სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის BBC-ი, თავს აძლევს უფლებას, გადაუმოწმებელი ინფორმაციით დააზიანოს ჩვენი ქვეყანა - მიხეილ ყაველაშვილი
ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი", თავს აძლევს უფლებას, ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩემთვის ეს არ არის ახალი, სამწუხაროდ. სულ ახლახან იყო აშშ-ის პრეზიდენტის საჩივარი „ბიბისთან" მიმართებით. ტრამპზე იყო დეზინფორმაციული მასალა და „ბიბისის" მოუხდა ხელმძღვანელობის შეცვლა. პარალელს გავავლებ - არაფერი განსხვავებული არ ხდება, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდებოდა. გახსოვთ, „ბიბისიც", „სიენენიც", ყველა მედიასაშუალება, მათი ლობისტური კომპანიების საშუალებით, დაიქირავეს სამედიცინო ექსპერტები, როგორი ბუმი იყო ატეხილი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება წამლავს მიხეილ სააკაშვილს. ისიც კი იკადრეს, რომ პოლონეთიდან ჩამოსულ ექიმებს, ასე ვთქვათ ქურდულად უნდოდათ, თავისი ფეხსაცმლით გაეტანათ ანალიზი, რომ შემდეგ გაეკეთებინათ ყალბი ცნობები, თითქოს მართლა აწამებს ქართული სახელმწიფო. გახსოვთ, მთელი რადიკალური ფრთის მოთქმა, რომ დღეს თუ არ უშველით სააკაშვილს, ხვალ ის გარდაიცვლება და ა.შ. ვინმემ ბოდიში მოიხადა? 27 ელჩის პროტესტი გვახსოვს, მაშინდელ იუსტიციის მინისტრთან როცა ბრძანდებოდნენ, საჯარო პროტესტი გამოაცხადეს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, თითქოს მძიმე მდგომარეობაში იყო და აწამებდა ჩვენი ხელისუფლება. შემდეგ სტრასბურგმა ეს ყველაფერი უარყო და დაამტკიცა, რომ არც არაფერი სჭირდა, მშვენივრადაც გამოიყურება და ბრძოლის ჟინით არის გამსჭვალული ყოფილი პრეზიდენტი. ვხედავთ, რა ხდება," - განაცხადა ყაველაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილთან დაკავშირებით, რომელიც BBC-ის გამოქვეყნებულ მასალაში ერთ-ერთი რესპონდენტია.
"კონსტანტინე ჩახუნაშვილის საშუალებით ააგო „ბიბისიმ" ფილმი. დღეს ეს ადამიანი ამბობს, რომ იმ ნივთიერებაზე საერთოდ არ საუბრობდა. დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სრულყოფილად იქნას გამოძიებული. ქილიკის საგანია ხოლმე, ვინ დგას ამ ძალების უკან. როგორ ხდება, რომ სინქრონულად, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები ერთ ხმაში საუბრობენ, არც ერთს არ დაუსვამს კითხვა არც გამოძიებაზე, არც იმაზე, სიმართლეა, თუ არ არის სიმართლე, პირდაპირ იწყებენ შეტევას სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი: ალეკო ელისაშვილის ქმედება და „ბი-ბი-სის“ ფილმი უნდა განვიხილოთ ერთნაირ კონტექსტში
,,შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ქართულ და ევროპულ ენერგოსისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს''- ნიკოლოზ სამხარაძე
სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის BBC-ი, თავს აძლევს უფლებას, გადაუმოწმებელი ინფორმაციით დააზიანოს ჩვენი ქვეყანა - მიხეილ ყაველაშვილი
,, ამ ვიზიტის მიზანია, ორმხრივ ურთიერთობებს, საპარლამენტო ურთიერთობებს მისცეს ბიძგი ''- შალვა პაპუაშვილი
მეუფე შიო მუჯირი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს შეხვდა
,,საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე - ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა''- ბითაძე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა ყოფილი უმაღლესი კომისარი,ფედერიკა მოგერინი თაღლითობის საქმეზე დააკავეს
შალვა პაპუაშვილი კონსტანტინე ჩახუნაშვილზე: უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პედიატრი არის ძალადობრივი აქციების მონაწილე. გასაკვირი არ არის, რომ ის ჩართული იყო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ, რომ კორუფცია არ იყოს
ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები მოაწყონ საქართველოს მონაწილეობის გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ -შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
BBC-სთვის შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც მიმართული იყო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
სანქციები არსებობს, მათ შორის, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან -ირაკლი კობახიძე
BBC-იმ იმოქმედა, როგორც ფეიკ ტელევიზიამ -ირაკლი კობახიძე
"ალდე" იმაზე უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თბილისის ცენტრში ტერაქტს აწყობდა -ირაკლი კობახიძე
თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა -ირაკლი კობახიძე
ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC-ი, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე -პრემიერი
განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭეთ ზოგადი განათლების რეფორმას, რომელიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში-პრემიერი
ვფიქრობ, ინდოეთში ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო დააახლოებს -შალვა პაპუაშვილი
"მე არ მაქვს საფუძველი, რაიმე ეჭვი შევიტანო რაც თქვა ვახტანგ გომელაურმა. მაგრამ, რეალურად, ამის გამოყენების რაიმე ნიშანი ხომ უნდა არსებობდეს?" - გიორგი ვოლსკი BBC-ის საგამოძიებო მასალაზე