მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებზე და სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები ჩართულები არიან ჰიბრიდულ ოპერაციაში -შალვა პაპუაშვილი

მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებსა და ევროკავშირის სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები არიან ჩართული ჰიბრიდულ ოპერაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები არსებობენ, რომლებიც მზად არიან, მიეყიდონ უცხოელს ფულის სანაცვლოდ და ქვეყანაში სიტუაცია არიონ.

„ჩვენ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც ფინანსდებიან პირდაპირ ბრიუსელიდან, ვხედავთ მათ მტრულ საქმიანობას, ხდება დაბრალება საქართველოს მიმართ იმისა, რაც დადასტურდა, რომ არის ტყუილი. ბრიუსელმა უარი უნდა თქვას საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ქმედებებზე. მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი რეგიონიდან რეგიონში დადის საქართველოში, პეპლებსა და ევროკავშირის სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები არიან ჩართული ჰიბრიდულ ოპერაციაში. ან გაემიჯნოს, ან თანხა აღარ გადაუხადოს, რადგან ასე დამალობანას თამაშს არ ვაპირებთ ჩვენ. თვითონ არ ჩნდებიან და ისევ იმ ქართველების ხელით ურევენ სიტუაციას ქვეყანაში, რომლებიც მზად არიან, მიეყიდონ უცხოელს ფულისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - მაინტერესებს, როდესაც დადასტურდა, რომ „კამიტთან“ დაკავშირებით ტყუილი გავრცელდა, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ბრიუსელი, გარედან დაქირავებული „ენჯეოები“
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა
მაშინ, როცა ევროკავშირის ელჩი საქართველოში რეგიონიდან რეგიონში დადის, პეპლებზე და სიკეთეებზე საუბრობს, მის მიერ დაფინანსებული ადამიანები ჩართულები არიან ჰიბრიდულ ოპერაციაში -შალვა პაპუაშვილი
შემაშფოთებელია ვითომდა სანდო წყაროების, ამ შემთხვევაში „ბიბისის“ გამოყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მნიშვნელოვანია, ყველა მსგავს ქმედებას სათანადო რეაგირება მოჰყვეს -მაკა ბოჭორიშვილი
არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება "კამიტი", შსს-ს "ნაცმოძრაობის" დროსაც კი არ შეუძენია ეს ნივთიერება, შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე-ირაკლი კობახიძე
შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა თავისი შეხვედრა, თუმცა იყო კიდევ სამი შეხვედრა, აქედან ორ შემთხვევაში პირდაპირ იყო საუბარი მეორე ფრონტის გახსნაზე -ირაკლი კობახიძე
"ბიბისის" სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია -ირაკლი კობახიძე
კამიტი გამოირიცხა, გამოძიება გაგრძელდება, დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი და ინფორმაცია წარედგინება საზოგადოებას, დაველოდოთ ოფიციალურ გამოძიებას და მის შედეგებს-ირაკლი კობახიძე
ვგეგმავთ, მივმართოთ ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა "ბიბისიმ" სათანადოდ პასუხი აგოს-ირაკლი კობახიძე
რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც "ქართული ოცნების" მთავრობასა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობების არანაირი ინტერესი არ აქვს, პროცესები ხელოვნურად არის ორგანიზებული -მიხეილ ყაველაშვილი
2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება წევრობისთვის, თუმცა, არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება, ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ-მიხეილ ყაველაშვილი
ვამაყობთ ჩვენი კონსტიტუციით, რომელიც მკაფიოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვას-მიხეილ ყაველაშვილი
2024 წლის არჩევნებზე "ქართული ოცნება" აბსოლუტური ლიდერი იყო -მიხეილ ყაველაშვილი
არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ჩვენ რაიმე სახის კავშირი გვაქვს რუსეთის მთავრობასთან-მიხეილ ყაველაშვილი
"ქართული ოცნების" მთავრობას არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე-მიხეილ ყაველაშვილი
,,სახელმწიფო უნდა იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და ყველა მსგავს ქმედებას გაეცეს პასუხი''- პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი: ალეკო ელისაშვილის ქმედება და „ბი-ბი-სის“ ფილმი უნდა განვიხილოთ ერთნაირ კონტექსტში
,,შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ქართულ და ევროპულ ენერგოსისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს''- ნიკოლოზ სამხარაძე
სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის BBC-ი, თავს აძლევს უფლებას, გადაუმოწმებელი ინფორმაციით დააზიანოს ჩვენი ქვეყანა - მიხეილ ყაველაშვილი