"ბიბისის" სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია -ირაკლი კობახიძე

„ბიბისის" სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად.

„საკითხის დრამატიზებისთვის „ბიბისიმ" გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტინგის დაშლისას შსს-მ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება „კამიტი" გამოიყენა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება „კამიტი" არათუ არ გამოყენებულა, არამედ ეს ნივთიერება შსს-ს არასდროს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის" დროსაც კი არ შეუძენია. „ბიბისის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. ცხადია, რომ „ბიბისის" სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება:. პირველი - ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შეექმნათ საბაბი ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე - ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. ამ ორი ამოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება", - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ახლოვდება ეუთო-ს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები „ბიბისის" მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან".

„ამისთვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ, სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილი მოწამვლის შესახებ. ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის 27 ელჩი ესტუმრა. დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისევე როგორც „ბიბისის" სიუჟეტი სიყალბეზე იყო აგებული. თუმცა ამ სიცრუის შემდეგ სამარცხვინო კამპანიაზე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედისაშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, „ბიბისის" მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს. ამიტომ, როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად ვგეგმავთ, მივმართოთ, როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა „ბიბისიმ" სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებზე და სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები ჩართულები არიან ჰიბრიდულ ოპერაციაში -შალვა პაპუაშვილი
შემაშფოთებელია ვითომდა სანდო წყაროების, ამ შემთხვევაში „ბიბისის“ გამოყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მნიშვნელოვანია, ყველა მსგავს ქმედებას სათანადო რეაგირება მოჰყვეს -მაკა ბოჭორიშვილი
არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება "კამიტი", შსს-ს "ნაცმოძრაობის" დროსაც კი არ შეუძენია ეს ნივთიერება, შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე-ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა თავისი შეხვედრა, თუმცა იყო კიდევ სამი შეხვედრა, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე -ირაკლი კობახიძე
"ბიბისის" სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია -ირაკლი კობახიძე
კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს-ირაკლი კობახიძე
ვგეგმავთ, მივმართოთ ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა "ბიბისიმ" სათანადოდ პასუხი აგოს-ირაკლი კობახიძე
რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც "ქართული ოცნების" მთავრობასა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობების არანაირი ინტერესი არ აქვს, პროცესები ხელოვნურად არის ორგანიზებული -მიხეილ ყაველაშვილი
2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება წევრობისთვის, თუმცა, არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება, ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ-მიხეილ ყაველაშვილი
ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით, რომელიც მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვას-მიხეილ ყაველაშვილი
2024 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნება" აბსოლუტური ლიდერი იყო -მიხეილ ყაველაშვილი
არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან-მიხეილ ყაველაშვილი
"ქართული ოცნების" მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე-მიხეილ ყაველაშვილი
,,სახელმწიფო უნდა იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და ყველა მსგავს ქმედებას გაეცეს პასუხი''- პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი: ალეკო ელისაშვილის ქმედება და „ბი-ბი-სის“ ფილმი უნდა განვიხილოთ ერთნაირ კონტექსტში
,,შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ქართულ და ევროპულ ენერგოსისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს''- ნიკოლოზ სამხარაძე
სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის BBC-ი, თავს აძლევს უფლებას, გადაუმოწმებელი ინფორმაციით დააზიანოს ჩვენი ქვეყანა - მიხეილ ყაველაშვილი
,, ამ ვიზიტის მიზანია, ორმხრივ ურთიერთობებს, საპარლამენტო ურთიერთობებს მისცეს ბიძგი ''- შალვა პაპუაშვილი
მეუფე შიო მუჯირი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს შეხვდა