
მსგავსი სიახლეები
,, ამ ვიზიტის მიზანია, ორმხრივ ურთიერთობებს, საპარლამენტო ურთიერთობებს მისცეს ბიძგი ''- შალვა პაპუაშვილი
მეუფე შიო მუჯირი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს შეხვდა
,,საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე - ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა''- ბითაძე
ევროპული დიპლომატიის ყოფილი უფროსი ფედერიკა მოგერინი თაღლითობის საქმეზე დააკავეს
შალვა პაპუაშვილი კონსტანტინე ჩახუნაშვილზე: უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პედიატრი არის ძალადობრივი აქციების მონაწილე. გასაკვირი არ არის, რომ ის ჩართული იყო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ, რომ კორუფცია არ იყოს
ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები მოაწყონ საქართველოს მონაწილეობის გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ -შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
BBC-სთვის შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც მიმართული იყო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
სანქციები არსებობს, მათ შორის, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან -ირაკლი კობახიძე
BBC-იმ იმოქმედა, როგორც ფეიკ ტელევიზიამ -ირაკლი კობახიძე
"ალდე" იმაზე უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თბილისის ცენტრში ტერაქტს აწყობდა -ირაკლი კობახიძე
თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა -ირაკლი კობახიძე
ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე -პრემიერი
განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას, რომელიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში-პრემიერი
ვფიქრობ, ინდოეთში ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო დააახლოებს -შალვა პაპუაშვილი
"მე არ მაქვს საფუძველი, რაიმე ეჭვი შევიტანო რაც თქვა ვახტანგ გომელაურმა. მაგრამ, რეალურად, ამის გამოყენების რაიმე ნიშანი ხომ უნდა არსებობდეს?" - გიორგი ვოლსკი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე
"ვსაუბრობთ რაღაც საშუალებაზე, რომელიც 20-30-იანი წლების შემდეგ არავის გამოუყენებია და არავის კითხვა არ გასჩენია, ამათ საიდან მოიტანეს" - იაგო ხვიჩია BBC-ის საგამოძიებო მასალაზე
კახა კალაძე: მინდა, უნგრეთს და მის ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის
ტრიქლორეთილენი კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში , მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება... წყალში! - ირაკლი ალადაშვილი BBC-ის სტატიას ეხმაურება