მეუფე შიო მუჯირი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს შეხვდა

 

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, რომელსაც ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.

მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის, აღნიშნა, რომ მომავალ წელს გვაქვს საიუბილეო თარიღი - ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავი და იმედი გამოთქვა, რომ საელჩოც მიიღებს საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას.

მღვდელმთავრებმა ალან პერსელთან საუბარში დააფიქსირეს ქვეყნის მთავარი პრობლემა - დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა მღვდელმთავრებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ამ ვიზიტის მიზანია, ორმხრივ ურთიერთობებს, საპარლამენტო ურთიერთობებს მისცეს ბიძგი ''- შალვა პაპუაშვილი
მეუფე შიო მუჯირი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს შეხვდა
,,საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე - ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა''- ბითაძე
ევროპული დიპლომატიის ყოფილი უფროსი ფედერიკა მოგერინი თაღლითობის საქმეზე დააკავეს
შალვა პაპუაშვილი კონსტანტინე ჩახუნაშვილზე: უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პედიატრი არის ძალადობრივი აქციების მონაწილე. გასაკვირი არ არის, რომ ის ჩართული იყო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ, რომ კორუფცია არ იყოს
ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები მოაწყონ საქართველოს მონაწილეობის გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ -შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
BBC-სთვის შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც მიმართული იყო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
სანქციები არსებობს, მათ შორის, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან -ირაკლი კობახიძე
BBC-იმ იმოქმედა, როგორც ფეიკ ტელევიზიამ -ირაკლი კობახიძე
"ალდე" იმაზე უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თბილისის ცენტრში ტერაქტს აწყობდა -ირაკლი კობახიძე
თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა -ირაკლი კობახიძე
ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე -პრემიერი
განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას, რომელიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში-პრემიერი
ვფიქრობ, ინდოეთში ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო დააახლოებს -შალვა პაპუაშვილი
"მე არ მაქვს საფუძველი, რაიმე ეჭვი შევიტანო რაც თქვა ვახტანგ გომელაურმა. მაგრამ, რეალურად, ამის გამოყენების რაიმე ნიშანი ხომ უნდა არსებობდეს?" - გიორგი ვოლსკი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე
"ვსაუბრობთ რაღაც საშუალებაზე, რომელიც 20-30-იანი წლების შემდეგ არავის გამოუყენებია და არავის კითხვა არ გასჩენია, ამათ საიდან მოიტანეს" - იაგო ხვიჩია BBC-ის საგამოძიებო მასალაზე
კახა კალაძე: მინდა, უნგრეთს და მის ხელისუფლებას მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის
ტრიქლორეთილენი კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში , მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება... წყალში! - ირაკლი ალადაშვილი BBC-ის სტატიას ეხმაურება