საახალწლო ღონისძიებები 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები 27 დღის განმავლობაში პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით თბილისის მერია მრავალფეროვან, გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს გეგმავს. თემატურად მოწყობილი საახალწლო სივრცეები ტრადიციულად დატვირთული იქნება კულტურული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობითა და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ცენტრალური ნაძვის ხეც 12 დეკემბერს აინთება.
„12 დეკემბერს, ცენტრალური ნაძვის ხის ანთების პარალელურად, მთელი ქალაქის მასშტაბით აინთება საახალწლო ილუმინაციები, სპეციალურად დღესასწაულისთვის მორთული პირველი რესპუბლიკის მოედანი კი სწორედ 12 დეკემბრიდან უმასპინძლებს თბილისელებს და თბილისის სტუმრებს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო კერძო კომპანიებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომ ტრადიციულად ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის საახალწლო იერსახის შექმნაზე როგორც „საახალწლო სოფელში“, ისე ქალაქის მასშტაბით არსებულ სკვერებსა და პარკებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
საახალწლო ღონისძიებები 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება
„ბიბისის“ გამოუკითხავს ექიმები, მაგრამ ტოქსიკოლოგებისთვის არავის არაფერი უკითხავს, ცრემლმდენი აირით მოწამვლის გამო არცერთი ადამიანი არ მისულა სტაციონარში -ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე
წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება "სიკეთით სავსე ქალაქი" -კახა კალაძე
3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
არანაირ ფაქტებს არ ემყარება გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი "Midvolga 2" საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოემართებოდა -საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებს ისწავლიან
კახა კალაძემ ბუდაპეშტში უნგრელი ფეხბურთელის, იოზეფ ბოჟიკის ძეგლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა "დეზინფორმაციის რეესტრი" შექმნა
შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია - მთავარია გჯეროდეს!
2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
ინტენსიური თოვის გამო, გზის მელე-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდულია
თეატრ "სახელოსნო 42"-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი
საერთაშორისო ვებინარი თემაზე - “ამომრჩეველთა რეგისტრაცია და მისი სამომავლო პერსპექტივა“
მთავრობა ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს
1 - ლი დეკემბრის ამინდის პოგნოზი
1-ელი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,,ჰაერში მტვრის ნაწილაკების მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ''- გარემოს ეროვნული სააგენტო
30 ნოემბერის ამინდის პროგნოზი