არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან-მიხეილ ყაველაშვილი
არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველესთან" ინტერვიუში.
პრეზიდენტის თქმით, მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველოს მოსახლეობა დროებით დაკარგულ ტერიტორიებზე მყოფ ძმებთან და დებთან ერთად იცხოვრებს გაერთიანებულ სახელმწიფოში.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც დროებით დაკარგულად მივიჩნევთ, იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ იქ ცხოვრობენ. ჩვენ მათ ჩვენს ძმებად და დებად მივიჩნევთ. როგორც გაეროს ასამბლეაზეც აღვნიშნე, მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ გაერთიანებულ სახელმწიფოში. ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას და ვიზრუნებთ ერთმანეთზე ისე, როგორც ადრე", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა კრიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ მთავრობა ძალიან ახლოსაა მოსკოვთან თავისი პოლიტიკით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკა მის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.
„მთელი მსოფლიოა მოტივირებული, რომ შეაჩეროს რუსეთი. როგორ ფიქრობთ, როგორ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, თუ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა იქნება აგრესიული? არსებობს თუ არა სხვა გზა ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად? ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი, ნატომ უარი თქვა ამაზე. ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ. თუ კარგად დააკვირდებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა ეფუძნება პრაგმატულ, დაბალანსებულ და რეალისტურ მოდელებს. იყო დრო, როდესაც ჩვენ მხარდაჭერის გარეშე დავრჩით და ჩვენი პოლიტიკა ამ სამწუხარო გამოცდილებიდან გამომდინარეობს. ჩვენი პოლიტიკა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით, რომელიც მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვას-მიხეილ ყაველაშვილი
2024 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნება" აბსოლუტური ლიდერი იყო -მიხეილ ყაველაშვილი
არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან-მიხეილ ყაველაშვილი
"ქართული ოცნების" მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე-მიხეილ ყაველაშვილი
,,სახელმწიფო უნდა იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და ყველა მსგავს ქმედებას გაეცეს პასუხი''- პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი: ალეკო ელისაშვილის ქმედება და „ბი-ბი-სის“ ფილმი უნდა განვიხილოთ ერთნაირ კონტექსტში
,,შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ქართულ და ევროპულ ენერგოსისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს''- ნიკოლოზ სამხარაძე
სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის BBC-ი, თავს აძლევს უფლებას, გადაუმოწმებელი ინფორმაციით დააზიანოს ჩვენი ქვეყანა - მიხეილ ყაველაშვილი
,, ამ ვიზიტის მიზანია, ორმხრივ ურთიერთობებს, საპარლამენტო ურთიერთობებს მისცეს ბიძგი ''- შალვა პაპუაშვილი
მეუფე შიო მუჯირი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს შეხვდა
,,საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე - ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა''- ბითაძე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა ყოფილი უმაღლესი კომისარი,ფედერიკა მოგერინი თაღლითობის საქმეზე დააკავეს
შალვა პაპუაშვილი კონსტანტინე ჩახუნაშვილზე: უკრაინის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პედიატრი არის ძალადობრივი აქციების მონაწილე. გასაკვირი არ არის, რომ ის ჩართული იყო საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, ევროკავშირის შიდა სტრუქტურები ვერ უზრუნველყოფენ, რომ კორუფცია არ იყოს
ზოგიერთი ევროკომისრის მხრიდან ვხედავთ მცდელობებს, არ შეიმჩნიონ გეოგრაფია და შეხვედრები მოაწყონ საქართველოს მონაწილეობის გარეშე, მაგრამ გეოგრაფიას ვერ დაამარცხებენ -შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
BBC-სთვის შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც მიმართული იყო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
სანქციები არსებობს, მათ შორის, დე ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან -ირაკლი კობახიძე
BBC-იმ იმოქმედა, როგორც ფეიკ ტელევიზიამ -ირაკლი კობახიძე
"ალდე" იმაზე უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თბილისის ცენტრში ტერაქტს აწყობდა -ირაკლი კობახიძე